• რეკლამა
  • კონტაქტი
22:07, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ხდება ბროლის არჩევა? – კატარაქტის სიმპტომები და მკურნალობის გზები

ალია ავტორი - ალია
14:45 08-08-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
443

კატარაქტა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, გარდა ტრამვებისა, მას იწვევს სხვადასხვა როგორც ოფთალმოლოგიური, ასევე არაოფთალმოლოგიური დაავადება, მაგალითად: დიაბეტი, ასევე იგი შესაძლოა გამოიწვიოს ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, ტოქსიკურმა ნივთიერებებმა და ასაკმა. საბედნიეროდ, მედიცინა დღეს არ არის უძლური კატარაქტის წინაშე, მთავარია დროულად მიმართოთ სპეციალისტს, აარჩიოთ კლინიკა, რომელიც მაღალტექნოლოგიური აპარატებით იკვლევს და მკურნალობს აღნიშნულ დაავადებას. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, რათა არ დაამძიმოთ თვალის მდგომარეობა.

მკურნალობის რა მეთოდია ოპტიმალური, როგორ ხდება ბროლის არჩევა და რაც ყველაზე მთავარია, რომელი სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ სასწრაფოდ ოფთალმოლოგს – ამ და სხვა კითხვებზე “ალიას” უპასუხა მედიცინის დოქტორმა, ოფთალმოლოგმა, ოფთალმოქირუეგმა – მარიამ გოლოვაჩოვამ.

მარიამ გოლოვაჩოვას აქვს 16 წლიანი პროფესიული გამოცდილება, 17 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორია. იგი ასევე, არის ევროპის გლაუკომის ასოციაციის წევრი (EGS). მისი სპეციალიზაციაა ზოგადი ოფთალმოლოგია, გლაუკომა, რეფრაქციული ქირურგია, რქოვანის ქირურგია (კერატოკონუსი: ქროსლინქინგი, ინტრასტრომალური რკალების გადანერგვა რქოვანაში), ლაზერული ქირურგია (ARGON, YAG LASER), ურგენტული ქირურგია

 – რა არის კატარაქტა? 

– კატარაქტა არის თვალის გამჭვირვალე ნაწილის, ბროლის, ნაწილობრივი ან სრული შემღვრევა,  რის გამოც  ხდება თვალში შემავალი სინათლის სხივების შეღწევის შეფერხება და ისინი ვეღარ ფოკუსირდება ბადურაზე, შედეგად ვითარდება მხედველობის დაქვეითება.

კატარაქტა შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტიპის, თუმცა, ძირითადად იგი თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებად იყოფა. შეძენილი კატარაქტა შესაძლოა ასოცირებული იყოს სხვადასხვა ზოგად დაავადებასთან, მათ შორის ოფთალმოლოგიურ დაავადებებთან და ოპერაციებთან, ხშირია მეტაბოლური დარღვევებით გამოწვეული (დიაბეტური კატარაქტა), დასხივებით გამოწვეული (ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება), ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად,  ტრავმული, ასაკობრივი ანუ ხანდაზმულთა კატარაქტა.

– რა ასაკიდან გვხვდება ხანდაზმულთა კატარაქტა?

– ხანდაზმულთა კატარაქტა ძირითადად ვლინდება 60 წლის ზემოთ, თუმცა ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, აღინიშნება დაავადების გაახალგაზრდავება. ასაკობრივი კატარაქტის პრევენცია არ არსებობს. მკურნალობა კი მხოლოდ ქირურგიულია.

– როგორია მისი სიმპტომები საწყის და მომდევნო ეტაპებზე?

– კატარაქტის სიმპტომები განსხვავდება დაწყებით და შორსწასულ სტადიებზე, თავდაპირველად, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:

  • მხედველობის დაბინდვა შორ და ახლო მანძილზე;
  • ღამით მხედველობის გაუარესება;
  • მგრძნობელობის მომატება შუქზე;
  • განათების მომატების საჭიროება კითხვისას,  თითქოს არ ყოფნის განათება;
  • ჰალოები სინათლის წყაროს გარშემო;
  • სათვალის ან ლინზის ხშირი შეცვლის საჭიროება; 
  • ფერების სიმკვეთრის შეცვლა, მოყვითალო ფერში აღქმა;
  • მხედველობის გაორება;
  • ცენტრალური კატარაქტის დროს მზეში მხედველობის დაქვეითება, საღამოს საათებში გაუმჯობესება;
  • საკითხავი სათვალის გარეშე კითხვა 55 წლის ზემოთ, შორს მხედველობის გაუარესება. 

შორსწასულ სტადიაზე მხედველობა შესაძლოა მხედველობა დაქვეითდეს სინათლის შეგრძნების აღქმამდე. პაციენტმა ოფთალმოლოგს უნდა მიმართოს ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე.

– რა რისკები ახლავს დაგვიანებულ დიაგნოსტირებას და მკურნალობას?

– დაგვიანებულ ანუ შორსწასულ სტადიაზე იქმნება პრობლემები როგორც წინასაოპერაციო კვლევებზე ბროლის გამოთვლისთვის, ასევე ინტრაოპერაციულად.  დროულად ჩატარებული ქირურგიული ჩარევა უფრო მარტივია როგორც ქირურგისთვის, ისე პაციენტისთვის. ე.წ. “მწიფე” კატარაქტის ფაკოემულისიფიკაციისთვის საჭიროა მეტი ულტრაბგერის გამოყენება, რაც
მოითხოვს მეტ დროს და შესაბამისად ქსოვილებზე ზემოქმედება იზრდება, შედეგად ხდება პოსტოპერაციული რეაბილიტაციური პროცესის გახანგრძლივებაც. სწორედ ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის დროული დაწყება.

– მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში?

– კატარაქტის ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე, არის უმტკივნეულო, გრძელდება 10-15 წუთი.  პროცედურა – ფაკოემულსიფიკაცია სრულდება თანამედროვე ულტრაბგერითი მოწყობილობის საშუალებით, რქოვანაზე კეთდება 2 მმ-მდე ზომის განაკვეთი, რაც არ საჭიროებს ნაკერების დადებას

– რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაციის პერიოდი?

– კატარაქტის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია მარტივია. ოპერაციიდან 2-3 კვირის განმავლობაში პაციენტი უნდა მოერიდოს  აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას და მტვრიან გარემოს. ფაქტობრივად, ოპერაციის მეორე დღესვე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

– როგორ ხდება ბროლის შერჩევა?

– „ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით თითოეული პაციენტისთვის ხდება ბროლის ინდივიდუალური შერჩევა, პაციენტის მოთხოვნების და სურვილების გათვალისწინებით. პრემიუმ ხარისხის ბროლების საშუალებით შესაძლებელია მხედველობის ფოკუსირება სხვადასხვა მანძილზე. მათი მეშვეობით პაციენტს არ ესაჭიროება კითხვისთვის, კომპიუტერისთვის და ხედვისთვის.  პრემიუმ ხარისხის ბროლებით ასევე შესაძლებელია არსებული თანდაყოლილი ასტიგმატიზმის კორექცია, რაც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ კატარაქტამდე არსებულზე უკეთესი მხედველობა. რა თქმა უნდა, საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტს არ აღენიშნება სხვა თანმხლები ოკულარული პათოლოგიები.

– და ბოლოს, გვიამბეთ, რატომ გადაწყვიტეთ  ექიმობა? ვიცი, დიდი შრომა გიწევთ, თან ოფთალმოლოგია ყოველწლიურად ვითარდება და სწავლაც გიწევთ, ცხადია,  სიახლეების და რა არის ყველაზე დიდი დადებითი თქვენი პროფესიის, რაც ამ შრომას და მუდმივად სწავლას აკომპენსირებს?

– ჩემს დიდი ბებიას დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი და როდესაც ჩამოვიდნენ საქართველოში, კახეთის რეგიონში იყო პირველი დიპლომირებული ექიმი.  ბაბუაც გახლდათ ექიმი, ტრადიცია გააგრძელა მამამ და გახლავთ ოფთალმოლოგი, დედა არის სტომატოლოგი. მე და ჩემმა დამ გავაგრძელეთ ჩვენი ოჯახური ისტორია და ასევე ავირჩიეთ სამედიცინო სფერო, თუმცა, არჩევანი ბუნებრივად გავაკეთეთ, იმდენად ორგანულია ეს პროფესია ჩვენს ოჯახში. არ ჩავრეულვარ ჩემი შვილის არჩევანში და ისიც სწავლობს ჰაიდელბერგის  უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე. ნებისმიერი პროფესია მოითხოვს მუდმივ განვითარებას და სწავლას, თუმცა მედიცინა მეტად გამოირჩევა ამ მოთხოვნით.

ექიმის პროფესია დაფასებულია გამოჯანმრთელებული პაციენტების დადებითი ემოციებით და მუხტით, რაც გვაძლევს მოტივაციას, ძალას და სურვილს მუდმივად განვვითარდეთ და დავამარცხოთ ისეთი დაავადებები, რომლებიც იწვევენ ჩვენი პაციენტების ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved