ჟურნალისტმა ვახო სანაიამ, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დაბადების დღეზე მყოფ ერთ-ერთ გოგონას ლიზი ნადირაძეს სოციალურ ქსელში მიწერა. ამის შესახებ მან გადაცემა „პოლიტმეტრში“ ისაუბრა და მიმოწერაც აჩვენა საზოგადეობას.
როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე? – ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომლითაც ვახო სანაია დაინტერესდა, რაზეც ლიზიმ უპასუხა:
„ანი გაბეჩავა გიორგი შაქარაშვილს, ჩემი მხრიდან იცნობდა და ანის თხოვნით მე დავპატიჟე გიორგი დაბადების დღეზე“- მისწერა ლიზი ნადირაძემ ვახო სანაიას.
როგორც აღმოჩნდა, ლიზი ნადირაძე ნახალოვკელებს არ იცნობდა და არც იმას ადასტურებს, რომ მარიამ ხატისკაცი და გიორგი შაქარაშვილი შეყვარებულები იყვნენ. მისი თქმით ადრე ერთმანეთი მოსწონდათ, თუმცა ბოლო პერიოდის მანძილზე ისინი მეგობროდნენ.
კომენტარები