• რეკლამა
  • კონტაქტი
21:27, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ეწირება ჩემი ქვეყანა პრიმიტივიზმს…ცხვრის ფარაც აღარ ვართ – ლელა ჯეჯელავა

ალია ავტორი - ალია
14:07 10-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

ექსპერტი, ლელა ჯეჯელავა:

 

“გუშინ ვნახე კადრები პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატებთან შეხვედრის. შემძრა როგორ ეწირება ჩემი ქვეყანა უკიდეგანო პრიმიტივიზმს და გაუნათლებლობას.. თითქოს ახალი არაფერია . ალუდა ქეთელაურის შემქმნელის ქვეყანაში ყოველთვის კოლექტიური ალუდა ღუდუშაურები ზეობდნენ. ქეთელაურს შემქმელს კი წამლის ფული სანატრელი ჰქონდა. “ვეფხისტყაოსნის” ავტორის -აღარც სახელი, აღარც საფლავი, გურამიშვილს -ქართული მიწა არ ეღირსა, ილია ჯერ ტალხში აგუნდავეს, მევახშე, გლეხების მტანჯველი, გახრწნილი მემამულე, ხან ბურთივით მრგვალი ლიბერალი ეძახეს მტრის სამსახურში ჩამდგარმა “მადლიერმა” თანამემამულებმა და ბოლოს ტყვიითაც დააჯილდოვეს, კოლექტიური ორჯონიკიძეების მემკვიდრეები კი დღემდე ზეობენ და ქართლის ბედს წყვეტენ თან ილიას პორტრეტებიც უკიდიათ კაბინეტებში და “კოზოლობენ” ეს სიტყვა ჩემმა ქმარმა გამოიგონა, ძალიან მომწონს. რაღაც ქართულ ” კოკობზიკასა და რუსული “კოზიოლის” სინთეზია?. ტყვია ზვიადისთვისაც არ დაინანეს, ვის ჭირდებოდა ჯვარცმული ქრისტე, როცა ბარაბა ყოველთვის ” ცვეტშია ” მით უფრო, ბიჭებს და გოგოებს “ლუბიანკელი” პატრონები საკუთარი ხალხის ხარჯზე სამუდამო ” გულაობას” დაპირდნენ. ახლა კიდევ ერთი მსხვერპლი აქვთ მისატანი ” ლუბიანკაზე” კონტრაქტის გასაგრძელებლად და პრაქტიკულად” რაი ვ შალაშე” გარანტირებული აქვთ. მსხვერპლიც ხელში ყავთ და როგორც ” უდავის” წესია , ნება-ნება ახრჩობს სიამოვნების გასაგრძელებლად, ჰოდა რამ გაგვაძლებინა ამდენ ხანს, როგორ გადვრჩით , როგორ მოვედით აქამდე? ზუდტად ვიცი, როგორც. საჭირო დროს ყოველთვის ჩნდება ვინმე ( ის ხან უბრალო გლეხია, ხან უფლისწულია , მაგრამ აუცილებლად მზეჭაბუკია), რომელიც გველეშაპს მუცელს უფატრავს და მსხვერპლი ან მსხვერპლები ამოყავს. ისტორიულ პრიზმაში კი ეს ქართველი ხალხია, რომელიც ვის გამოარჩევს ლიდერად მარტო ღმერთმა და მან უწყის. ძაან ევროპელები ნუ დაიწყებთ ახლა , ლიდერი რად გვინდა ცხვრის ფარა ხომ არ ვართო, ჯერ ეს ერთი, ფარაც აღარ ვართ, ჭაბუასი არ იყოს საძოვარზე მიშვებული გათითოკაცებული კოჭლი ცხვრები ვართ, და მეორე, საკუთარ ბუნებას და ერის თვისებას კარგად უნდა იცნობდე. ილიაც კი იმას სჩიოდა: ” სად არის გმირიო?_ გმირები უყვართ ქართველებს, ოღონდ სიცოცხლეში ჯვარს აცვამენ ხოლმე და სიკვდილის მერე აღამაღლებენ. ამ ქვეყნიური ცხოვრებისVia Dolorosa -ც ხომ ეს არის გზა გოგოთისაკენ . ჯვარცმიდან ამაღლებამდე. აბა ბარაბა სულ “ცვეტში” იყო და იქნება,ალუდაც, ქეთელაური არა,- ღუდუშაური. არჩევანი კი ყოველთვის ჩვენია.”
თეგები: ლელა ჯეჯელავაომბუდსმენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved