• რეკლამა
  • კონტაქტი
13:21, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

ალია ავტორი - ალია
15:09 02-23-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,010

ზოგი თვლის რომ ინგლისური ენის სწავლა ადვილია და ზოგი კი წუწუნებს, რომ – რთული, მაგრამ ორივე მხარე თანხმდება, რომ ეს ენა საჭიროა. მეტიც, ხუმრობაც გვაქვს უკვე ასეთი: –სკოლის პერიოდში ვმსჯელობდით ფიზიკა უფრო გამოგვადგებოდა, ქიმია, თუ ბიოლოგია და შემდეგ, მოულოდნელად, ცხოვრებამ გვკითხა – Do you speak English? – და აღმოჩნდა, რომ ამ კითხვას თუ ვერ პასუხობ დადებითად, არაერთი კარია შენთვის ჩაკეტილი. 

სათაური ცოტა არ იყოს პროვოკაციული მოგეჩვენა, ალბათ და სავარაუდოდ, ფიქრობ რომ გატყუებ, აბა, ათასობით სიტყვას როგორ ისწავლი 10 წუთში, ხომ? ნუ უკვე 9,30 წუთში.

ყველას გეყოლებათ ოჯახში, ან საახლობლოში პირი, რომელმაც საერთოდ არ იცის ინგლისური და Do you speak English? – რას ნიშნავს უნდა უთარგმნო, ის მეთოდები, რასაც ქვემოთ გთავაზობთ, გააცანით და თავად დარწმუნდებით რა სწარაფად აუღებს ალღოს და რამდენი სიტყვა ეცოდინება ინგლისურად.

არაფერი ზესაიდუმლო, ან ხრიკები, არანაირი შელოცვა და ყვავის ფრთის ნახარშები, არანაირი უცხოპლანეტელები ან ბიოდენები – ეს მხოლოდ მეცნიერებაა, უკვე შემუშავებული ფორმულებით. დღეს 10 ფორმას გასწავლი. 

ლათინური ან ბერძნული ძირის მქონე სიტყვები გვხვდებიან როგორც ქართულში, ასევე ინგლისურში და სხვა არაერთ ენაში. მაგრამ ამჯერად, მოდი, მხოლოდ ქართულსა და ინგლისურზე ვისაუბრებ. ფუძე ამ სიტყვებს ორივე ენაში ერთი და იგივე რჩება.

1.დაბოლოება – „ცია“, ამ სიტყვების ფუძე ინგლისურში იგივეა, ხოლო ციას ნაცვლად იქ გვხვდება უკვე – tion

ინფორმაცია – Information

კონსტიტუცია – Constitution

პოზიცია – Position

2. დაბოლოება “გია” – ფუძე უცვლელი და ინგლისურ ენაში დაბოლოებით “gy”. ამ დაბოლოებით უმეტესად ბერძნული წარმოშობის სიტყვები გვხვდება:

ბიოლოგია – Biology

ფსიქოლოგია – Psychology

ანთროპოლოგია – Anthropology

ტექნოლოგია – Technology

3. დაბოლოება „რია“, ინგლისურ ენაში დაბოლოებით “ry”

გეომეტრია – Geometry

4, დაბოლოება „ტია“, ინგლისურ ენაში დაბოლოებით “ty”, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, ინგლისურ ენაში t-c-(ს) გადაიქცევა, როგორც მაგალითად:

დემოკრატია – Democracy

5. დაბოლოება „ზია“ და „სია“ – ინგლისურ ენაში დაბოლოებით – “sion”, ერთი შეხედვით ეს ჯგუფი ძალიან ჰგავს „ციას“, მაგრამ განსხვავდება ჟღერადობის სირბილით.

ილუზია – Illusion

ტელევიზია – Television

პენსია – Version

ვერსია – Pension

6, დაბოლოება „იკა“, ინგლისურ ენაში „ics“, უმეტესად მეცნიერებაში გხვდება და უმეტესად ბერძნული ფუძის სიტყვებია. ინლისურ ენაში “s”-თი სრულდება, როგორც მრავლობითი რიცხვის მქონე ფორმება, მაგრამ მხოლობითში იგულისხმება:

ფიზიკა – Physics

პოლიტიკა –  Politics

მათემატიკა – Mathematics

ეკონომიკა – Economics

7. დაბოლოება „ური“, ინგლისურ ენაში კი – “al” – ეს ძალიან ვრცელი ჯგუფია, რადგან არაერთი ზედსართავი სახელი გვხვდება ქართულში ამ დაბოლოებით:

მუსიკალური – Musical

ვიზუალური – Visual

პროფესიონალური – Professional

8. დაბოლოება „იზმი“, ინგლისურ ენაში დაბოლოებით „ism“

რეალიზმი – Realism

ტურიზმი – Tourism

ოპტიმიზმი – Optimism

9. დაბოლოებები „ტორ“ და „სორ“ – ინგლისურ ენაში დაბოლოებებით – „tor” და “sor”

პროფესორი – Professor

ინსპექტორი – Inspector

10. დაბოლოება „ტაცია“ – საკმაოდ დიდი ჯგური, ინგლისურში ის თითქმის ყოველთვის “tation” დაბოლოებით გვხვდება.

პრეზენტაცია – Presentation

რეპუტაცია – Reputation

რეგისტრაცია – Registration

მაინც რამდენია ასეთი მსგავსი სიტყვები ამ ორ ენას შორის და რატომ 7 000–ზე მეტი?

5000–ზე მეტი სიტყვა ლათინურიდაც და ბერძნულიდანაა ნასესხები, ე,წ, აკადემიური ლექსიკონის სიტყვები. 1000–ზე მეტი სიტყვა ტექნოლოგიებთან ერთად შემოვიდა ენაში და განაგრძოს შემოსვლას, რამდენიმე ისეთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც უკვე წლებია შემოსულია და ყველამ იცის:

კომპიუტერი (Computer)

პრინტერი (Printer)

მარკეტინგი (Marketing)

ონლაინი (Online)

აღარაფერს ვამბობს სიტყვებზე, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე შემოვიდნენ ენაში, თუნდაც, ბუღალტერიაშია, მედიცინაში და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. და ბოლოს, შედარებით მცირე, მაგრამ არის სიტყვები ინდოევროპული ძირით და იმდენად დიდი ხანია დამკვიდრებულია ორივე ენაში, რომ შესისხლხორცდა უკვე.

შესაბამისად, როცა თავში გითხარი რომ 10 წუთში 7 000 სიტყვას ისწავლიდი, მთლად ბოლომდე გულწრფელი არ ვიყავი, 7 ათასზე ბევრად მეტია უკვე ასეთი სიტყვები ორთავე ენაში.

7 ათასი სიტყვა ენისთვის ცოტა არ არის, ცხადია, მაგრამ არც ისე ბევრია, თუმცა, ყველა ამ დაბოლოებას თუ ისწავლი, რაც ზემოთაა ჩამოწერილი, პრაქტიკულად, აზრს იგებ ინგლისური წინადადებიან, თითქოს, შეგრძნება გიჩნდება, რომ ბევრი იცი და ეს ასეცაა, რადგან ინგლისური ენის ლექსიკის 65 და მეტი პროცენტი ლათიკური და ფრანგული წარმოშობის სიტყვებია და რაკი ქართულის ლათინურზე დაფუძნებული ტერმინოლოგიითაა წარმოდგენილია, გამოდის, ქართულის და ინგლისურის ლექსიკა თანხვედრაშია საკმაოდ დიდი დოზით.  

გამონაკლისები:

იცოდი, რომ რამდენიმე ხაფანგიც გხვდება ინგლისური ენის სწავლისას?

მაგალითად – გესმის სიტყვა Fabric და გგონია ქართულად ფაბრიკას ნიშნავს, არადა, მისი თარგამანია ქსოვილი. 

ან სიტყვა Actual – უმრავლესობა თვლის, რომ ეს ნიშნავს აქტუალურს და ნურას უკაცრავად, არა, ის ითარგმნება როგორც რეალური, ფაქტობრივი.

ბოდიში და თავში რომ არ აგივარდეთ, მეგობრებო, კარგია 7 ათასი სიტყვა, მაგრამ არა საკმარისი, განსაკუთრებით ქართველისთვის, იმისთვის, ვინც ჯერ ქართულად ფიქრობს და მერე ამბობს ინგლისურად, რადგან ქართული ენის ლექსიკა დიდია და ის ბლომად შეიცავს უნიკალურ სიტყვებს, რომლებიც საერთოდ არაფრით ჰგავს ინგლისურს, მაგალითად,

ბუნების და სტიქიის აღმნიშვნელი სიტყვები: წყალი Water, მზე – Sun, ცა – Sky

ოჯახის და ნათესაობის აღმნიშვნელი სიტყვები:  შვილი Child, და – Sister. ძმა – Brother

სხეულის ნაწილების აღმნიშვნელი სიტყვები – თვალი – Eye, გული – Heart, თავი – Head

სამზარეულო – რძე – Milk, დანა – Knife, კოვზი – Spoon, პური – Bread.

და საერთოდაც არსებობს სიტყვები, რომლებიც ინგლისურად არც კი ითარგმნება – მაგალითად, შემომეჭამა, შემომეხარჯა…

შესაბამისად, ქართული ენის ბაზისი რაკი უნიკალურია, ბოდიში, მაგრამ დანარჩენი სიტყვების  სწავლა მოგიწევთ, რას ვიზამთ.

რა არის საჭირო ინგლისური ენის სწრაფად სასწავლად?

  1. იცოდე ქართული ენა კარგად. რადგან თუ შენ კარგად იცი ქართული ენა და დაისწავლი იმ რამდენიმე ფორმულას, რაც ზემოთ ჩამოვწერე, შენ ინგლისურის B1 –დონის ლექსიკის 50 პროცენტზე მეტს ფლობ. დანარჩენი კი უნდა დაჯდე და ისწავლო, თუმცა, 7 000 სიტყვიანი ფორა ცოტა ნამდვილად არ არის და პრაქტიკულად წელგამართული იწყებ პირველივე გაკვეთილს.
  2. მეორე და უმნიშვნელოვანესია სწავლის პროგრამა – მაგალითად, სიტყვები გარდა დაბოლოების მიხედვით დანაწილებისა, კარგია თუ დანაწილდება საქმიანობების, სფეროების მიხედვით. არაერთი პრაქტიკა არსებობს, იმის მიხედვით, რა დონეზე გსურს ენის სწავლა, შესაბამისად, მთავარია პროფესიონალი მასწავლებელი, რომელიც სწორედ იმ პროგრამას შეგირჩევს, რომლითაც, ზუსტად იმას ისწავლი რაც გინდა და ყველაზე სწრაფ დროში.

სულ ესაა, რაც ინგლისურის სასწავლებლად გჭირდება. ადრე, წლების წინ, მასწავლებლის პოვნა იყო მესამე პრობლემა, მაგრამ საბედნიეროდ ახლა ასე აღარაა და ინგლისური ენის სწავლა თუ გსურს, უზარმაზარი ბაზაა, საკმარისია, ინგლისურის მასწავლებელი მოითხოვო და – რომელ ქალაქში გინდა, რომელ საათებში, რა დღეებში, რა ენაზე, ინდივიდუალურად, თუ ჯგუფურად, პირისპირ თუ ონლაინ, სამედიცინო და იურიდიული ინგლისური გინდა, თუ სასაუბრო, იქნებ, სრულფასოვნად გინდა სწავლა? – ყველაფერი ერთ სივრცეშია, ყველას თავისი რეკომენდაცია აქვს, იმ ადამიანების, ვინც უკვე გაიარა მათი კურსი, ყველა პროფესიონალია და ისღა დაგრჩენია აარჩიო.

ადრე, როცა წყალი არ იყო სახლში შეყვანილი, ჭებიდან ამოჰქონდათ წყალი, ან ეზოში იყო ონკანი, თბილისში სულაც, მტკვარზე დადიოდნენ სარეცხის გასარეცხად ქალები – ხოდა, წარმოიდგინეთ, რამხელა კომფორტია ახლა ერთ სივრცეში რომ გვაქვს ონკანი, თუ სარეცხის მანქანა, გრილი თუ მიკროტალღური, – დაახლოებით ამ სტილის კომფორტია პროფესიონალთა ბაზა მისთვის ვისაც ახლა უნდა ინგლისურის სწავლა და ახლა სჭირდება ინგლისური ენის პროფესიონალი მასწავლებელი.

და ბოლოს, ერთი პატარა და ჩემთვის მნიშვნელოვანი დეტალი:

ინგლისური I miss you, –  სიტყვასიტყვით ნიშნავს “მე შენ მაკლიხარ” და ითარგმნება როგორც მენატრები. თუმცა, ინგლისურში იგი აწყობილი სიტყვებისგან, მე შენ მაკლიხარ,  მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურ ენასაც აქვს სიტყვა – ნატვრა, ხოლო. ქართულ ენაში კი, მენატრები სიტყვა ნატვრა–დან მოდის.

ყველა ნატვრა აგსრულებოდეთ, მეგობრებო, თან ყველა ენაზე!

(R)

 

 

თეგები: ინგლისიინგლისური ენაინგლისური ენის მასწავლებელიინგლისურის მასწავლებელიინგლისურის სწავლა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved