• რეკლამა
  • კონტაქტი
15:35, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ გახდა გახარია პრემიერი – “დაგავიწყდათ ამ თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდით?”

ალია ავტორი - ალია
14:03 06-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში, მთავრობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა:

„ყურადღებით გისმენდით თქვენი ანგარიშის პრეზენტაციის დროს და არც ერთხელ არ გიხსენებიათ 20 ივნისი. ეს როგორ არის, ანუ დაგავიწყდათ ეს დღე, ამოიგდეთ მეხსიერებიდან, თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ. 2019 წელს არ მოხდა ეს მოვლენები? თუ ის დაგავიწყდათ, ამ თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდით.

თუ დაგავიწყდათ, მე მინდა, გაგახსენოთ, რომ ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, შს მინისტრი როცა იყავით, ოკუპაციის კანონის დარღვევით შემოუშვით ქვეყანაში გავრილოვი, შემდეგ სამართლიანად აღშფოთებულ ჩვენს მოქალაქეებს დაუყენეთ პარლამენტის ღობის გარეთ თქვენი პოლიციის დანაყოფები, რითაც პირდაპირ ფიზიკური კონტაქტის პროვოცირება მოახდინეთ.

შემდეგ, ძალის გამოყენებას რომ აპირებდით, ამაზე გაფრთხილების ნაცვლად, პირიქით გაფრთხილება მიეცით მოქალაქეებს, რომ ჩვენი ხელწერა არ არისო რეზინის ტყვიების გამოყენებაო, თქვენი წინამორბედის პირით.

ამის შემდგომ, დაიწყეთ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ჭურვების სროლა მომიტინგეებისთვის, რომლებიც, ქაშუეთის ეკლესიასთან, კინო რუსთაველთან და მხატვრის სახლთან ვინც იდგნენ, არათუ პოლიციასთან კონტაქტში არ იყვნენ, არამედ საერთოდ ვერც ხედავდნენ პარლამენტის კიბეებს. ამის შემდეგ, გააჩაღეთ ნადირობა მომიტინგეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ თქვენს მოქმედებას, გავრილოვის ჩამოყვანას და ქართველი ხალხის შეურაცხყოფას.

ამ ყველაფრის შემდგომ, არ ახსენებთ თვალებდათხრილ ახალგაზრდებს, მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს და მაინტერესებს, დაგავიწყდათ ეს დღე რომ მოხდა? დაგავიწყდათ თქვენი პასუხისმგებლობა? არ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას? თუ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, მაშინ აქ რა უფლებით დგახართ, ამ ტრიბუნიდან როგორ გვმოძღვრავთ კიდევ და თუ არ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, რატომ არ გრძნობთ?“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved