• რეკლამა
  • კონტაქტი
06:39, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ (არ) უნდა დადგე ტროტუარზე, რომ ციხეში არ გამოგკეტონ? – “გეკას” უწყების საგანგებო განცხადება

ალია ავტორი - ალია
21:52 01-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
714
შსს წერს, რომ ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის კი არ იჭერენ, არამედ იმისთვის, რომ ტროტუარზე დგომისას, ხელი შეუშალეს მოქალაქეებს. ცნობისთვის, არაერთი ვიდეო არსებობს, სადაც რუსთაველზე, აქციის მონაწილეები, გამვლელებს ეკითხებიან, ხომ არ ეშლებათ ხელი სიარულში და ყველა უარყოფითად პასუხობს.
“გეკას” (შს მინისტრი, გელა გელაძე, ზედმეტსახელით გეკა) უწყება წერს:
გვსურს გამოვეხმაუროთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.
აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მანიპულაცია, რაც საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
სინამდვილეში საუბარია არა ტროტუარზე დგომაზე, არამედ შემთხვევაზე, როდესაც პირი აფერხებს ან ხელს უშლის მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, როდესაც შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე იმართება. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს კანონით ეკრძალება ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.
კონკრეტულ შემთხვევაშიც, ვინაიდან, 2025 წლის 17-18 დეკემბერს, შეკრების მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა სასამართლოს, ამ პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მოთხოვნით. სასამართლო სხდომაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის განხილვის დროს წარმოდგენილი და შეფასებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რისთვისაც მათ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები დაეკისრათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved