• რეკლამა
  • კონტაქტი
13:49, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ მთავრობას იმსახურებს ქართველი ხალხი? – სენატორებმა ჯონსონმა, შაჰინმა და რიშმა საქართველოზე რეზოლუცია სენატს გაუგზავნეს

ალია ავტორი - ალია
20:38 04-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

სენატში რეზოლუცია შევიდა, რომელიც საქართველში 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს. რეზოლუციის სპონსორები სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი სენატორი რონ ჯონსონია. მასთან ერთად რეზოლუციას სპონსორობას ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში უწევენ.

რეზოლუცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულებას უჭერს მხარს. ის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ორპარტიულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და ქვეყანას სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.

ამის შესასრულებლად, სენატორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ მუშაობა დაყოვნების გარეშე განაახლოს.

„ჩვენ მოხარულები ვართ იმით, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, შემოწმებისა და ბალანსის სისტემას და პოლიტიკურ ჩართულობას. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ საჭირო საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც უკეთესად ფუნქციონირებად დემოკრატიის შექმნას დაეხმარება“, განაცხადა სენატორმა ჯონსონმა.

რეზოლუციის ტექსტის შემუშავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სენატორმა შაჰინმაც.

“მეამაყება შევუერთდე სენატორებს ჯონსონს და რიშს სენატისთვის იმის მოწოდებაში, რომ [სრულმა სენატორმა] მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ ამ კვირის დასაწყისში ჩიხური მდგომარეობის დასასრულებლად მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებას. მინდა საქართველოს მივულოცო ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მძიმე მუშაობა ახლა იწყება. რეზოლუცია ასახავს ჩვენს ერთგულებას საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, და ასახავს მოლოდინს, რომ საქართველო სრულად შეასრულებს შეთანხმების პირობებს დემოკრატიის წარმატებისთვის“, განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

მან ასევე დასძინა, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იმუშავებს ისეთ მწვავე მიმდინარე საკითხებზე, როგორიცაა მძიმე ეკონომიკური სიტუაცია და კოვიდ-19-ის პანდემია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს ფართო მასშტაბების შედეგები აქვს რეგიონში და მსოფლიოს გარშემო დემოკრატიის მდგომარეობაზე და ჩვენ მზად ვართ მის მთავრობას და მის ხალხს დავეხმაროთ მოქნილი დემოკრატიის აშენებაში“.

რეზოლუციის ტექსტის სრული სენატისთვის გაგზავნის შემდეგ განცხადება სენატორმა ჯიმ რიშმაც გააკეთა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ახლა კი მისი უფროსი რესპუბლიკელი წევრია. მისი თქმით, „პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება, რომელის საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის დაიდო, კიდეც ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმ პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა გრძელდება.

მე აქამდეც ვთქვი, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს და ორივე მხარე უნდა შევაქოთ მათი ლიდერობისა და სიმამაცისთვის, რომლითაც ამ კომპრომისისთვის იმუშავეს ყველა ქართველის საკეთილდღეოდ, მაგრამ ჯერ ბევრი საქმეა დარჩენილი იმისთვის, რომ პოლიტიკური ნდობა და ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული საქართველო აღდგეს“.

საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღების ინიციატივით ერთი თვის წინ სენატორი რონ ჯონსონი გამოვიდა. მან ეს იდეა სენატში 23 მარტს გამართულ მოსმენაზე გააჟღერა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ჩვენებებს ისმენდნენ საქართველოს დემოკრატიის ხარისხზე. მოსმენის დამთავრებისთანავე, “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარებში სენატორებამ შაჰინმა და რიშმა რეზოლუციის მხარდაჭრაზე მზაობა გამოთქვეს.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025

ბიზნესი

მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება
ახალი ამბები

მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

13:22 05-14-2025
მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved