• რეკლამა
  • კონტაქტი
21:33, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ და რატომ „გაიგდო“ ივანიშვილმა ხარება? – გიორგი მუხიგულაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:50 03-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29,269

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:

როგორ და რატომ „გაიგდო“ ივანიშვილმა ხარება?

ხარება მეორედ გადაჰყავთ კლინიკაში, ემანდ შემოწმებებზეო და მომიტევეთ, იმის შემდეგ რაც ქალაქის ქუჩებში აკეთა, ერთადერთი შემოწმება სჭირდებოდა, ფსიქიატრიული. ამბობენ, ნაცემიაო და არც მიკვირს.

ფაქტებს რომ გავყვეთ, ხარება ასე აქტიურად ადრე არ ჩანდა, ჯერ კიდევ მიშას დროიდან მოყოლებული ზოგმა ვიცოდით, ვინ იყო და რას აკეთებდა, მაგრამ ასე მასშტაბურად არ იცნობდნენ. ხარებას სახელს ყოველთვის უკავშირდებოდა საქმეები, რომლებიც ან ფარულად სრულდებოდა, ან ღიად, მაგრამ უკანონოდ.

ბიძინას უყვარს ადამიანების გასვრა, გამოიყვანა ხარება და წინ დასვა, ისე ხშირად აშუქებდნენ, მინისტრის დირექორი გეგონებოდა. თითქოს მართლა ხარება წყვეტდა ახლა, როდის დაერბია ხალხი ან ეცემა. არადა, რეალურად, ზუსტად ვიცი, ყველაზე სასტიკი და სისხლიანი ქვედანაყოფი არ იყო ხარებას დაქვემდებარებაში, არის ერთი დანაყოფი, რომელიც ყველაზე სასტიკია და მას ხარება არ ხელმძღვანელობს. უცნაური ის იყო, რომ მაინც ყველგან და ყველაფერში ხარება იყო დამნაშავე. ეს უნდოდა ივანიშვილს.

მაგრამ ხარებამ დაუშვა ერთი დიდი შეცდომა – იგი ითხოვდა მისთვის: – ხარებას გაუმარჯოს! – დაეძახათ, აცემინებდა კიდეც ადამიანებს ამ მოთხოვნით. ორი „ღმერთი“ ძალადობას ვერ ეყოლება საქართველოში და ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა მამა–მარჩენალს.

პარალელურად იყო გინება რუპორში აქციის მონაწილეების მიმართ და ბევრი წერდა მაშინ, რომ ხარება ფხიზელი არ იყო მაგ დროს.

ხოდა, ბიძინამ კი დასვა წინ ხარება, აი, ქორწილში, მეფე–დედოფლის მანქანას რომ თოჯინას აკრავდნენ წინ, ასე, მაგრამ ამან ხარებას პატივისცემა ვერ მოუტანა, პირიქით, რაც მეტად საუბრობდნენ მის უშიშრობაზე, მით მეტად დასცინოდნენ ძალოვნები, რადგან, ის მანქანიდანაც კი ვერ გადმოდის შიშით დაცვის გარეშე.

ამას თან დაერთო ისიც, რომ ხარებამ ვერა და ვერ მართა სპეცრაზმი, რატომ უწევდათ მეტი და მეტი სისასტიკის გამოჩენა, იმიტომ რომ სპეცრაზმში არეულობა იყო, ყველას გახსოვთ, ალბათ, წყლის ჭავლის მანქანები რომ ვერ გამოიყვანეს რამდენჯერმე, რადგან არ გამოვიდნენ ბიჭები. ბევრი წავიდა სამსახურიდან, ბევრმა ქვეყანა დატოვა. გაექცა შაიშმელაშვილი ამერიკაში, გაექცა მამხილებელი დოკუმენტაციით.

რაღაც მომენტში ხარებამ მართლაც დაიჯერა, რომ „შემსრულებლიდან“ გენერლობამდე დაწინაურდა და დაიწყო ჩარევა ისეთ საქმეებში, რაც მას არ ეხებოდა და არც შეახებენ, ბიზნესგარჩევებში, მაგალითად, სცადა, საკუთარი გავლენების გამოყენება ძალოვნებში, მაგრამ გავლენა უნდა გქონდეს, რომ გამოიყენო, ხომ?

მოკლედ, ხარება ვერ შედგა გენერლად.

 „ხარებობა“ დამთავრდა – როგორ წარმოგიდგენიათ, აბა, ქვეყნის ყველაზე სასტიკი რაზმის, ყველაზე სასტიკი მეთაური ორჯერ ზედიზედ გაიგდონ და ცემონ? ან პატივისცემა არ ჰქონდეთ მისი და ან შიში? ხარება დამთავრდა და ამას ხარებას გარდა ყველა ხედავს.

შესაძლოა, ის ისევ დაუბრუნდეს მანქანიდან გინებას, ან ვინმე ისევ სცემოს, მაგრამ მის რეპუტაციას ბოლო მოეღო, ბიძინამ მის დაცვაზე უარი განაცხადა, ბიძინამ თქვა, რომ ის ერთ–ერთი შემსრულებელია და შესაბამისად, მას უკვე ყველა ისე ექცევა, როგორც შემსრულებელს, ანუ, კარგად მოიქცევა – დაასაჩუქრებენ, ცუდად მოიქცევა – გაიგდებენ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved