ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან დასავლური ბიზნესების გასვლა რუსეთს სარგებელს მოუტანს და ამ კომპანიებს “დაემშვიდობა”, ხელიც დაუქნია და განაცხადა:
“დღეს დასავლური კომპანიების დიდი ნაწილი, საკუთარი ხელისუფლებებისგან წნეხის ქვეშ არიან, ტოვებენ ჩვენს ბაზარს. ყველაფერი საუკეთესო მათ… რუსეთში არაფერი ჩამონგრეულა და არაფერი იშლება. ჩვენი კომპანიები და მწარმოებლები იღებენ ამ წარმოებას და მთლიან სექტორებსაც კი და აგრძელებენ ამ საქმეს ძალიან წარმატებულად“
ასევე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა ააშენოს დრონების გაუმჯობესების სისტემა და მისი მიზანი უნდა იყოს, რომ გახდეს “ტექნოლოგიებისა და კომპეტენტურობის წყარო”.
პუტინს არ უთქვამს, თუ რუსულ კომპანიებს დასავლური კომპანიების ჩანაცვლება შეეძლოთ, რატომ არ გააკეთეს ეს აქამდე.
კომენტარები