პრემიერი, გიორგი გახარია, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და წერს:
“• ვირუსთან ბრძოლაში ჩვენ ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზე, შემდეგ საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებსა და ჩვენს მოქალაქეებზე.
• 8 თვის თავზეც კი, რაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ეფექტიანი მეთოდი ვერ მოიძებნა, ვიდრე არის პირბადე, დისტანცია და ჰიგიენის დაცვა – ხელების დაბანა.
• ქვეყანაში პირბადის ტარება დახურულ შენობებში არის სავალდებულო, თუმცა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, რომ პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც.”
კომენტარები