• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად

ალია ავტორი - ალია
14:12 11-24-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
332

წლის მთავარი შოპინგ მოვლენა, შავი პარასკევი, უკვე ძალიან ახლოსაა – დღე, როდესაც ასობით ბრენდი მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებასა და შეთავაზებებს უმზადებს. ბევრისთვის შავი პარასკევი ქაოსთან ასოცირდება: ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრები, ნივთების დაუსრულებელი არჩევანი და ბიუჯეტი, რომელიც თითქოს არასდროს არის საკმარისი.

თუმცა აუცილებელი არაა, შავი პარასკევი სტრესული იყოს. სწორი სტრატეგია და წინასწარ გაწერილი გეგმა დაგეხმარება, გადაურჩე შავ პარასკევს, შეიძინო უფრო მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერ დღეს, და კიდევ უფრო მეტი.

რჩევები, რომლებიც შენს შოპინგ გამოცდილებას გაცილებით უფრო მარტივს და სასიამოვნოს გახდის:

შეადგინე მკაფიო გეგმა – მნიშვნელობა არ აქვს, ზამთრისთვის ახალი ქურთუკი გჭირდება, ბლუთუზ ყურსასმენი გაგიფუჭდა, თუ თავის მოვლის საშუალებების მარაგი გაქვს შესავსები. მთავარია, შეადგინო სია, სადაც წინასწარ გაწერ – რა ნივთები გჭირდება რეალურად და რის ქონას ისურვებდი. ეს დაგეხმარება, იმპულსური შოპინგი აირიდო თავიდან.

მკაცრად განსაზღვრე ბიუჯეტი და დარწმუნდი, რომ მას დაიცავ – შავი პარასკევის შეთავაზებები ხშირად მაცდური და თვალისმომჭრელია. თუმცა გახსოვდეს, რომ ასობით ლარის დახარჯვა პროდუქტებზე, რომლებიც არ გჭირდება, ფულის დაზოგვაში არ გეხმარება. არა, არც იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ნახევარ ფასად შეიძენ. წინასწარ განსაზღვრე ლიმიტი და დარწმუნდი, რომ მას არ გადააჭარბებ. ხოლო თუ თიბისის მომხმარებელიც ხარ, არ დაგავიწყდეს, რომ ბიუჯეტში გაითვალისწინო ქეშბექიც, რომელსაც თიბისი ბარათით გადახდისას მომენტალურად მიიღებ.

შეადარე შეთავაზებები წინასწარ – მას შემდეგ, რაც განსაზღვრავ, რა გჭირდება, წინასწარ, ონლაინ ან ფიზიკურ მაღაზიაში შეადარე, სად იყიდება ეს ნივთები ყველაზე დიდი ფასდაკლებით. შეადარე ფასები კატეგორიების მიხედვით და გადაწყვიტე, რომელი ბრენდის სპორტული სამოსის თუ კოსმეტიკის შეძენა იქნება უფრო მოგებიანი.

იშოპინგე ადრე და თავი აარიდე პიკის საათებს – როცა შავი პარასკევის შეთავაზებები გრანდიოზულია, ნივთები ხშირად მალე ქრება თაროებიდან, პიკის საათებში კი, განსაკუთრებით 18:00 საათის შემდეგ, გასახდელებთანაც გრძელი რიგი დაგხვდება. ამიტომ დარწმუნდი, რომ საყიდლებს დღის პირველ ნახევარში მოილევ. ამით სასურველი ნივთების შეძენასაც უფრო მარტივად შეძლებ. მეტიც, შეგიძლია, სამოსი მაღაზიაში წინა დღეებში მოიზომო, რათა ფასდაკლებების დღეს კიდევ ერთი ცხელი წერტილი აირიდო თავიდან.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ თიბისიმ Black Friday-სთვის  თავის ერთგულ მომხმარებელს წელსაც მათზე მორგებული შეთავაზება მოუმზადა. მნიშვნელობა არ აქვს, რის შეძენას დაგეგმავ: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, თავის მოვლის საშუალებები თუ აქსესუარები – რადგან ახალი თიბისი ბარათით დაზოგავ უფრო მეტს.

მხოლოდ 28 ნოემბერს, გადაიხადე 100-მდე შერჩეული ბრენდის ფიზიკურ მაღაზიებში ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით და მომენტალურად, ლოდინის გარეშე, დაიბრუნე გახდილი თანხის 30% – ჯამში მაქსიმუმ 100 ლარი. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში კი, 150 ლარს.

თუ ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაბრუნებული თანხის მიუხედავად, სასურველი ნივთის შესაძენად ფული არ გყოფნის, დაიმტკიცე ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტი მობაილბანკიდან და ისარგებლე ახალი თიბისი ბარათის იდენტური შეთავაზებით.

იმ შემთხვევაში კი, თუ ახალი თიბისი ბარათი არ გაქვს, 28 ნოემბრამდე დრო ჯერ კიდევ არის: ახალი თიბისი ბარათის აღება თიბისის მობაილბანკში სულ რაღაც 30 წამში, სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი. თანაც, შავი პარასკევის შემდეგაც, ახალი თიბისი ბარათით ყოველ დღე დაზოგავ უფრო მეტს: ამ ბარათით ნებისმიერ ტერმინალზე შესრულებულ ყველა გადახდაზე, გადახდილი თანხის 0.5% ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაგიბრუნდება.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved