• რეკლამა
  • კონტაქტი
16:07, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორ ვკანკალებდი მის მოსვლამდე“ – ბელა ალანია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
19:12 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, პოეტი ბელა ალანია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“მოვიდოდა თოვლის ბაბუა, ბამბის წვერით, დიდი ხურჯინით და ხის ჯოხით. ხურჯინში ედო პრიანიკი, ლიმონათი, კანფეტი, ჯანჯუხა, მანდარინი, თოჯინა და მანქანა ჩემი ძმისთვის.

როგორ ვკანკალებდი მის მოსვლამდე. და როცა შემოაბიჯებდა, გული ისე მიცემდა, თითქოს არასოდეს მეჭამა კანფეტი.

იარა პაპამ ორი თუ სამი წელი ჩვენთან. ერთხელაც, მუხლზე ჩამოვუჯექი და ბამბის წვერი ჩამოვუქაჩე. ქუდიც შევურყიე. შევხედე და მამაჩემი არ ყოფილა, ასე ნატრული თოვლის ბაბუა?!

ნამდვილი სადღაა-მეთქი, ძალიან გავბრაზდი, ალბათ, ოთხი- ხუთი წლის თუ ვიქნებოდი. დედაჩემმა უცებ მოიფიქრა: ნამდვილი ავად გამხდარა და მამაშენს დაავალა ეს საქმეო.

ახლა იმაზე ავღრიალდი: ვაიმე, თოვლის ბაბუა ავად გამხდარა და რომ “მოკტეს”, რა გვეშველება ბავშვებს-მეთქი.

მამაჩემი მიუბრუნდა დედაჩემს, ეს რა მოიგონე, ბავშვი როგორ გაანერვიულე. თოვლის ბაბუა ხვალ მოვა, დღეს ვერ მოასწროო.

მეორე დღესაც მოვიდა თოვლის ბაბუა. ისევ მომიტანა თოჯინა.

რამდენიმე წლის მერე მითხრეს, ახალი თოვლის ბაბუა ჩვენი მეზობელი კოტე ბიძია ყოფილა.

მენატრება თოვლის ბაბუა, თავისი არსებობის ლამაზი ტყუილით.

ის ხელით შეკერილი ხურჯინიც მენატრება, ადრე ჯადოსნური რომ მეგონა და ყველაფერი განსაკუთრებული- რაც შიგნით ეწყო.

და კიდევ, ის მოლოდინი მენატრება, რასაც მის მოსვლამდე განვიცდიდი.

მამაჩემიც მენატრება ზღურბლზე რომ დგას უნიჭოდ მიმაგრებული წვერით და კეთილი ღიმილით…”, – წერს ბელა ალანია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
სიახლე PSP-ში – ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან

13:46 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved