• რეკლამა
  • კონტაქტი
20:15, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ წირავთ ამ ქალს მეორეჯერ სიკვდილისთვის?! ამ კაცის ფოტოს თქვენ თუ არ გამოდებთ, მე გამოვდებ, იცოდეთ!”– ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
20:45 11-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
676

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:

!!!
ცოლზე ფიზიკურად მრავალგზის მოძალადე ვინმე დ.ზ სასამართლომ ვადაზე ადრე გაათავისუფლა (ყოჩაღ სასამართლოს) და ვითომ ელექტრონული სამაჯურიც გაუკეთა. თუმცა, აღმოჩნდა რომ ეს სამაჯური ის კი არ იყო, რასაც მოძალადეებს უკეთებენ მსხვერპლის დასაცავად, არამედ მხოლოდ იმას აკონტროლებდა, ღამეს სად ათევდა ეს კაცი. (სამაჯურის არასათანადოდ გამოყენებაა ეს ოჯახში ძალადობის დროს).
ამ მოძალადემ გათავისუფლებისთანავე დაურეკა ყოფილ ცოლს და დაემუქრა მოკვლით. ქალი ეგრევე წავიდა პოლიციაში, იქ დააწერინეს სრულიად იდიოტური და ყველაფერთან შეუსაბამო განცხადება, წაუყრუეს მუქარას და საფრთხეს და დაიკიდეს ფეხზე. (ესაა სამსახურეობრივი გულგრილობა!).
მოძალადე თავს დაესხა ქალს და მიაყენა 11 ჭრილობა სიცოცხლისთვსი სახიფათო ორგანოებზე. საბედნიეროდ, ქალი გადარჩა და რა ხდება ახლა. 21 დღე გავიდა და ეს კაცი ვერ იპოვნეს. რატომ ვერ იპოვნეს? იმიტომ რომ არ ეძებენ! მოვიკითხეთ და განყოფილებებში დავაგზავნეთ ძებნაო. ეგ რა ძებნაა??? ამ კაცის ფოტოს თქვენ თუ არ გამოდებთ, მე გამოვდებ, იცოდეთ! და გამომეკიდოს მერე კუდში თქვენივე გაუქმებული პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
უფრო უარესი გითხრათ: ქალს დღეს არ იცავს არავინ! და არავის გაუწევია კონსულტაცია, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი, თუ ისევ მოძალადეს გადაეყარა.
პროკურორს დავურეკეთ წეღან ამ ჩივილებით და წერილობით მოგვმართეთო… წერილები კი არა, ახლავე თუ არ გამოუყოფთ ამ ქალს დაცვას, ახლავე თუ არ გამოაცხადებთ იმ კაცზე საჯაროდ ნამდვილ ძებნას, ყველა შესაძლო და შეუძლებელ ინსტანციაში გათრევთ სახით, თქვე უსაქმურებო! როგორ წირავთ ამ ქალს მეორეჯერ სიკვდილისთვის?! მშვიდობიან მომიტინგეებს ხომ დასდევთ ძუნძულით და მოძალადეს და მკვლელს რატომ არ დასდევთ??? დარწმუნებული ვარ თავისივე სახლში გდია ის კაცი არხეინად, ან ვინმე ნათესავთან, როგორც ყოველთვის. ან რატო არ ეგდება, რო?! იცის, რომ მას არავინ ეძებს, პოლიცია სისულელებითაა დაკავებული ამ ქვეყანაში და სულ დაავიწყდა მისი ნამდვილი საქმე!
გაიღვიძეთ და გაინძერით!!! მომინდომეს აქ წერილების წერა… რათ უნდა ამას წერილები? თქვენი საქმე აკეთეთ!!! დაწერილია უკვე ყველაფერი კანონში და შეასრულეთ კანონი და საკუთარი მოვალეობა!!!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
პ.ს. აქვე შეგახსენებთ, რომ საფარი • Sapari დაყადაღებულია და მოხალისეობრივ საწყისებზე აგრძელებს მუშაობას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved