ტრენდული

“ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი არა, ბი­ძი­ნა დაბ­რუნ­და” – გა­ნახ­ლებული შე­ტე­ვე­ბი და კობახიძის დაჯგუფების სარგებელი – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„ჩემთვის არ არის სულ ერთი ივანიშვილის ბედი, არ გამიხარდება მისი ცუდი, ამიტომაც შევთავაზე გამოსავალი, რომ გადარჩეს“ – გია ხუხაშვილი

ავტორი - ალია
16:38 06-26-2022
0

თამო კეშელავა „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი: - რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილს შესთავაზეთ "კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვის საგ­ზაო რუქა" - ევ­რო­კავ­შირ­ში...

“გადადგეს ღარიბაშვილი და…” – რა მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე და სადამდე მისცა ხელისუფლებას ვადა?

“გადადგეს ღარიბაშვილი და…” – რა მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე და სადამდე მისცა ხელისუფლებას ვადა?

21:42 06-24-2022
“რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ღარიბაშვილი?” – ირმა გორდელაძე

“რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ღარიბაშვილი?” – ირმა გორდელაძე

21:20 06-24-2022
“არ ვარ ნამყოფი… აი, რაზე ჩავიდე დღეს საოკუპაციო ხაზთან?!” – კობახიძე

“არ ვარ ნამყოფი… აი, რაზე ჩავიდე დღეს საოკუპაციო ხაზთან?!” – კობახიძე

18:27 06-24-2022
ევროპულმა პარლამენტმა უკრაინა-მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ – სია

00:04 06-24-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, ორშაბათი, 27 ივნისი, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორ, ნუთუ სულ არა აქვს ბოლო, სადღაც ხომ მაინც მთავრდება, იმის იქით რა არის?“ – თემურ ჩხეიძის განსხვავებული ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
22:23 06-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,026

„ალია“, 2014 წელი, ავტორი მაია იასეშვილი

 

„ალიას“ არქივში დიდი მაესტროს რამდენიმე ინტერვიუ ინახება. ეს მათ შორის გამორჩეულია, რადგან აქ რეჟისორი შეუცნობელსა და იდუმალზე საუბრობს…

„ალია“ კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს სრულიად საქართველოს და თემურ ჩხეიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ:

 

_ ჩემი ღრმა რწმენით, უამრავი რამ კი არა, თითქმის, ყველაფერი შეუცნობელია, მათ შორის, ადამიანი და მე ყოველთვის ვცდილობ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი შევიცნო. თუმცა ისიც ვიცი, რომ ჩემი ფიქრი ვერ მისწვდება იმას, რაც ადამიანის მიღმაა. ვერ მოვახერხებ ამას ვერც მე და თანამედროვე ეტაპზე ვერც მთელი კაცობრიობა. ცაში გაუთავებელმა ცქერამ ბავშვობაში, მიმიყვანა რწმენამდე, რომ არსებობს ვიღაც ზედა სუბსტანცია, რომელსაც ყველაფერი ემორჩილება და რომლის გარშემოც ყველაფერი სისტემაშია მოყვანილი. ჩვენ ვართ ამ სამყაროს ერთი მემილიონედი ნაწილი, არა მარტო რიცხობრივად, არამედ დანიშნულებითაც. დედამიწა არ არის ყველაზე განვითარებული პლანეტა, ალბათ, მასზე განვითარებული პლანეტებიც არსებობენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანის ტვინის მხოლოდ 4-5 პროცენტი მუშაობს, რას აკეთებს დანარჩენი 95 პროცენტი? ჩვენ ჯერ საკმარისად არ ვართ განვითარებული და რაც ვერ აგვიხსნია, შეუცნობელს ვეძახით. ამას მე უცოდინრობას დავარქმევდი. იცით, რა? ყველაფერს კომუნისტურ რეჟიმს ვაბრალებთ და გვავიწყდება, რომ მეცნიერებამაც უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა ათეიზმისკენ. პირველად მან შეარყია სარწმუნოების საფუძვლები, გამოიწვია დაეჭვება იმაში, რა არის ღმერთი სარწმუნოების თვალსაზრისით და საეკლესიო დოგმატის მიხედვით. ხედავთ, მე ვამბობ, რომ არის ღმერთი, მე მჯერა იმ სუბსტანციის, მაგრამ არა იმ ადამიანის თვალსაზრისით, რომელიც ეკლესიაში დადის და ფიქრობს, ღმერთი ყველაფერს გამიკეთებსო. ღმერთს უჩემოდაც ბევრი საზრუნავი აქვს, ჩემი გასაკეთებელი მე თვითონ უნდა გავაკეთო. სხვა საქმეა, რომ პირნათელი უნდა ვიყო არა ღმერთის, არამედ ნებისმიერი ადამიანის წინაშე და ეს იქნება ღმერთთან პირნათელობა. თავისთავად, არ გაკვირვებთ გამოთქმა, რომ სამყარო უსასრულოა? მახსოვს ჩემი პირველი აღქმა ბავშვობაში, ერთხელ წარმოვიდგინე, რას ნიშნავს უსასრულო. როგორ, ნუთუ სულ არა აქვს ბოლო, სადღაც ხომ მაინც მთავრდება, იმის იქით რა არის? რაც ასაკი გემატება, ამ შეკითხვებს აღარ სვამ, რადგან ვიცით, რომ პასუხს ვერ მივიღებთ, თორემ რა ვართ ასეთი განსაკუთრებულები, რომ მარტო ჩვენთვის იყოს სიცოცხლე? რა ამბიცია გვაქვს ასეთი? ადამიანი კია ამბიციური, მაგრამ ამდენად?

_ ბატონო თემურ, გამოდის, რომ თქვენ გჯერათ, უცხო პლანეტების სახით დემონები კი არა, უცხო ცივილიზაციის ბინადარნი ევლინებიან კონტაქტორებს…

_ სხვა ცივილიზაცია რომ არსებობს, ეს ცხადია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მილიონობით დოლარს არ დახარჯავდნენ სპეციალური სამსახურების შექმნისთვის უცხოპლანეტელებთან კავშირის დასამყარებლად, გინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და გინდა, ყოფილ საბჭოთა კავშირში… გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, როცა პირველად გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხვა სამყაროდან იღებენ რადიოსიგნალებს, დიდი პოლემიკა გაჩაღდა, გეპასუხა თუ არა მათთვის. გადაწყდა, რომ ჩვენ არ შეგვეძლო, ხმა გაგვეცა, რადგან, ჯერ ერთი, სათანადო ტექნიკა არ გვქონდა და მეორეც, თუ ჯერ არ აღმოვუჩენივართ, უმჯობესი იქნება, თუ არ აღმოგვაჩენენ, რადგან, როგორც ჩანს, ისინი ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულები არიან და ჩვენ მხოლოდ ბაჭიების როლს შევასრულებთ მათ სამეცნიერო შრომებში. ახლა ხომ თანდათან ირკვევა, რომ ეს არის სპეციალური დანიშნულების ხომალდები. ერთი სიტყვით, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ვიღაცის მიერ არ იყოს მოწესრიგებული და სისტემაში მოყვანილი.

_ და ამ მოწესრიგებულ სისტემასა და სივრცეში თითქმის ყველა ადამიანს აინტერესებს თავის ხვალინდელი დღე და ამის შესაცნობად მიმართავს წინასწარმეტყველების ათას ფორმას. თქვენთვის თუ უწინასწარმეტყველებია ვინმეს მომავალი, აგცხადებიათ თუ არა მისი ნათქვამი?

_ კი მქონდა ასეთი შემთხვევა, ეს იყო 1989 წელს, 9 აპრილის ტრაგედია ახალი მომხდარი იყო, მეგობარი გადამეკიდა, ჩემთან სახლში ამოდი, საინტერესო პიროვნება უნდა გაგაცნოო. მისი სტუმარი პოლონელი იყო, საქართველოში კერძო მოწვევით იმყოფებოდა. ყველაფერი, რაც მან მითხრა, მისხალ-მისხალ დაემთხვა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. მითხრა ყველაფერი, რაც მელოდა რამდენიმე წლის მანძილზე, არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, არამედ ქვეყანაში. მითხრა, რა დაემართებოდა საქართველოს, რა მოხდებოდა რუსეთში, გამაფრთხილა, რომ სასიკვდილო ფათერაკი მემუქრებოდა და რა უნდა გამეკეთებინა, რომ ცოცხალი გადავრჩენილიყავი. რამდენიმე მოვლენა რომ ზუსტად აცხადდა, მერე მივყევი მის რჩევას. მით უფრო, რომ თვალწინ მყავდა ახლობელი ადამიანი, რომელზეც მან მითხრა, _ შენს მეგობარს ვურჩიე, რომ ჩემი ნათქვამი შეესრულებინა, მან არ დამიჯერა და ახლა სასიკვდილო სარეცელს არის მიჯაჭვულიო. მართლაც ასე იყო, მომაკვდავმა დაადასტურა მისი ნათქვამი და სამ კვირაში გარდაიცვალა. მას შემდეგ ის კაცი თვალით აღარ მინახავს, არადა მინდა ვუთხრა, რომ მისი ძალიან მადლობელი ვარ. დარწმუნებული ვარ, ამ წინასწარმეტყველის რჩევები რომ არ შემესრულებინა, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ის კაცი დიდი მეცნიერია.

_ ბატონო თემურ, თქვენს სპექტაკლში “მარადი ქმარი” ერთ-ერთ გმირს მოჩვენებები და აჩრდილები ეცხადებიან. რეალურად თუ გჯერათ აჩრდილების არსებობის?

_ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც თვითონ თუ არ შეემთხვა რამე, არ იჯერებს. რასაკვირველია, შესაძლოა, რომ ეს სუბსტანციები არსებობდეს. აჩრდილებსა და მოხეტიალე სულებზე არასდროს მიფიქრია, აი, სულის უკვდავების კი მინდა მჯეროდეს, უფრო მჯერა, ვიდრე არ მჯერა. ოღონდ, არ ვიცი რაში მდგომარეობს… სულის უკვდავება მე უფრო ყოფითად მესმის, როდესაც ადამიანი ისეთ სიყვარულსა და სითბოს დაგიტოვებს, რომ ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგაც კი გაძლევს სტიმულს.

_ ბატონო თემურ, აქცევთ თუ არა სიზმრებს ყურადღებას?

_ სიზმარში ნანახი ხშირად ამხდენია, არა პირდაპირ, მაგრამ დაახლოებით ვიცი, რა რას ნიშნავს, ჩემი შიფრი მაქვს, ბევრი შემთხვევა მახსოვს, როცა დიდი ხნის უნახავი ადამიანი დამსიზმრებია, რამდენიმე მათგანი ცოცხალი საერთოდ აღარ მგონებია და მეორე დღეს მინახავს. ბევრი რამ ვიცი სიზმრებზე, თუნდაც ფროიდის მიხედვით. წაკითხული მაქვს, როგორ მუშაობს ქვეცნობიერი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც არის რაღაც, რაც არსად არ წერია. სავალდებულო სულაც არ არის, ვიღაცაზე ფიქრობდე და ის გესიზმროს. მე ბევრს ვფიქრობდი მამაჩემზე, მაგრამ 5 წელი ისე გავიდა, არ დამსიზმრებია. უნდა ვიცოდეთ, რომელ დღეს, ღამის რომელ მონაკვეთში დაგვესიზმრა და კიდევ ბევრი სხვა. ისე, ძალიან მეშინია სიზმარში კბილის დაკარგვის. ერთხელ დამესიზმრა, თითქოს მთელი ქვედა ყბის კბილები დამძვრა. მეორე დღეს თეატრში რომ მივდიოდი, ერთ მსახიობს ვუამბე და ძალიან შეწუხდა, ეს რა მოგსვლიაო. დღის 3 საათზე მოულოდნელად ისე ცუდად გავხდი, ერთი თვე საავადმყოფოში ვიწექი. ბევრი რაღაც ემთხვევა, მაგრამ ყველა სიზმარი არ შეიძლება ახდეს.

_ ბატონო თემურ, როგორ ფიქრობთ, ჩვენი ბედი ჩვენს ხელთ არის, თუ ყველაფერი ზენაარისგან არის წინასწარ განსაზღვრული?

_ ძალიან მინდა ბედისწერისა მჯეროდეს, ხანდახან, როდესაც მეშინია, თავს ვირწმუნებ, ნუ გეშინია, ბედისწერაა, რაც მოსახდენია, ის მოხდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ჩვენ სურვილებს არ ემორჩილება ბედისწერა, ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ის, რაც არ მოსწონს. მახსოვს, ერთი ჩემი კოლეგა, პოლონელი რეჟისორი სადღაც არაბეთის ქვეყანაში უნდა გაფრენილიყო, გასტროლები ჰქონდა და სურდა, ის ადგილები წინასწარ ენახა, ბილეთი აიღო, მაგრამ ღამე სიზმარში ნახა, რომ თვითმფრინავში დაიღუპებოდა. მთელი დღე ირბინა, ბილეთი გადაცვალა და სხვა დღეს გაფრინდა, მაგრამ მაინც თვითმფრინავში დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ბედი გაწერილია, ეს არ უნდა გადაიქცეს პასიურობად. სერგო ზაქარიაძე ამბობდა, თეატრში ყველას ცხოვრებაში ჩამოიქროლებს რაში, ოღონდ უნდა მიხვდე, რომ ეს შენი მომენტია და ნახტომი თავის დროზე უნდა გააკეთოო. ხანდახან პროვოკაციული აზრებიც მომდის. ბედისწერას იმას ხომ არ ვეძახით, როცა რაიმე ვერ აგვიხსნია, თავს ვიცავთ, მე არა, ბედისწერაა დამნაშავეო, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

_ ბატონო თემურ, ამბობენ, რომ ბევრ რეჟისორს აქვს თავისი ახირება, რის გარეშეც უჭირს რეპეტიციის ჩატარება.

_ რეპეტიციების დროს ყოველთვის ხელში მიჭირავს გასაღები, გასაღები რომ წამართვან, ვერაფრით ჩავატარებ რეპეტიციას. ახალგაზრდობიდან ყველა ახალ სპექტაკლს სამშაბათ დღეს ვიწყებ, ჰოროსკოპში წავიკითხე, რომ სამშაბათი ღრიანკალების დღეა, რკინა კი ღრიანკალს ენერგიას მატებს. ყოველთვის ვცდილობ, ვინმეს ისეთი რამე არ ვუთხრა, რითაც გულს ვატკენ, რადგან მაგიურად მოქმედებს ჩემზე სითბო და გულთბილ ადამიანებთან ურთიერთობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ქილერთან” ხელმოწერილი კონტრაქტი უკვე მეცხრე წელია მოქმედებაშია” – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„კობახიძეს და ოხანაშვილს ახლა ჰგონიათ, თუ ხელისუფლებას ჩამოშორდებიან, პირველივე ხეზე ჩამოკიდებენ…“ – გია ხუხაშვილი

17:52 06-26-2022
“მაგთიკომს მომხმარებლები უჩივიან – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში?
ახალი ამბები

“მაგთიკომს მომხმარებლები უჩივიან – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში?

16:55 06-25-2022
„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების სია – ის, რაც მათ ჰქონდათ და სხვებს ართმევენ
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების სია – ის, რაც მათ ჰქონდათ და სხვებს ართმევენ

23:33 06-24-2022
“საგანგაშოდ მივიჩნევთ… გწერთ, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება… მთავრობის პასუხისმგებლობა…” – 25 საელჩოს წერილი პრემიერს და 3 მინისტრს
ახალი ამბები

რა იყო ღარიბაშვილის ცვლილების მიზეზი, რას შეიძლება აპირებდეს ივანიშვილი და რა გზა დაუტოვა ხელისუფლებამ ხალხს?

20:54 06-24-2022

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ძველი  ავტომანქანის ჩაბარებისა და ახლის შეძენის მსურველ მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებულ პროექტებს სთავაზობს
ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ძველი ავტომანქანის ჩაბარებისა და ახლის შეძენის მსურველ მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებულ პროექტებს სთავაზობს

11:40 06-27-2022
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის

17:33 06-23-2022
“პაციენტსა და ექიმს შორის კავშირი და ნდობა, მთავარია მკურნალობისას” – რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 15 წლის მოზარდს ჩაუტარდა
ახალი ამბები

“პაციენტსა და ექიმს შორის კავშირი და ნდობა, მთავარია მკურნალობისას” – რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 15 წლის მოზარდს ჩაუტარდა

17:24 06-22-2022
გარემოს დაცვის მინისტრი  „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის  ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო
ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრი „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო

15:23 06-22-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved