• რეკლამა
  • კონტაქტი
07:18, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ უნდა შეიკეროს ფორმა, როცა სახლში შვიდი მოსწავლეა და ოჯახს მინიმალური საარსებო წყაროც კი არ აქვს?!”– ბერდია კალანდია გივი მიქანაძეს

ალია ავტორი - ალია
15:38 12-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია, ოცნების განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს ეხმაურება და წერს:

როგორ უნდა შეიკეროს ფორმა, როცა სახლში შვიდი მოსწავლეა და ოჯახს მინიმალური საარსებო წყაროც კი არ აქვს?!
ამ კითხვაზე პასუხი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქართულ ოჯახში დგას ყოველდღიურად. სკოლა იწყება, ბავშვებს სჭირდებათ ფორმა, ფეხსაცმელი, საკანცელარიო ნივთები, ჩანთა… მაგრამ ზოგი ოჯახი დგას არჩევანის წინაშე — შეიძინოს საკვები, თუ გაწიროს შვილი უსწავლელობისთვის და მოწყვიტოს თანატოლებს?!
ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ შეზღუდულ შემოსავალზე, უჭირთ ჰქონდეთ სურვილი, რომ შვილები განათლებულები ჰყავდეთ — უჭირთ შესაძლებლობა. სოციალურად დაუცველი ხომ რამდენი ოჯახია და მათი ყოველთვიური დახმარების საკითხიც რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხელისუფლებამ – ეს ცალკე საკითხი და მსჯელობის საგანია!
შვიდი მოსწავლე ოჯახში, ნიშნავს, შვიდჯერ უფრო დიდ ხარჯს, შვიდჯერ უფრო დიდ სტრესს, მაგრამ ამავე დროს, შვიდჯერ უფრო დიდ იმედსაც — რომ სწავლა მათ უკეთეს მომავალს მისცემს. რატომ გადაწყვიტა მიქანაძის უწყებამ, რომ ეს იმედი მოუკლას ერის, ამ, საკმაოდ, მნიშვნელოვან ნაწილს – ვერ გეტყვით. მხოლოდ, ის, ძველი და გაცვეთილი ფრაზა შემიძლია ვთქვა, მიხეილ ჯაყელმა, რომ თქვა თავის დროზე: “ვაი, ბედკრულო საქართველო, საით მიექანები!”
სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები სწავლაზე ფიქრობენ და არა იმაზე, აქვს, თუ არა ოჯახის ფინანსები მათთვის ფორმის შესაკერად. რეფორმა არ უნდა გახდეს ბარიერი განათლებისთვის. მათ, შორის, არც ფორმა!
ეს საკითხი აღარ არის მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა — ეს ერის და საზოგადოების უმრავლესობის პრობლემაა. დროა კითხვა დავუსვათ საკუთარ თავსაც და სისტემასაც:
რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ბავშვები ფინანსური სიდუხჭირის გამო არ აღმოჩნდნენ ჩრდილში?!
სახელმწიფომ, სკოლებმა, საზოგადოებამ ერთად უნდა იპოვოს გზა, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს “უკან” მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახს არ შეუძლია გადააგდოს რამდენიმე ასეული ლარი ფორმისთვის!
ცნობისთვის, მიქანაძემ განაცხადა:
“კი, მშობელმა უნდა შეუკეროს ფორმა, ისევე, როგორც მშობელი ყიდულობს ტანსაცმელს ბავშვისთვის და, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მეტს ყიდულობს წლის განმავლობაში, ვიდრე ფორმის კომპონენტში დასჭირდება.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved