• რეკლამა
  • კონტაქტი
23:57, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

როგორ დავიბრუნოთ ბუნებრივი, ჯანსაღი ღიმილი

ალია ავტორი - ალია
20:13 12-07-2022
- ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,787

ჯანმრთელი პირის ღრუ და ლამაზი ღიმილი თავის მოვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა არის შემთხვევები, როცა ვერ ვახერხებთ კბილის ფესვის შენარჩუნებას და სწორედ ასეთ დროს დენტალური იმპლანტაცია გვეხმარება. ეს მედიცინაში შედარებით ახალი მიმართულებაა, რამაც დიდი წარმატებით დაიმკვიდრა თავი მთელ მსოფლიოში.

ჩვენს რესპონდენტს – ზურაბ შეყილაძეს ექიმობა ბავშვობიდან უნდოდა, მუდმივად სიახლეების მაძიებელია და იმპლანტოლოგობაც ამიტომ გადაწყვიტა. არჩევანში არ შემცდარა, 14 წელია, ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში დიდი წარმატებით ახორცილებს პრაქტიკულ საქმიანობას და უამრავი კმაყოფილი პაციენტი ჰყავს. იმპლანტოლოგიის ირგვლივ არსებულ შეკითხვებსა და სხვადასხვა გავრცელებულ მოსაზრებაზე იმპლანტოლოგი ზურაბ შეყილაძე გვესაუბრა.

ზურაბ შეყილაძე: საქართველოში 20 წელზე მეტია, რაც დენტალური იმპლანტაცია კეთდება და საკმაოდ მაღალი თამასა გვიჭირავს მედიცინის ამ დარგში.

რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ბევრად დაიხვეწა იმპლანტატის დიზაინი, მასალა, დაფარვის შრე, რაც ექიმსა და პაციენტს სტაბილურ, ხანგრძლივ შედეგზე ორიენტირების შესაძლებლობას აძლევს.

დენტალურ იმპალნტაციას ალტერნატივა არ აქვს ყბა-კბილთა სისტემის სრულფასოვანი რეაბილიტაციის თვალსაზრისით. მოსახსნელ და მოუხსნელ ორთოპედიულ კონსტრუქციებთან შედარებით, დენტალური იმპლანტაციის მეშვეობით, სრულფასოვნად შეგვიძლია, აღდგეს თანკბილვა.

– რამდენი იმპლანტი შეიძლება გაიკეთოს ადამიანმა?

– ამ მხრივ შეზღუდვა არ არსებობს, რამდენი კბილის დანაკლისიცაა, იმდენი იმპლანტის გაკეთება შეუძლია პაციენტს სურვილისა და კლინიკური მოცემულობის შესაბამისად. თუმცა სრულიად უკბილო ყბაზე შესაძლებელია გაკეთდეს 4–6–8 იმპლანტი, წინასწარ დაგეგმილი ორთოპედიული კონსტრუქციის მიხედვით და კლინიკური მოცემულობით.

– ასაკი შეზღუდულია?

– საწყისი ასაკი შეზღუდულია, არ კეთდება მოზარდებში, ვიდრე ყბის ძვალი ზრდას არ დაასრულებს. ასაკობრივი ზედა ზღვარი შეუზაღუდავია, თუ პაციენტს არ აქვს სხვა თანმხლები ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც უბრალოდ, რისკს გვიზრდის ოპერაციის სტაბილურობაზე.

– როგორია ექსპლუატაციის ვადა?

– ექსპლუატაციის ვადა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული;

1 – კლინიკურ მოცემულობაზე.

2 – საიმპლანტაციო სისტემაზე

3 – ექიმის პროფესიონალიზმზე

4 – და, რა თქმა უნდა, პაციენტზე, რომელმაც უნდა ისწავლოს ხელოვნური კონსტრუქციების სწორად მოვლა და მოფრთხილება ხანგრძლივი სტაბილური შედეგისთვის.

– იმპლანტის ჩასმის შემდეგაც გვჭირდება აქტიური კავშირი ექიმთან?

– მუდმივი კავშირი ექიმთან! 6 თვეში ერთხელ აუცილებელია ექიმთან კომუნიკაცია, ვიზიტი იმისთვის, რომ გახანგრძლივდეს იმპლანტისა და იმპლანტზე ორთოპედიული კონსტრუქციის ექსპლუატაციის ვადა.

– კბილის ამოღებაზე მტკივნეულია?

– კბილის ამოღებაზე ბევრად მარტივი და ატრავმულია. რეაბილიტაციის პროცესიც ბევრად მარტივი აქვს, ვიდრე კბილის ექსტრაქციას. მარტივი იმპლანტაციის შემთხვევაში, პრაქტიკულად, ტკივილგამაყუჩებელიც არ სჭირდებათ პაციენტებს.

– რა შემთხვევაში არ ხდება იმპლანტის ჩასმა?

– ძალიან იშვიათად, არის შემთხვევები, როდესაც არსებულ კლინიკურ მოცემულობაში არ გამოდის იმპლანტაცია მარტივად და აქ უკვე ერთვება დამატებითი ოპერაციული ჩარევა, როგორიცაა, რბილი და მაგარი ქსოვილების აუგმენტაცია (ეგრეთ წოდებული ძვლის გადანერგვა). დღეს თითქმის არ არსებობს შემთხვევა, რომ შედეგი ვერ მივიღოთ, უბრალოდ, ეს ხდება რეაბილიტაციის დამატებითი დროის ხარჯზე.

– არსებობს მოსაზრებები, რომ იმპლანტაცია ოპერაციული სირთულისაა, რეალურად რამდენად რთული მანიპულაციაა და წინასწარ თუ იცით, რა შედეგი დადგება?

– ოპერაციული ჩარევა ნამდვილად არის, თუმცა შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: შედარებით, მარტივ და რთულ ოპერაციად და შემდგომ რეაბილიტაციის პროცესად. დაახლოებით, 10–15 წუთი სჭირდება ერთი იმპლანტის ინსტალაციას ყბის ძვალში. ინტეგრირების (შეხორცების) პერიოდი 2–დან 4–თვემდეა და ეს პერიოდი არანაირ დისკომფორტს არ უკავშირდება (შესაძლებელია დროებითი კონსტრუქციის დამზადებაც ოპერაციის დღეს ან ერთი კვირის ვადაში ორთოპედის მიერ). პირველი ერთი კვირა მედიკამენტოზურ თერაპიას იტარებს პაციენტი.

რაც შეეხება წინასწარ შედეგს, ოპერაციის დაგეგმარებისთანავე იცის ექიმმა ოპერაციის სტაბილურობის შესახებ. იგეგმება სამგანზომილებიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით ქირურგის მიერ, ორთოპედთან შეთანხმებით. შესაბამისად, თავიდანვე ვიცით, თუ რა შედეგს მივიღებთ და პაციენტიც ინფორმირებულია, რა შედეგისთვის ხარჯავს დროს და ბიუჯეტს.

დიდი ხანია უკვე, არსებობს ქირურგიული მიმმართველი, ეგრეთ წოდებული „შაბლონი“, რომლის მეშვეობითაც არის შესაძლებელი 3-D განზომილებაში წინასწარ დაგეგმილი სამუშაოს გადმოტანა პირის ღრუში. ამით ვამცირებთ რისკებს, გართულებებს და პოსტოპერაციული პერიოდიც ბევრად მარტივია პაციენტისთვის.

– ვიცით, რომ სხვა სტომატოლოგიურ პროცედურებს შორის იმპლანტაცია ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მომსახურებაა.

– თუ გავითვალისწინებთ იმას, რა შედეგის მიღება გვინდა დენტალური იმპლანტატით თანკბილვის რეაბილიტაციისთვის (რისთვისაც გვჭირდება ის და რა ფუნქციაც უნდა შეასრულოს მან), ვფიქრობ, ადეკვატურზე დაბალიც კია ფასი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved