• რეკლამა
  • კონტაქტი
13:12, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ მოვემზადოთ წინასწარ და რა უნდა გავაკეთოთ აფეთქებიდან პირველ 10 წუთში” – მარშანია

"პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომარანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს თუმცა არსებული ინტერესის გათვალისწინებით გადავწვიტე ამაზეც დამეწერა."

ალია ავტორი - ალია
17:34 10-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
363
ექიმი არჩილ მარშანია:
☢️ბირთვული აფეთქება
გასაგები მიზეზების გამო, ბოლო ხანებში მოხშირდა ბირთვულ საფრთხეებზე საუბარი და პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ❗️არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს❗️ თუმცა არსებული ინტერესის გათვალისწინებით გადავწვიტე ამაზეც დამეწერა.
ვისაც გაინტერესებთ გაგაცნობთ რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომისიის (ICRP) რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ბირთვული აფეთქების შემთხვევაში:
➡️აფეთქებიდან პირველი 10 წთ:
❌️არ დარჩეთ გარეთ ან ავტომობილში.
✅️საუკეთესო თავდაცვა და ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის დახურულ შენობაში შესვლა
✅️შენობაში უნდა გადაინაცვლოთ ცენტრალურ ნაწილში (კედლებიდან და ფანჯრებიდან მაქსიმალურად მოშორებით), საუკეთესო შემთხვევაში კი სარდაფში.
✅️მიწისქვეშა პარკინგები და მეტროც კარგი ალტერნატივა შეიძლება აღმოჩნდეს ამ დროს.
თუ იმყოფებით ავტომობილში და ახლომახლო შენობა არ არის, გადადით გზიდან უსაფრთხოდ, ამოეფარეთ გზის შემაღლებულ ნაწილს ან შედით ხიდის/გადასასვლელი გზის ქვეშ.
➡️აფეთქებიდან პირველი 24 სთ:
✅️თუ ფიქრობთ რომ რადიაციული ნარჩენებთან გქონდათ შეხება, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა მოიშოროთ, თუ გყავთ შინაური ცხოველი და ფიქრობთ რომ მათაც ქონდათ შეხება, მათი გასუფთავება უნდა მოხდეს განცალკევებულ ოთახში.
გასუფთავების (დეკონტამინაციის) დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლიკებზე:
1 – https://www.cdc.gov/…/infographics/decontamination.html
2 – https://www.youtube.com/watch?v=X8988d1zgDk
✅️ჩართეთ საინფორმაციო წყარო, ტელევიზია/რადიო და მოისმინეთ ინფორმაცია.
ინსტრუქცია მიიღეთ მხოლოდ ოფიციალური(!) (საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადების კონტროლის ცენტრი, შსს და ა.შ.) წყაროებიდან და მიყევით მათ.
❌️არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ევაკუაცია და გადაადგილება თვითნებურად, ნუ მოუსმენთ სხვადასხვა არაოფიციალურ პირებს თუ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, დარჩით დაცულ ადგილას 12 – 24 საათის განმავლობაში და არ დატოვოთ შენობა თუ რაიმე გადაუდებელი სასიცოცხლო საფრთხე არ გემუქრებათ.
➡️ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა საფრთხეებს შეიცავს ბირთვული აფეთქება:
▪️ძლიერი ნათება – რომელსაც შეუძლია დრობითი მხედველობის გაუარესება შესაძლოა იყოს ბირთვული აფეთქების მანიშნებელი და შესაძლოა განვითარდეს 10 კმ მოშორებით აფეთქების ადგილიდან;
▪️სითბური დარტყმა – მოსდევს ძლიერ ნათებას, მაღალი ტემპერატურის აირების გამოდევნა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კანის დამწვრობა, თვალების დაზიანება, სხვადასხვა ნივთების აალება, შესაძლოა გავრცელდეს აფეთქების ადგლიდან რამდენიმე კმ-ში;
▪️დარტყმითი ტალღა – აზიანებს ახლომდებარე შენობებს და შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა ფრაგმენტების გავრცელება, აფეთქებიდან რამდენიმე კილომეტრში;
▪️პირველადი რადიაცია – აფეთქებიდან რამდენიმე კმ-ში შეუძლია გამოიწვიოს დაზიანება და სიკვდილიც კი;
▪️ნარჩენი რადიაცია – აფეთქების შემდეგ, რადიაციული ნარჩენები ერევა მტვერს, ხდება მისი ატმოსფეროში გაფანტვა და შემდეგ მისი უკან, მიწისკენ დაბრუნება, რასაც დაახლებით 10 წთ (ან მეტი) სჭირდება.
ნარჩენი რადიაცია ყველაზე საშიშია აფეთქებიდან 10 კმ-ს რადიუსში და პირველ რამდენიმე საათში;
▪️ელექტრომაგნიტური ტალღა – დამატებითი ზიანი შეიძლება განვითარდეს ტელეკომუნიკაციების დაზიანება, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ინფორმაციის მიღებისთვის ვეცადოთ/თვალყური ვადევნოთ და გამოვიყენოთ ყველანაირი წყარო, ტელევიზია, ინტერნეტი, რადიო FM/AM
➡️როგორ შეიძლება მოვემზადოთ წინასწარ:
✅️წინასწარ განსაზღვრეთ თავშესაფრის ადგილმდებარეობა (შენობის ცენტრალური ნაწილი/სარდაფი), იქნება ეს თქვენი სახლი, მეტრო, დიდი შენობები თუ სხვა;
✅️გქონდეთ პირველადი საჭიროების ნივთები, ფანარი, ელემენტები, სამედიცინო ჩანთა, ნიღბები, ტანსაცმელი, საკვები, წყალი (დეტალური სიის ერთ-ერთი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://www.ready.gov/kit );
✅️გაიარეთ პირველადი დახმარების ტრენინგები ორ წელიწადში ერთხელ;
✅️არ იქნება ურიგო წინასწარ შემუშავებული გეგმის ქონაც, რომელსაც შეუთანხმებთ თქვენს ოჯახის წევრებს და ახლო მეგობრებს.
❗️კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ არ არსებობს პანიკის საფუძველი, უბრალოდ წინასწარი მზაობა და ცოდნა ყოველთვის კარგი იდეაა.
?
ჯანმრთელობას გისურვებთ ❤
თეგები: არჩილ მარშანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved