კორონავირუსმა კიდევ ორი მედიცინის მუშაკი შეიწირა. ცნობილი რეპროდუქტოლოგი ბარბარე (დოდო) გორგოშიძე დღეს კოვიდთან ბრძოლაში დამარცხდა.
კორონავირუსმა შეიწირა მისი მეუღლეც, ოთარ დავითაშვილი, რომელიც სტუ-ს პროფესორი იყო. რამდენიმე საათიანი ინტერვალით დაშორდნენ მეუღლეები ერთმანეთს და ისევ შეხვდნენ ზეცაში.
„როგორ გყვარებიათ ერთმანეთი, რომ ერთმანეთის გარეშე ერთი დღეც ვერ გაძელით, ღმერთმა გაანათლოს თქვენი სულები.“ – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხარებელი.
ცნობისთვის, ბარბარე (დოდო) გორგოშიძეს ათასობით ოჯახი ჰყავს გაბედნიერებული, თავისი სწორი მკურნალობით, ყურადღებით, გულისხმიერი დამოკიდებულებით და პროფესიონალიზით. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ მას არაერთი ქალისთვის უთქვამს სიტყვები: „გილოცავ, შენ მალე დედა გახდები“…
კომენტარები