• რეკლამა
  • კონტაქტი
03:16, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ უპასუხეს შვეიცარიელებმა კითხვას: – აბა, ომი გინდათ?” – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
18:33 10-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
287

საქარველოს თავდაცვის ძალების  თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:

კითხვა “აბა ომი გინდათ?” ხშირად ისმება და არა მხოლოდ საქართველოში. როგორ უპასუხეს შვეიცარიელებმა ამ კითხვაზე 1914 წლის 28 ივლისს? რა უპასუხეს გასაგებია, არა, არ გვინდაო. მაგრამ კითხვა არ დასმულა იმ ბრიყვული კონტექსტით, როგორც ამას ოცნება აკეთებს. 1914 წლის 28 ივლის დიდი ევროპული ომი დაიწყო, ერთი ნახევარი ევროპა მეორე ნახევარს ებრძოდა ევრპის მთელ გეოგრაფიულ არეალზე და არა მხოლოდ. ამიტომ კითხვა დაისვა კონკრეტული, როგორ ავიცილოთ თავიდან ომი?
შვეიცარიის არმიამ ბოლო ბრძოლა 1515 წელს გამართა მარინიანოსთან, ეს არ იყო ომი შვეიცარიისთვის, ამ ომში შვეიცარია კონკრეტული სარგებლის გამო მონაწილეობდა და უშუალოდ ეს ბრძოლაც შვეიცარიელებმა წამოიწყეს ფრანგულ ბანაკზე თავდასხმით, რომელიც სამხედრო აუცილებლობით კი არ იყო გამოწვეული, არამედ მდიდრული ალაფის ხელში ჩაგდების სურვილით. ამით იმის თქმა მინდა, რომ შვეიცარიელებმა ალაფის გემოც იცოდნენ და არც ბუნებით იყვნენ მშვიდობისმოყვარულები. მაგრამ, შემდგომ, მათთ დასვეს კითხვა გვინდა თუ არა ომები და პასუხიც ვიცით. მაგრამ არის ერთი ნიუანსი, ამ კითხვას არასდროს სვამდა რომელიმე მშიშარა და ჩასვრილი ბანკირი, ამ კითხვით არასდროს სურდათ შვეიცარიელების შეშინება, კითხვა არასდროს გულისხმობდა სუვერენიტეტზე უარს, კითხვა არ იყო ღირსების შემლახავი და არ გულისხმობდა მშვიდობის სანაცვლოდ მეზობლის დაკრულზე სტრიპტიზის ცეკვას, კითხვა ყოველთვის გულისხმობდა, რა ვქნათ რომ მშვიდობა გაცილებით მომგებიანი იყოს ვიდრე ომი, როგორ მოვიქცეთ, რომ მშვიდობა უფრო იაფი დაგვიჯდეს ვიდრე ომი? რა ქნა შვეიცარიამ ისეთი, რომ 1515 წლის შემდეგ მისი პოტენციური მტრები კითხვაზე ღირს თუ არა შვეიცარიასთან ომი, ერთმნიშვნელოვნად პასუხობდნენ არა, არ გვიღირს, ამაზე შემდგომ სტატუსებში, ხოლო 1914 წელს შვეიცარიელებმა თქვეს ომი არ გვინდაო და 400 ათასიანი არმიის მობილიზაცია განახორციელეს, არმია სამ ნაწილად გაუვეს და საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის საზღვრებზე განალაგეს. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია იყო ყველაზე დიდი განძთსაცავი და მის წინააღმდეგ ომი ყველაზე მაცდური პრიზის გაუგონარი ღირებულების გამო, შვეიცარიამ მიიღო მშვიდობა.
მე არ ვიცი რას ურჩევენ აფრიკელი შამანები ოცნებას, შეიძლება ვუდუს მისტერიები და აფრიკული წარმართული რიტუალები როგორღაც უზრუნველყოფენ მშვიდობას ( აფრიკას არ ეტყობა ), მაგრამ მშვიდობის ალგორითმი დიდი ხანია ნაცნობია კაცობრიობისათვის. მშვიდობის გარანტია არის მხოლოდ ამ მშვიდობის შენარჩუნებისათვის საჭირო და საკმარისი ძალის არსებობა.
დღეს ოცნების პოლიტიკა მთლიანად ემსახურება საქართველოში მშვიდობის საფუძვლების შერყევას. ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავს. ვის მხარეზე გასაგებია, იმ ქვეყნასთან კოალიციაში ვისი დაზვერვის დავალებების შემსრულებელიც ოცნების ლიდერია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved