• რეკლამა
  • კონტაქტი
12:06, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ განისაზღვრება ფილტვის დაზიანების სიმძიმე ქულებით? – რას სიმძიმეს შეესაბამება თითოელი ქულა და როგორ მკურნალობენ შესაბამისი სიმძიმის პაციენტებს?

ალია ავტორი - ალია
13:22 12-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
416

რას ნიშნავს ფილტვის ქსოვილის დაზიანება, როგორ განისაზღვრება დაზიანების სიმძიმე ქულებით და რა შედეგი მოაქვს თვითმკურნალობას – ამ ყველაფრის შესახებ კლინიკა „ჯერარსის” ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ექიმი -თერაპევტი, ამავე კლინიკის Covid -განყოფილების ექიმი და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ექიმი – მაია ლეფსვერიძე საუბრობს.

“ფილტვების დაზიანება, ინფლირტაცია მხოლოდ რენტგენოგრაფიულად ჩანს და ის შეიძლება იყოს ბაქტერიული ან ვირუსული. დაზიანების შეფასება ხდება 1-დან 24 ქულამდე. ერთი ქულა უდრის ფილტვის ქსოვილის 4- 4,2 %- ის დაზიანებას. თუმცა მარტო ქულებით არ ხდება სიმძიმის შეფასება, აქ მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკი, აქვს თუ არა ქრონიკული დაავადება და ა.შ.

პირველადი ტომოგრაფიით ფილტვის დაზიანება შეიძლება დაბალი იყოს, მაგრამ შემდგომში პაციენტი დამძიმდეს.

5-6 ქულამდე დაზიანება ფილტვების სუსტი დაზიანებაა, ამ დროს ორგანიზმში პნევმონია მიმდინარეობს, შეიძლება იყოს ცხელება, მსუბუქი ქოშინი და არა სუნთქვის უკმარისობა.

ფილტვის ქსოვილის 9-დან 12 ქულამდე დაზიანება შეიძლება ზოგიერთი პაციენტისთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგალითად, მაღალი ადამიანის დიაფრაგმა გაჭიმულია და შესაძლოა, მისთვის ეს არ იყოს დიდი დაზიანება, მაგრამ ჭარბწონიანი პაციენტისთვის, სიმაღლის მიუხედავად, დიაფრაგმა მაღლა დგას, ფილტვის რეზერვი დაბალია და ანთებითი პროცესი შეიძლება უფრო მძიმედ წარიმართოს.

ტანმორჩილი პაციენტებისთვის – 10-დან 15 ქულამდე საშუალო სიმძიმის დაზიანებად ითვლება. 15 ქულის ზემოთ 20 ქულამდე – ყველა საყურადღებო პაციენტია და სჭირდება დამატებითი კვლევები. 20 ქულის ზემოთ კრიტიკული დაზიანებაა, ფაქტობრივად, ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებულია და ყველა ასეთი პაციენტი მძიმედ ითვლება.

მაღალქულიანი ფილტვის დაზიანების მქონე პაციენტები (16 ქულიდან ზემოთ) სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებენ.

24 ქულა უკვე ძალიან დიდი დაზიანებაა და თუ ის სწრაფად პროგრესირდება, ციტოკინური შტორმია, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად მთავრდება, რადგან სუნთქვის უკმარისობის უკიდურესი სტადია – დისტრესსინდრომი ვითარდება… ამ დროს თვითონ პაციენტის სურვილიც უნდა იყოს, უნდა იბრძოლოს, უნდა დაემორჩილოს ექიმს და, სწორი დანიშნულებით, ასეთი ადამიანებიც გამოდიან მდგომარეობიდან, მე მყოლია ასეთი პაციენტები, რომელთაც ჰქონიათ 22-24- ქულიანი დაზიანება, გამოსულან მდგომარეობიდან და დღემდე მაქსიმალურად ცდილობენ ფილტვის რესურსის აღდგენას. ასეთ მაღალქულიან პაციენტებში ანთება შეიძლება 6 თვე მუდმივად ჩანდეს რენტგენზე და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მწვავე ანთებაა, ეს არის ფიბროზულ – ინფილტრაციული ცვლილებები, ანუ უკვე შეხორცება, ფიბროზი მიდის იმ ადგილას და თავის კვალს ტოვებს. ამიტომ მას სჭირდება ჯანსაღი ცხოვრების წესი, მუდმივი ვარჯიში”, – განაცხადა მაია ლეფსვერიძემ

წყარო: kvira.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:11 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved