• რეკლამა
  • კონტაქტი
08:46, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ შევამციროთ ნაბახუსევის (პახმელია) სიმპტომები – ყველას გამოგვადგება ამის ცოდნა

ალია ავტორი - ალია
15:54 12-26-2022
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
693

გვერდი, თქვენი ჰაუსი – მედიცინა და ფსიქოლოგია:

“ყველას გამოგვადგება ამის ცოდნა:
საქართველოში ნელნელა იწყება ტრადიციული საყოველთაო კომა ორმაგი დღესასწაულებით და კუჭ-ღვიძლ-ტვინის 3 კვირიანი ეროვნული განადგურება.
თუ გადაურჩით ჰიპერ-ნიგვზემიურ შოკს საცივების, ბაჟეების, გოზინაყების, ჩურჩხელების ზედოზირებით, მაინც დაგრჩებათ შემდეგ პრობლემასთან შერკინების მრავალჟამიერი
“პ ა ხ მ ე ლ ი ა” ?
რამდენიმე მარტივი რჩევა, როგორ შევამციროთ ნაბახუსევის (პახმელია) სიმპტომები:
არავითარ შემთხვევაში ალკოჰოლით! ამით უბრალოდ ნაბახუსევის დისკომფორტს იმ მომენტში იყუჩებთ, თვით ნაბახუსევი მაინც დაგეწევათ, უბრალოდ ცოტა გვიან და უფრო მძაფრად.
ალკოჰოლის გადამუშავებისას წარმოიქმნება ეთანოლზე გაცილებით ტოქსიკური მეტაბოლური პროდუქტები, პირველ რიგში აცეტალდეჰიდი ??
თუ არ გაგიმართლათ, თქვენს ალკოჰოლს შერეული ექნება მეთანოლი. მისი მეტაბოლური პროდუქტები ჭიანჭველას მჟავა (formic acid) და ფორმალდეჰიდი ძალიან ძალიან ტოქსიკური ნივთიერებებია.
ამ მხრივ ყველაზე სუფთა ალკოჰოლად კარგად დესტილირებული არაყი ითვლება.
ალკოჰოლი არის ძლიერი შარდმდენი, რაც ყველამ კარგად ვიცით ?
შარდით ვკარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს და ასევე უმნიშვნელოვანეს მინერალებს (ნატრიუმს, მაგნეზიუმს, კალიუმს…)
ამიტომ სადღეგრძელოებს შორის არ დაიზაროთ წყლის დალევა, იდეალურ შემთხვევაში ეროვნული მინერალური წყლის – ბორჯომი, ნაბეღლავი, საირმე და სხვა საკურორტო ჩამოსხმები.
ძილის წინაც დალიეთ გემრიელად მინერალური წყალი.
ტუალეტში სირბილი ისედაც არ აგცდებათ?
თავის ტკივილის, ფსიქოლოგიური დისკომფორტის ერთერთი წამყვანი მიზეზი ზუსტად ძლიერი დეჰიდრატაცია და მინერალებისგან გამოფიტვაა.
ნაბახუსევის პათომექანიზმში დიდ როლს თამაშობს ჩვენი იმუნური სისტემა, რომელიც ერთგვარ ანთებით რეაქციას იწყებს ჩვენს წინააღმდეგ, გამოყოფს ინტერლეიკინებს და სხვა ციტოკინებს (ანუ ანთებით ნივთიერებებს)
აქ უკვე შეგვიძლია დავინახოთ, რომ სხეული ალკოჰოლს მტრად აღიქვამს და მას სერიოზულად უპირისპირდება. ჩვენ კი ამას ვგრძნობთ დაღლილობით, ტკივილით, თავბრუსხვევით, უხასიათობით და ასე შემდეგ.
გაღვიძებისას აუცილებლად მიიღეთ
0,5 – 1 ლიტრი მინერალური წყალი.
⛔ თავის ტკივილის თერაპიაში ყოველთვის ერიდეთ ასპირინს (სისხლდენის რისკი!!)
პარაცეტამოლი შეიძლება, უბრალოდ ღვიძლია ცოდო.
ასევე ტკივილგამაყუჩებელი და ძალიან ეფექტური ანტიემეტური (გულის რევის საწინააღმდეგო) ნივთიერებებით არის სავსე ჯინჯერი, იგივე ჯანჯაფილი. დააყენეთ ჯინჯერის ჩაი და წრუპეთ.
თან დაატკბეთ, რომ დიდი ალბათობით დაწეული გლუკოზის კონცენტრაცია აიწიოს და აზრზე მოხვიდეთ.
ნაბახუსევის საუკეთესო, 100%-იანი ეფექტურობის თერაპია არის და რჩება ალკოჰოლის და მასში შემავალი შხამების საერთოდ არ მიღება.
ისე ზოგადად, ალკოჰოლი/ეთანოლი არის უჯრედების შხამი (cell toxin) და მისი არცერთი წვეთი არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი!
ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!”
თეგები: ბახუსინაბახუსევი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved