პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი:
“ახლა როგორ არ ვთქვა, როცა ივანიშვილმა თავის სპეცრაზმს ნიკა მელიას დაჭერა, დაავალა, ისე შეიჭრნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში სახურავიდან, სარდაფიდან და ყველა ლოკაციიდან კოსმოსის გარდა რომ იქ მორიგეობაზე მყოფმა პარტიის ლიდერებმა და უამრავმა აქტივისტმა დროულად ვერაფერი გაიგო. 20 ივნისს შესაშური ოპერატიულიბით დასთხარეს თვალები გავრილოვის საწინააღმდეგო მიტინგზე მყოფ მშვიდობიან ახალგაზრდებს.
საგარეჯოში კი ჩავიდნენ მაშინ როცა უკვე ამდენი ხალხი გამოგვეცალა ხელიდან. თუმცა მათთვის ხომ მთავარი ძალაუფლებაა და არა ხალხის სიცოცხლე რა გვიკვირს? უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ ჩემს საგარეჯოს და დაღუპულთა ოჯახებს. დღეს ყველანი საგარეჯოელები ვართ. იმედია გლოვას მაინც გამოაცხადებს ხელისუფლება მთელ ქვეყანაში.”
კომენტარები