• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ გაჩნდა ლუგარის ლაბორატორიის აშენების იდეა და რას ემსახურება იგი – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:02 01-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

ლუგარი რამდენიმე სენატორთან ერთად ვახშამზე დავპატიჟე – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მიხეილ სააკაშვილმა ლუგარის ლაბორატორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიის საქართველოში აშენება დიდი შრომის ხარჯზე მოხდა.

„რიჩარდ ლუგარი ჩემი მეგობარი იყო 1996 წლიდან. ერთხელ სენატის სასადილოში დამპატიჟა სადილზე ამ ძალიან ცნობილმა სენატორმა (მაშინ უბრალოდ პარლამენტის წევრი ვიყავი) და საუბარი ჩამოვარდა მის გეგმებზე გაეკეთებინა ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ მებრძოლი ლაბორატორია რომელიც ერთდროულად სხვადასხვა ვირუსებს შეებრძოლებოდა. ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის მთავრობასთან და უნდოდა ლაბორატორიის მოსკოვთან სადმე ახლო აშენება.

მე შევთავაზე იდეა, რომ ეფიქრა პროექტის საქართველოში გადმოტანაზე. როდესაც პრეზიდენტის რანგში პირველად ჩავედი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით, ლუგარი რამდენიმე სენატორთან ერთად ვახშამზე დავპატიჟე სასტუმრო mayflower-ში და იქ მან გამახსენა ჩემი რეკომენდაცია და მითხრა რომ უკვე სერიოზულად ფიქრობს ლაბორატორიის საქართველოში გადმოტანას ვინაიდან რუსეთში უკვე პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში და პრობლემების შექმნა დაიწყო. სულ მალე გამოიყო ფული და ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყო აეროპორტის მახლობლად. ადგილი მე შევარჩიე, ვინაიდან ახალ ტერმინალს ვაშენებდი და მინდოდა მის მახლობლად თანამედროვე შენობები ყოფილიყო (იქვე თურქებს ვაშენებინებდი შავი ზღვის უნივერსიტეტს) რამდენს გვლანძღავდნენ ადგილობრივი ოპონენტები და რუსები რას არ იგონებდნენ ამ ლაბორატორიაზე, მაგრამ დღეს საქართველოს უკვე მთელს რეგიონში ვირუსების დამდგენი ყველაზე თანამედროვე ცენტრი, რომელმაც უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. შარშან მაგალითად ჩემს შვილს ნიკუშას 1 საათში დაუდგინეს ღორის გრიპის დიაგნოზი, რამაც საშუალება მოგვცა დროულად დაგვეწყო სწორი მკურნალობა. ლუგარის ლაბორატორია არის კლასიკური მაგალითი რუსული პროპაგანდის და ქოცების ტყუილების, რომლებმაც ვერ აგვაღებინეს ხელი მეგობრების დახმარებით საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმის გაკეთებაზე. დღეს ეს ლაბორატორია ძალიან გვეხმარება ნებისმიერი ახალი ვირუსის წინააღმდეგ დაცვაში“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved