• რეკლამა
  • კონტაქტი
07:02, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ და რატომ იცვლება აშშ-ის საელჩოს ტონი და განწყობა? – დეტალები

ალია ავტორი - ალია
14:45 02-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

საქართველოშო ამერიკის საელჩო, მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად უკვე ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, ამერიკის საელჩოს განცხადება ბოლო ორი დღის მანძილზე, პირდაპირი გაგებით, ყოველ დილა-საღამოს იცვლება, იცვლება ტონი, განწყობა, იცვლება სიტყვები. მივყვეთ ქრონოლოგიურად:

პირველი განცხადებით, აშშ-ის საელჩომ გვითხრა, რომ უნდა გამოვიჩინოთ ყველამ “მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.” რაც თავისთავად, ობიექტურად, მიჩნეული და გაგებული იქნა ისე, რომ აშშ-ის სალჩო სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეს და აღსრულების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა.

მეორე განცხადებაში, ევროკავშირის ელჩის მსგავსად, ამერიკის საელჩომაც სასამართლო სისტემის პრობლემებზე ისაუბრა, რითიც, წესით, მიანიშნა ხელისუფლება, რომ იცის, როგორი “დამოუკიდებელი” სასამართლო სისტემა გვაქვს.

მესამე განცხადებაში ღიად წერდა პოლიტიკურ კრიზისზე, დიდი ალბათობით, ელოდა, რომ ამ პოლიტიკურ კრიზისს ხელისუფლება თავადაც დაინახავდა და აღიარებდა, მაგრამ მმართველი გუნდი, მაინც არ აღიარებს ამ პოლიტიკურ კრიზისს. მესამე განცხადებაში საელჩო ამბობდა, რომ შემდგომი ნაბიჯების შეთანხმების დროა, ყურადღებას ამახვილებდა არსებულ დაძაბულობაზე, სამუშაო ადგილებზე, სიღარიბეზე – მოკლედ, უკვე ყველა დიპლომატიურ ხერხს იყენებდა, რათა დაგვენახა, რა სიძნელეების წინ ვდგავართ!

მეოთხე და დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო საინტერესოა, ტექსტში უკვე გაჩნდა “ღრმა შეშფოთება” – თუ დავაკვირდებით, წინა წერილებში, საელჩო პრობლემებზე კი საუბრობდა, მაგრამ არ იყო ამ კრიზისით “ღრმად შეშფოთებული”, რადგან, დიდი ალბათობით, კრიზისის აღმოფხვრის გზას ჯერ კიდევ ხედავდა და თვლიდა, რომ მის შემოთავაზებას, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის თაობაზე, მმართველი გუნდი გაითვალისწინებდა.

კიდევ ერთი ცვლილება საელჩოს განცხადებაში ის გახლავთ, რომ თუ წინა განცხადებებში საელჩოს არ აკონკრეტებდა ერთ მხარეს და ყველას, ანუ მთავრობასა და ოპოზიციას ერთად მოუწოდებდა სიმშვიდისკენ, დღევანდელ განცხადებაში იგი ცალკე გამოჰყოფს მოწოდებას მთავრობისთვის!

და ბოლოს, ამერიკის საელჩო, პირდაპირ მოითხოვს საქართველოს მთავრობისგან პოლიტიკურ მიუკერძოებლობას სისხლის სამართლის დევნისას და თავისუფალ სასამართლოს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავისი განცხადება იმ მძიმე ტვირთზე საუბრით დაიწყო, რომელიც მას უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებით დააწვა და დატოვა განცდა, რომ იგივე ტვირთის აღებისკენ მოუწოდებს მთავრობას. თუმცა, სალომე ზურაბიშვილის რას გავუგებთ, მისი განცხადება ამჯერადაც დამაბნეველი იყო – განცხადების შუა ნაწილში საუბრობდა იმაზე, რომ უკან დახევა მაშინაა შესაძლებელი, თუ ოპონენტი ამას სისუსტედ არ ჩაგითვლის, განცხადების ბოლოს კი, პირდაპირ ითხოვდა, პოლიტიკური ამბიციები არ იქნეს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებული და არ შეექმნას საფრთხე ქვეყნის ინსტიტუტებს. გამომდინარე იქედან, რომ სასამართლო და პროკურატურა, ქვეყნის ყველაზე შეუბღალავი ინსტიტუტები უნდა იყოს, წესით, სალომე ზურაბიშვილი, დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, პირდაპირ ითხოვდა ნიკა მელიას დაკავებას – თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ძალიან რთულია განსაზღვრო რა იგულისხმა პრეზიდენტმა და რა თქვა, რისი თქმა უნდოდა და რა დაწერა.

ამერიკის საელჩოს დღევანდელი განცხადება:

“ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ისეთ ქმედებას ან რიტორიკას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, რათა გაამყაროს ერთგულება დემოკრატიული, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი სასამართლო და სისხლის სამართლის დევნის სისტემის უზრუნველყოფით.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად.”

თეგები: აშშაშშ-ს საელჩო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved