• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ “დაღალა” გომელაურმა ესებუა? – შს მინისტრის იუმორი

ალია ავტორი - ალია
19:30 06-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ “იცის” სად არის ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალიდან 500 ათასი დოლარის შეიარაღებული თავდასხმით მითვისებაში ბრალდებული. ამ საკითხზე მას ჟურნალისტებმა “პოლიციის დღის” ღონისძიებაზე ჰკითხეს, სადაც ის პოლიციის მიღწევებზე საუბრობდა:

“ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ… ისვენებს…” – თქვა მინისტრმა და კარგად რომ დავფიქრდეთ, კი არ არის გამორიცხული, მართალს ამბობდეს.(?)

ვიტყოდით, რომ ესებუა ისე დაღალეს პოლიციელებმა, რომ პოლიციელის დღეს – ისვენებს, მაგრამ, არც სხვა დღეებში უდგანან კვალზე, როგორც ჩანს, თორემ, აქამდე დააკავებდნენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შს მინისტრი გვიმტკიცებდა, რომ ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია, თუმცა, ბანკის ძარცვიდან მალევე გომელაური ბათუმს სტუმრობდა, მაშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სავახშმოდ მიდიოდა, რას ვიზამთ, სულ ესებუა ხომ არ დაისვენებს, ზოგჯერ შს მინისტრსაც სჭირდება დასვენება.

იხუმრეთ, მინისტრო, იხუმრეთ, ის ვიდეოც სახუმაროა, სადაც ჩანს, როგორ უჩოქებს პოლიციელი ესებუას და ისე აწვდის ფულს? წესით, სისხლი უნდა გაწვებოდეთ ამის გახსენებისას, მაგრამ ჩვენ რას გავუგებთ, ჩინოვნიკების იუმორს?

ბადრი ესებუას ბრალი ედება ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ავთანდილ გალდავა, რამდენიმე თვის წინ, აჭარის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს.

თეგები: ვახტანგ გომელაურიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved