• რეკლამა
  • კონტაქტი
21:52, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ გავიზომოთ სწორად სატურაცია? – 7 წესი

ალია ავტორი - ალია
15:39 12-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,003

სატურაცია სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელია. კორონავირუსული ინფექციის ერთ-ერთი მთავარი გართულება ვირუსული პნევმონიაა, რომლის მძიმე მიმდინარეობისას მკვეთრად ქვეითდება სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელი ანუ სატურაცია

ინფექციონისტი, მაია ბუწააშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

„პულს ოქსიმეტრი კოვიდის პანდემიისას აქტიურად გამოყენებადი ხელსაწყო გახდა.

მისი მნიშვნელობა მართლაც დიდია, რადგან სახლში მყოფი პაციენტის სუნთქვის უკმარისობის შეფასების ერთ-ერთი რეალური საშუალებაა.

ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ამით განისაზღვრება ხოლმე, რადგან სატურაციის დაბალი ციფრები ჟანგბადის მიწოდების აუცილებლობას გვიჩვენებს.

ხშირად პაციენტებს აქვთ „ჰაერის უკმარისობის“ შეგრძნება, თუმცა რეალურად სატურაცია ნორმაში აქვთ.

ასევე პირიქით, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება სატურაცია მკვეთრად ჰქონდეს შემცირებული, მაგრამ ამას საერთოდ ვერ გრძნობდეს.

რადგან სატურაციის მაჩვენებელი ასეთ მნიშვნელობას იძენს (კიდევ ვიმეორებ, ხშირად ჰოსპიტალიზაციის საკითხი ამით წყდება ხოლმე), მნიშვნელოვანია, გაზომვა სწორად მოხდეს.

კვლევებმა გამოავლინა ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სატურაციის გაზომვის სიზუსტეზე:

  • გაზომვა უნდა მოხდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. პაციენტი მშვიდად უნდა სუნთქავდეს გაზომვამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში და გაზომვისას არ მოძრაობდეს.
  • ნუ დავეყრდნობით პირველივე ციფრს, რომელიც გამოისახება მონიტორზე. ზოგჯერ ეს ციფრი იცვლება, ამიტომ შედეგის წაკითხვამდე დავიცადოთ 30-60 წამი და ეს ციფრი მივიღოთ მაჩვენებლად.
  • ერთჯერადად გაზომილ სატურაციის მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. გაზომვა უნდა მოხდეს დღეში რამდენჯერზე და ყურადღება გამახვილდეს კლებად დინამიკაზე. ამიტომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ერთჯერადად გაზომილი მაჩვენებლით არ უნდა წყდებოდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი.
  • სატურაციის გაზომვისას ფრჩხილის ლაკი მოცილებული უნდა იყოს, რადგან ლაკი სინათლის შთანთქმას იწვევს და შეიძლება არასწორი მაჩვენებელი მივიღოთ.
  • ხელსაწყოს მოთავსება შეიძლება საჩვენებელ, შუა და არა-თითებზე, ასევე ფეხის ცერა თითზე და ყურის ბიბილოზე, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად ზუსტ მაჩვენებელს იძლევა.
  • გაზომვისას თითი უნდა იყოს თბილი.
  • კანის მომატებული პიგმენტაციის დროს მაჩვენებელი შეიძლება იყოს არაზუსტი.
თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved