რუსი პროპაგანდისტი 58 წლის ანდრეი ბაბიცკი ოკუპირებულ დონეცკში გარდაიცვალა – მედიის ინფორმაციით, იგი გასულ ღამეს, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა სიკვდილის მიზეზი უცნობია.
1990-იან წლებში ბაბიცკი რადიო თავისუფლების კორესპონდენტად მუშაობდა. ევრომაიდნის შემდეგ კი მან ღიად დაუჭირა მხარი რუსეთს, მის საოკუპაციო პოლიტიკასა და ყირიმისა და დონბასის ოკუპაციას.
2014 წლის შემდეგ ის სწორედ ოკუპირებულ დონეცკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც აქტიურად ეწეოდა რუსულ პროპაგანდას.
კომენტარები