• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ გადაარჩინა პრემიერმა დასავლეთის იმიჯი – “სინამდვილეში, სიმართლე არის სხვაგან”

ალია ავტორი - ალია
16:42 06-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,860

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვის იმ ნაწილს, რომელიც ანტიდასავლურ დეზინფორმაციას ეხებოდა, ასე უპასუხა:

„ამას აკეთებდნენ მაგალითად ევროპარლამენტარები, სენატორები, კონგრესმენები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან აგვერიდებინა დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანება ქართული საზოგადოების თვალში, ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე, რაც სიმართლეც არის ყველაფერთან ერთად. ერთი, რომ ეს გვაძლევდა ჩვენ დასავლურ ინსტიტუტებზე დარტყმის თავიდან აცილების საშუალებას და მეორე, სიმართლეც ეს არის. სინამდვილეში, ყველა ეს განცხადება, ყველა ეს ნაბიჯი იდგმებოდა არა ამერიკული და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, არამედ ე.წ გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რომელსაც სამწუხაროდ სერიოზული გავლენა აქვს ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით. იმისთვის, რომ საზოგადოებას არ შექმნოდა არასწორი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ გვერჩის ევროკავშირი, ან გვერჩის ამერიკის შეერთებული შტატები,

ჩვენ ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე. სინამდვილეში, სიმართლე არის სხვაგან. არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე ერთი და მეორე მიმართულებით. ევროკავშირსაც და აშშ-საც სჭირდება დეოლიგარქიზაცია და იმედი მაქვს, პროცესები ამ მიმართულებით წარიმართება, შესაბამისად, შემცირდება ზეწოლა საქართველოზე.

აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ეწეოდა საქართველოში ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, ეს იყო სწორედ ოპოზიცია, რომელიც ცდილობდა საქმის ისე წარმოჩენას, რომ თითქოს ევროკავშირი და აშშ-ი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარეს.

ერთი წამით რომ წარმოიდგინოს ეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ ევროკავშირი და აშშ-ი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარეს, რა თქმა უნდა, იმთავითვე დაიმსხვრევა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულების რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა ეს არ უნდა დავუშვათ. აქედან გამომდინარე, ჩვენი თოთოეული გზავნილი მიმართული იყო სწორედ იქით, რომ მაქსიმალურად გავფრთხილებოდით დასავლეთის იმიჯს საქართველოში. ქართულმა საზოგადოებამ ერთი წამითაც არ უნდა იფიქროს, რომ აშშ-ი და ევროკავშირი მხარს უჭერენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ 2004-დან 2012 წლის ჩათვლით ადამიანების წამებით, ციხეების გადავსებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ტერიტორიების დაკარგვით და ა.შ. ეს არ უნდა იფიქროს ქართულმა საზოგადოებამ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved