• რეკლამა
  • კონტაქტი
10:49, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორ ლაპარაკობს ჩვენი პრემიერ-მინისტრი და რანაირად იქცევა, თავის მომჭრელად…“ – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:26 03-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

თავისმომჭრელ რაღაცებს ლაპარაკობს ღარიბაშვილი, როცა შეუძლია, რომ არ თქვას, ვინმე გექაჩება ენაზე და გეუბნება დაასანქცირე რუსეთიო?, – ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

მისივე თქმით, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეს არ არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის რუსეთისთვის „კუდის ქიცინი“ და ამ „კუდის ქიცინს“ უნდა მოვეშვათ.

„ჩვენმა მთავრობამაც გამოყოს ამ ჩირგვებიდან თავი, ჩვენც ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ მოვითხოვთ, ჩვენ არ დავავიწყდეთ არავის, ჩვენ სისხლზე და ჩვენ ნგრევაზეც გადაიარა ყველაფერმა ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ამ შარში გავეხვიეთ. მიუხედავად იმისა როგორ ლაპარაკობს ჩვენი პრემიერ-მინისტრი და რანაირად იქცევა, თავის მომჭრელად, ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ იმას, რომ ევროკავშირშიც დაჩქარებულად მიგვიღონ და არ დავავიწყდეთ არავის.

სალომე ზურაბიშვილზე ბოლო დროს ისეთი შეცვლილია, მაქვს აზრი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერთადერთი პოლიტიკოსია მგონი, ამ ქვეყანაში. სახელმწიფოებრივად უყურებს და ძალიან სწორია, რომ წასულია საფრანგეთში და მაკრონს ხვდება და არ ლაპარაკობს სულ მცირე ისეთ სამარცხვინო რაღაცებს, რასაც ლაპარაკობს ღარიბაშვილი, თავის მომჭრელ რაღაცებს, როცა შეუძლია, რომ არ თქვას, მაინც იძახის ისეთ სისულელეებს, ვინმე გექაჩება ენაზე და გეუბნება დაასანქცირე რუსეთიო?

ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების საკითხი უნდა დავსვათ ძალიან კატეგორიულად, რაღაც ბოდიალს მოეშვას ღარიბაშვილი და ცოტა სახელმწიფოებრივად იაზროვნოს. არის სიფრთხილე და არის ასეთი თავის მომჭრელი საქციელი. სიფრთხილის მესმის, ლომის ხახაში შეყოფილი გვაქვს თავი, ორი უშველებელი ბაზაა სამაჩაბლოში და აფხაზეთში, მაგრამ ასეთი სისულელეები უნდა ილაპარაკო და აკეთო? ეს არ არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის რუსეთისთვის კუდის ქიცინი და ამ კუდის ქიცინს უნდა მოვეშვათ.

ორი რუსეთი არა ისა კიდე, შაშკვლავი, ბოროტი ხალხი ცხოვრობს, 80% მხარს უჭერს უკრაინის დაბომბვას და ომს. ეს არის ბოროტი ხალხი და სახელმწიფო. ერთადერთი ენა ესმის ჩამოგდებული თვითმფრინავები, დამწვარი ტანკები, დახოცილი ოფიცრები და ჯარისკაცები, აი, ეს ენა ესმით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved