რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე ტექნიკური პაუზა აიღეს და ის ხვალ გაგრძელდება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს და ამბობს:
“მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური პაუზა იქნა აღებული. სამუშაო ქვეჯგუფებში დამატებითი მუშაობისთვის და გარკვეული დეფინიციების დაზუსტებისთვის.”
მოლაპარაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კომენტარები