• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ სწორად ყავის კაფსულები?

ალია ავტორი - ალია
13:53 10-30-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
648

მე-11 საუკუნეში ეთიოპიელმა მწყემსმა შეამჩნია, რომ როდესაც მისი თხები ერთი პატარა ბუჩქის ფოთლებსა და ნაყოფს შეჭამდნენ, თავს უფრო მხნედ გრძნობდნენ.  მწყემსმა თვითონაც გასინჯა ნაყოფი და აღმოაჩინა, რომ ენერგიას მატებდა –  ასე დაიწყო ამბავი „გამამხნევებელ სასმელზე“, რომელიც დღეს უკვე უამრავი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და არაერთი სახეობითა და ფორმით გვხვდება, მათ შორის, კაფსულების სახითაც. ამ ბლოგში სწორედ ყავის კაფსულებზე ვისაუბრებთ. ბლოგის ბოლოს გაიგებ, თუ როგორ უნდა შეარჩიო ყავის კაფსულები და იპოვო შენთვის შექმნილი თანამედროვე სახის „გამამხნევებელი სასმელი“, რომელსაც „მეამა“ საქართველოში 2016 წლიდან აწარმოებს და გვთავაზობს სხვადასხვა არომატის ყავის კაფსულებს.

 

თუ კაფსულის ყავა ჯერ კიდევ არ დაგიგემოვნებია და პროდუქტის მრავალფეროვნება გაბნევს, ამ ბლოგით ვეცდებით, შენს ყველა კითხვას პასუხი გავცეთ. სანამ უშუალოდ ყავის შერჩევის კრიტერიუმებზე გადავალთ, მოკლედ ჩამოვთვალოთ კაფსულის უპირატესობები:

 

  • კაფსულებში დაფასოებული ყავა ჰიგიენურია და დიდხანს ინარჩუნებს გემოვნურ თვისებებს
  • მზადდება სწრაფად და მარტივად
  • გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე კაფეში სტუმრობა
  • აქვს ხანგრძლივი შენახვის ვადა 
  • ადვილად ექვემდებარება გადამუშავებას და არ აყენებს გარემოს ზიანს

 

ევროპული და ამერიკული ფორმატი

 

ყავის კაფსულების შერჩევისას პირველ რიგში სასურველი ფორმატი უნდა ავირჩიოთ. „მეამა“ აწარმოებს როგორც ამერიკულ, ასევე ევროპული ფორმატის ყავის კაფსულებს. აი, მთავარი განსხვავება მათ შორის: ევროპული ფორმატის კაფსულებით მზადდება ინტენსიური, ქაფიანი ყავა მცირე მოცულობის ფინჯანში, ხოლო ამერიკული ფორმატის კაფსულებით მზადდება დიდი მოცულობის გაფილტრული ყავა. ამ ორი ფორმატიდან რომელს აირჩევ, მხოლოდ შენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

 

კოფეინის შემცველობა 

 

ყავის სიძლიერეს კოფეინის შემცველობა განსაზღვრავს და კაფსულების შერჩევისას ბევრი ჩვენგანი სწორედ ამ კრიტერიუმით ხელმძღვანელობს. რაც უფრო დიდი რაოდენობის კოფეინს შეიცავს სასმელი, მით უფრო მაღალი მასტიმულირებელი მოქმედება აქვს. კოფეინის დღიური დოზა განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რამდენად მგრძნობიარეა ადამიანი კოფეინის მიმართ.

 

„მეამას“ ყავის კაფსულების ფართო ასორტიმენტში შეხვდები როგორც უკოფეინო კაფსულებს, ასევე „კაფსულა 09“-ს, რომელიც ყველაზე მაღალი რაოდენობის კოფეინს შეიცავს და ევროპული ფორმატის გამორჩეული გემოა.

 

მოხალვა

 

ყავის მარცვლების მოხალვის ტიპი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ყავის არჩევისას. მოხალვა ქიუმიური პროცესების ჯაჭვია, რომლის შედეგადაც ყავის მარცვალი იძენს ფერს, გემოსა და არომატს. რაც უფრო ნელა იხალება ყავა, მით უფრო დახვეწილი არომატის მარცვალი მიიღება. მარცვლის მოხალვა კი განაპირობებს ყავის სიმჟავის, სიტკბოსა და სიმწარის ბალანსს. რაც უფრო დიდხანს იხალება მარცვალი, მით უფრო მცირდება მჟავიანობა და იზრდება სიმწარე. 

 

წარმოშობა

 

ყავის გემო წარმოშობის რეგიონის მიხედვითაც განსხვავდება. კოლუმბიურ, ბრაზილიურ და კოსტა-რიკულ ყავას აქვს რბილი და დაბალანსებული არომატი ციტრუსის, კარამელისა და თხილის ნოტებით. 

ეთიოპიის, კენიისა და აფრიკის სხვა ქვეყნების ყავა ცნობილია მაღალი მჟავიანობით და ინტენსიური არომატით, ხშირად ყვავილოვანი, ხილის ან პიკანტური ნოტებით. ყავას კი ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა ინდონეზია და ვიეტნამი, აქვს დაბალანსებული არომატი, რომელიც დაბალი მჟავიანობით გამოირჩევა და თან სდევს სანელებლების ან შოკოლადის არომატი.

„მეამას“ ყავის ფართო ასორტიმენტი აერთიანებს 6 ქვეყანაში წარმოებულ ყავას, რაც ზემოთ ჩამოთვლილი გემოებიდან ნებისმიერის გასინჯვის საშუალებას იძლევა.

 

შეჯამება

 

როგორც ვნახეთ, ყავის არჩევისას არაერთი ფაქტორია გასავალისწინებელი. თუ ყავის გემო გიყვარს, თუმცა კოფეინის მიმართ მგრძნობიარე ხარ, შეგიძლია უკოფეინო ყავა დააგემოვნო. თუ პირიქით, ძლიერი ყავის მოყვარული ხარ, „ბურგუნდი 09“ შენი ყავის რუტინის შეუცვლელი ნაწილი გახდება. თუ განსხვავებული, ეგზოტიკური გემოები გიზიდავს, „მეამა“ საშუალებას გაძლევს დააგემოვნო ქოქოსის, კარამელის, ჟოლოს, ვანილისა და ტყის თხილის გემოები. ზაფხულში კი ცივი ყავის მომზადების მრავალსაფეხურიანი რიტუალი „ცივი კლასიკისა“ და „ცივი ინტენსიურის“ კაფსულებით შეგიძლია ჩაანაცვლო. „მეამა“ ქმნის ყავას ყველა ტიპისა და გემოვნების ადამიანისთვის, რომელთა შორისაც შენც აღმოაჩენ შენთვის შექმნილ გემოს. 

თეგები: მეამაყავის კაფსულები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved