• რეკლამა
  • კონტაქტი
12:03, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ და რისთვის დასაჯა კობახიძემ წალენჯიხა? – კარგი მუშაობისთვის დასჯილების ისტორია

ალია ავტორი - ალია
17:29 04-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,535

როცა ირაკლი კობახიძის, ივანიშვილის პრემიერის, ერთ-ერთ ბოლო განკარგულებას გადახედავთ, სადაც მან საქართველოს მასშტაბით დიდთოვლობის შედეგებთან ბრძოლისთვის საჯარო მოხელეები და სახელმწიფო სტრუქტურები დააჯილდოვა,  – აუცილებლად გაგიჩნდებათ შეკითხვა, პრემიერის კაბინეტში ჰკიდია თუ არა საქართველოს რუკა და თუ კი, იმ რუკაზე წალენჯიხა საერთოდ არის აღნიშნული? თუ ოკუპირებულ აფხაზეთსაა მიერთებული, სადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია და, შესაბამისად, წამახალისებელი ფულადი ჯილდოები არ და ვერ მოქმედებს? ეს კითხვა რომ გაჩნდეს, აუცილებელი არაა, წალენჯიხელი იყოთ. 

ან იქნებ, ყველას მოლანდებები დაგვეწყო და თებერვლის ბოლოს წალენჯიხაში საერთოდ არ მოსულა თოვლი? კი, ასე იქნება – დიფ სტეიტმა და ნაცმოძრაობამ ერთად მოიგონეს, თოვლი მოდისო და, რაც მთავარია, ისე ქნეს ეგ ამბავი, რომ გაჭირვებული მოსახლეობა აიყოლიეს, დღემდე ჰგონიათ, რომ მაშინ ან გზების გაწმენდაში მონაწილეობდნენ, ან სახლების გადმოთოვლაში ეხმარებოდნენ მეზობლებს. მოსახლეობის ნაწილი კი აიყოლიეს, მაგრამ განა ოცნების ყოჩაღი “პრემიერი” ასე ადვილად მოტყუვდებოდა? აგერ, საქმე-საქმეზე როცა მიდგა, სხვა მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებმა სტიქიასთან ბრძოლისთვის ფულადი ჯილდო მიიღეს, წალენჯიხელ საჯარო მოხელეებს კი ვურჩედით, ხშირად ჩახედონ სმარტფონებს და ელექტრონული ფოსტა შეამოწმონ: სულაც არ არის გამორიცხული, რომ ოცნების ყოჩაღი “პრემიერის” განკარგულების ასლი მიიღონ, სადაც მათ არარსებულ დიდთოვლობასთან ბრძოლისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის გამო დააჯარიმებენ. აბა, რა გეგონათ?

ოცნების პრემიერის განკარგულება ღაღადებს, რომ, საჯარო მოხელეების იმდროინდელი გარჯის გამო მათთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი ლარი გამოიყოფა, რაც შემდეგნაირად გადანაწილდება:

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობასთან ბრძოლისთვის, საჯარო მოხელეებს ფულადი ჯილდო – 3 მილიონი ლარი, გამოეყოფათ. კობახიძის შესაბამისი განკარგულება 27 მარტით თარიღდება. დოკუმენტის თანახმად, თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – 892 445 ლარი;
ჯანდაცვის სამინისტრო – 697 226 ლარი;
თავდაცვის სამინისტრო – 585 770 ლარი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 113 563 ლარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 79 409 ლარი;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 253 372 ლარი;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 96 623 ლარი;
ვანის მუნიციპალიტეტი – 95 000 ლარი;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 77 037 ლარი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 76 288 ლარი;
ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 53 550 ლარი;
ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 45 573 ლარი;
თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 40 158 ლარი;
ტყიბულის მუნიციპალიტეტი – 37 000 ლარი;
ხონის მუნიციპალიტეტი – 18 668 ლარი”, – წერია განკარგულებაში.

როგორც ამ განაწილებიდან ვხედავთ, წალენჯიხა საერთოდ არაა სიაში, ხოლო ყველაზე მეტი თანხა – 253.300-ზე მეტი ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის ყოფილა გამოყოფილი და ის ორჯერ მეტია, ვიდრე მაგალითად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა. პრინციპში, ლოგიკურია, რადგან მამა-შვილ წილოსანებს ორივეს მშვენიერი მადა აქვთ, ვერ დაიწუნებ… ისევე, როგორც ძმებ თალაკვაძეებს.

როგორც ჩანს, წალენჯიხა იმისთვის ისჯება, რომ გაუმკლავდა დიდთოვლობას მუხლჩაუხრელი შრომით.

მოკლედ,  ბატონო ვანო ( წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი), ქალბატონო თამარ (წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე თამარ ბელქანია)! გამოჭერილი ხართ აფერისტობაში, ვითომ რომ გათოვდათ იმ დღეებში, გზებზე იდექით და გვიყვებოდით – აქ ასეთი სიტუაციაა, იქ კი – ისეთიო… გგონიათ, ვერ მივხვდით, რომ თოვლიც კი გააფეიკეთ და სინამდვილეში, ხელოვნურ თოვლს გაყრიდნენ წალენჯიხის მერიის შენობიდან? თქვენი მოსატყუებელი კბილი ხალხმა კარგა ხანია, მოიცვალა!

WWW.TIMER.GE

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved