• რეკლამა
  • კონტაქტი
07:34, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ? – “ზ+ვ” და სხვა ის­ტო­რი­ე­ბი

ალია ავტორი - ალია
18:58 06-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
161

რუ­სულ ჟურ­ნალ “დო­მაშ­ნი ოჩაგ­ში” (“Домашний очаг”), გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით – “ყვე­ლა­ზე მტკი­ცე ქორ­წი­ნე­ბა: ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო – ლე­გენ­და­რუ­ლი თბი­ლი­სე­ლი დონ­ჟუ­ა­ნი ბუბა ყო­ველ­თვის ეძებ­და ქალს, ვის­თანც ცხოვ­რე­ბა სა­ი­მე­დო და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და… და როცა ასე­თი ქალი იპო­ვა, იგი იდე­ა­ლუ­რი მე­ო­ჯა­ხე გახ­და” (ავ­ტო­რი – ლა­რი­სა ხო­მა­ი­კო).

შე­გახ­სნებთ, ბუბა კი­კა­ბი­ძის მე­უღ­ლე ირი­ნა ქე­ბა­ძეა, რომ­ლის პირ­ვე­ლი ქმა­რიც ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გუ­რამ სა­ღა­რა­ძე გახ­ლდათ.

“ცხოვ­რე­ბაა, აბა, რო­გორ?! ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის. მე ისე­თი კაცი ვარ, როცა რამე მინ­და, ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ. ვარ ზარ­მა­ცი, გან­ძრე­ვა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ თუ რა­ღაც და­ვი­წყე, იმ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან. გუ­რამ სა­ღა­რა­ძე და ირი­ნა უკვე აღარ იყ­ვნენ ერ­თად. ის რომ ჩემი მე­გო­ბა­რი ყო­ფი­ლი­ყო, ეგ არ მოხ­დე­ბო­და. სრუ­ლი­ად უცხო­ე­ბი ვი­ყა­ვით ერ­თმა­ნე­თის­თვის. უკვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ, პა­ტივს ვცემ­დი და სულ ეგ იყო. მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძეს ჰკი­თხეთ ეგ ამ­ბე­ბი, მე ნუ მა­ლა­პა­რა­კებთ. ისე, რომ იცო­დეთ, არც მე და არც ის ამ ქა­ლის ფრჩხი­ლის ფა­სად არ ვღირ­დით. ყო­ველ­თვის ბევ­რად მაღ­ლა იდგა ორი­ვე­ზე.

წლე­ბია ერთი ქალი მიყ­ვარს. მე ერ­თგუ­ლი ქმა­რი ვარ, აქეთ-იქით მორ­ბე­ნა­ლი კა­ცე­ბი არ მიყ­ვარს. მოს­კო­ვის შო­უ­ბიზ­ნეს­შია მო­და­ში, ძმა­კა­ცი ძმა­კა­ცის ცოლ­თან რომ და­დის და ა.შ. ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, მაგ­რამ ისე უნდა გა­ა­კე­თო, რომ სხვას ცხოვ­რე­ბა არ და­უნ­გრიო.

ჩემი ცოლი ტვი­ნით გა­ტე­ნი­ლი ქა­ლია, სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა და უერ­თგუ­ლე­სი ადა­მი­ა­ნია. გა­და­სა­რე­ვი დე­დაა. ჩემი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მას­ზე ჭკუ­ას კარ­გა­ვენ”, – გა­ნუ­ცხა­და წლე­ბის წინ ჟურ­ნალ “სარ­კეს” ბუბა კი­კა­ბი­ძემ.

გთა­ვა­ზობთ რუ­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე­ო­დე­ნი შე­მოკ­ლე­ბით:

“თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე მხო­ლოდ ორ­ჯერ იყო ძა­ლი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი: ერთხელ – ბავ­შვო­ბა­ში, მე­ო­რედ – ბუ­და­პეშ­ტში, ქუ­ჩის არე­უ­ლო­ბე­ბის დროს. პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­დან მას ფეხ­ზე ტატუ დარ­ჩა, მე­ო­რე­დან კი – შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი, სახ­ლი, ბაღი და ბედ­ნი­ე­რე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

  • “ზ+ვ” და სხვა ის­ტო­რი­ე­ბი

ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს ფეხ­ზე ტატუ აქვს – “ზ+ვ”, რო­მე­ლიც მან ათი წლის ასაკ­ში გა­ი­კე­თა. იმ დროს თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და ზოია, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნა, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­ლო­ლა­კის უბან­ში. “ზ+ვ” ნიშ­ნავს “ზოია+ვახ­ტანგს”, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი, უპა­სუ­ხო ბავ­შვუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის სა­მახ­სოვ­როა. ამ პირ­ვე­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ის შემ­დეგ ვახ­ტან­გის გული დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი რჩე­ბო­და. იგი უკვე თბი­ლი­სის ფი­ლარ­მო­ნი­ის სო­ლის­ტი იყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში უსა­ზღვრო პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და (ისე ვე­რა­ვინ ბა­ძავ­და ლუი არმსტრონგს, რო­გორც ვახ­ტან­გი), მაგ­რამ ის ერ­თა­დერ­თი ქალი, რო­მელ­საც ვახ­ტან­გი შე­იყ­ვა­რებ­და, ჰო­რი­ზონტზე ჯერ კი­დევ არ ჩან­და.

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მას ფე­რად-ფე­რა­დი ფარ­ვა­ნე­ბი­ვით დას­დევ­დნენ – ბევრ ქალს სურ­და უცო­ლო მუ­სი­კოს-მომ­ღერ­ლის მე­გო­ბა­რი გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ ვახ­ტან­გი ახლო ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­ურ­ბო­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბუბა (ბავ­შვო­ბა­ში შერ­ქმე­უ­ლი ამ სა­ხე­ლით იც­ნობ­და მას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო), შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ქარ­თვე­ლი კა­ზა­ნო­ვას ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და – ხში­რად ხდე­ბო­და ტაქ­სით დევ­ნა, ფან­ჯრე­ბი­დან გად­მოხ­ტო­მა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვა ცო­ლე­ბის მიერ მო­ტყუ­ე­ბულ ქმრებ­თან… ერ­თმა შეყ­ვა­რე­ბულ­მა, მაგ­რამ სა­შინ­ლად ეჭ­ვი­ან­მა ქალ­მა ვახ­ტანგს კი­ნა­ღამ ყელი გა­მო­ღად­რა სა­მარ­თებ­ლით, მაგ­რამ ბოლო მო­მენ­ტში სიყ­ვა­რულ­მა (თუ სიბ­რა­ლულ­მა) სძლია და და­ინ­დო…

  • ჩა­ხუ­ტე­ბა ბუ­და­პეშ­ტში

ასე გა­ვი­და თით­ქმის ათი წელი. ისე ჩან­და, რომ ვახ­ტან­გი სა­მუ­და­მოდ უცოლ­შვი­ლო დარ­ჩე­ბო­და, მაგ­რამ იგი ერთხელ ერთ ქალს შეხ­ვდა და მიხ­ვდა: დიახ, ის მისი ცოლი გახ­დე­ბო­და. ირი­ნა თბი­ლი­სის აკა­დე­მი­უ­რი სა­ო­პე­რო თე­ატ­რის პრი­მა-ბა­ლე­რი­ნა იყო, ზრდი­და რვა წლის გო­გო­ნას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან და სა­ერ­თოდ არ შე­დი­ო­და ლე­გენ­და­რუ­ლი ბუ­ბას თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა რაზმში… მაგ­რამ ისე გა­მო­ვი­და, რომ ისი­ნი ერ­თად აღ­მოჩ­ნდნენ ბუ­და­პეშ­ტში, გას­ტროლ­ზე და იქ, უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ერთ სა­ღა­მოს მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა და­ირ­ღვა: ავ­ტო­მან­ქა­ნებ­მა სიგ­ნა­ლი ჩარ­თეს, ხალ­ხი ყვი­რო­და, სა­დღაც გარ­ბო­და…

შემ­დეგ მათ გა­ი­გეს, რომ იმ დღეს ამე­რი­კა­ში პრე­ზი­დენ­ტი ჯონ კე­ნე­დი მოკ­ლეს… ირი­ნა და ვახ­ტან­გი ხალ­ხის მჭიდ­რო ტალ­ღა­ში მოხ­ვდნენ. მან გამ­ხდარ ბა­ლე­რი­ნას ხელი მოხ­ვია და მიხ­ვდა, რომ გაშ­ვე­ბა აღარ უნ­დო­და. 

წყარო – ამბები

თეგები: ბუბა კიკაბიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს

13:30 05-07-2025
თიბისი განაგრძობს თვითდასაქმებულების მხარდაჭერას და სამომხმარებლო სესხის აღებას კიდევ უფრო უმარტივებს
ახალი ამბები

თიბისი განაგრძობს თვითდასაქმებულების მხარდაჭერას და სამომხმარებლო სესხის აღებას კიდევ უფრო უმარტივებს

13:09 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved