• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად ფოიერვერკები ტორტზე და უსაფრთხოების რა წესები უნდა დავიცვათ ტორტის მომზადებისას

ალია ავტორი - ალია
20:03 05-15-2023
- ახალი ამბები, გურმანი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,024

ტკბილეულების დედოფალი – ტორტი, ყველას საყვარელი პროდუქტია, მისი გამობრძანების ცერემონიალი, ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია და ამ წუთების გალამაზებას სპეციალური სანთლებით და ფოიერვერკებით ვცდილობთ, რათა ფოტოები და ვიდეოები ბევრად უფრო ლამაზი და სახალისო გამოვიდეს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რა უნდა გაითვალისწინოს რომ დღესასწაული უსაფრთხოდ ჩაამთავროს და მოგონებებიც ისეთივე ტკბილი იყოს, როგორიც ტორტი.

პირველ რიგში, დაათვალიერეთ პიროტექნიკა გამოყენებამდე, ხომ არ აქვს გარეგნული დაზიანება. დააკვირდით მის ვარგისიანობის ვადას, რადგან თუ მისი შენახვის ვადა არ არის დაცული, რისკები იზრდება. გაითვალისწინეთ ფოიერვერკების რაოდენობა, თუ ტორტი მცირე ზომისაა, მაქსიმუმ სამიც საკმარისია. ტორტისთვის განკუთვნილ სანთლებსა, თუ ფოიერვერკებს, თავისი ჩასამაგრებლები მოჰყვება, მისი სიგრძე სრულიად საკმარისია, ნუ ეცდებით უფრო ღრმად მოათავსოთ ტორტში. ტორტს მხოლოდ ფოიერვერკის სადგამი უნდა ეხებოდეს და არა თავად ფოერვერკი. ასეთი ფოიერვერკების ალი არ აღემატება 60 გრადუს, მაგრამ ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა მაინც აუცილებელია – დარწმუნდით, რომ ტორტის სიახლოვეს არ არის აალებადი საგნები, მაგალითად, ქაღალდის ხელსახოცები. ფოიერვერკები ტორტიდან ამოვიღოთ ჩაქრობიდან სამი წუთის შემდეგ, რადგან შესაძლოა მაგნიუმის ფხვნილი ისევ იყოს მასში ჩარჩენილი და მოულოდნელად აალდეს. გარდა ამისა, ყოველთვის სჯობს, უსაფრთხო, ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვა. ანთებულს ნუ მიუტანთ ახლოს სახესთან ადამიანს, მოარიდეთ წამწამებს, წარბებს, თმას, სინთეტიკურ ტანსაცმელს. ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისთვის დაიცავით უსაფრთხო დისტანცია.

ასევე, გვესმის, რომ სახალისოა ზოგისთვის, მაგრამ ნუ ჩააყოფინებთ ადამიანს სახეს ტორტში, და თუ მაინც არ გაითვალისწინებთ ამ რჩევას, დარწმუნდით, რომ არ აქვს ალერგია, მის რომელიმე ინგრედიენტზე, ან ტორტში არ არის დატანილი დეკორაციის წაწვეტებული ნაწილები.

 თუ თავად გსურთ სახლის პირობებში ტორტის გამოცხობა, რეცეპტიც გაქვთ და დროც მის მოსამზადებლად, გაითვალისწინეთ უსაფრთხოების შემდეგი წესები:

შეიკარით თმა და დაიფარეთ სამზარეულოს ქუდი. სასურველია, გამოიყენოთ ერთჯერადი ქუდი, ერთდჯერადი ხელთათმანი და ერთჯერადი წინსაფარი. მომზადებამდე მოიხსენით სამკაულები, შესაძლოა, თვალით არ ჩანდეს, მაგრამ ისინი ბაქტერიების და მტვრის წყაროა. დარწმუნდით, რომ ყველა ზედაპირი, რომელიც უნდა გამოიყენოთ მომზადებისას და ცხობისას, კარგად არის გასუფთავებული, მაგალითად, თბილი საპნიანი წყლით. წინასწარ გაასუფთავეთ საცხობი ჭურჭელი. დარწმუნდით, რომ ღუმელი და როზეტი, კარგ მდგომარეობაშია და მოკლე ჩართვის საფრთხე არ არსებობს, სიფრთხილის იგივე ზომები გამოიყენეთ გაზის ღუმელის გამოყენების შემთხვევაში. ნუ გამოიყენებთ იმ წყალს ტორტის მოსამზადებლად, რომლის სისუფთავეში არ ხართ დარწმუნებული.

და თუ მაინც, მზა ტორტის შეძენა გსურთ, შეგახსენებთ, ტკბილი ქვეყანა 2006 წლიდან ბაზარზეა, მომხმარებელს ტკბილეულის უამრავ სახეობას სთავაზობს. ახერხებს ძველი და ახალი გემოებით დღემდე გაგვაოცოს და ეს ალბათ, იმის დამსახურებაცაა, რომ მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებიც ქარხანამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შემოიტანა. ტკბილი ქვეყნის პროდუქციის ხარისხის კონტროლი მუდმივად ხდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში.

გაგისინჯავთ „ტკბილი ქვეყნის“ ქოქოსის ტორტი? – წონა 700 გრამი, შენახვის ვადა 8 დღე. კარგად დანამული ბისკვიტი, ქოქოსის ფანტელებით გაჟღენთილი ჰაეროვანი კრემი, თუ კარგადაც გააციებთ მირთმევამდე, საუცხოო განწყობაზე დაგაყენებთ და თავს იმაზე მეტად მსუბუქად იგრძნობთ, ვიდრე მის მირთმევდე – საოცარია, არა?

და ტკბილი ქვეყნის ტორტი „ცივი შოკოლადი“? – წონა 800 გრამი, შენახვის ვადა, 8 დღე. ზაფხულის ხვატიან დღეებში არაფერი სჯობს მის მირთმევას, თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ადრეული გაზაფხულის გრილ საღამოსაც დამიგემოვნებია ცხელ ჩაისთან ერთად და მერწმუნეთ, არანაკლები სიამოვნებაა. 

ტკბილი ქვეყნის ტკბილეული შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში, ან მისამართზე – თბილისი, ვახტანგ ნინუას 3.

თეგები: იცხოვრე ტკბილადტკბილი ქვეყანატორტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved