• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში და ვის უნდა ანაკლიის პროექტის ხელში ჩაგდება? – გოცირიძის კითხვები და მინისტრის პასუხი

ალია ავტორი - ალია
13:51 09-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
688

“ტენდერობანა იმიტომ გააკეთეთ, რომ ჩინურ კომპანიას ჩაეგდო ეს პროექტი ხელში,” – ასე მიმართა “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრს.

 

თქვენი პასუხებიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთელი ეს ტენდერობანა იმიტომ გააკეთეთ, რომ ჩინურ კომპანიას ჩაეგდო ეს პროექტი ხელში. ვნახოთ, როგორც იტყვიან – აღდგომა და ხვალეო. შვეიცარული კომპანია არ ნიშნავს, რომ იქ არ არიან თუნდაც ჩინელები.

მთავარი შეკითხვა იყო, თუ რატომ ფერხდება ანაკლიის პორტის განვითარება, რატომ არ აცხადებს მთავრობა ინვესტორის მოსაზიდად კონკურსს და როდის აპირებს მას. მოგვიანებით გავიგეთ, რომ დაახლოებით, 20-მდე კომპანიამ შემოიტანა განაცხადი და აქედან, გუშინწინ მივიღეთ ბოლო ინფორმაცია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შეარჩია 2 კომპანია და გადაიყვანა მეორე ტურში. რას ნიშნავს მეორე ტური, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვაზუსტებ – გთხოვთ დაასახელოთ, ვინ არის ეს ორი კომპანია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ესენი ჩინური ან რუსეთთან დაკავშირებული პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული კომპანიები. ხომ არ არის აქ ისეთი საფრთხეები, როდესაც ანაკლიის პროექტი ისეთი გავლენის ქვეშ მოექცევა, რომ დაკარგოს გეოპოლიტიკური ხიბლი.

რომელმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში, გამჭვირვალობის პრინციპი მოითხოვს, რომ გამჟღავნდეს საჯარო ტენდერებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ჩვენ უნდა შეგვეძლოს შედარება ამ ორ კომპანიას და 20-მდე დანარჩენ კომპანიას შორის, რა პრინციპით შეირჩა ის. გვაინტერესებს, მონაწილეობდა თუ არა დასავლური, აშშ-იდან, კომპანიები.

რაც შეეხება ანაკლიის პროექტის გაჩერებას, ქვეყანამ ისტორიული შანსი დაკარგა, რომ გამხდარიყო რეგიონში უდიდესი პროექტი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის. რუსეთის პორტებსაც არ არის გამორიცხული რომ დაედოს სანქციები, ახლა ამ მომენტში, როდესაც ანაკლია უნდა ყოფილიყო ამოქმედებული, იმის შესახებ ვმსჯელობთ რომელი კომპანია იქნება ტენდერში გამარჯვებული. შეიძლება რომელიმემ ჩახსნას და გადავარდეთ 20 წლის წინ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით, დაახლოებით, 10 წლით უკან. ოცნების დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რომელმაც დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნები, ვინაიდან პარალელურად შენდებოდა შავ ზღვაზე ტამანის პორტი და მშენებლობები დაიწყო ერთდროულად, ტამანის პორტი დღეს მუშაობს, ანაკლიის პორტი კი ჰაერშია ჩამოკიდებული, პირდაპირ რუსეთის დავალება იქნა შესრულებული ოცნების მიერ,“ – ამბობს რომან გოცირიძე

“ანაკლიაში 2020 წლის დეკემბერში უნდა შემოსულიყო პირველი გემი – მიპასუხეთ, როდის შემოვა ანაკლიაში პირველი გემი,” – რომან გოცირიძის ამ კითხვას, ეკონომიკის მინისტრმა ასე უპასუხა:

“ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, რომ მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებით, სამი წელი უნდა დასჭირდეს პორტს, რომ პირველი ფაზა დასრულდეს. ვფიქრობთ, რომ მშენებლის შერჩევიდან 9 თვის განმავლობაში ყველა მოსამზადებელი სამუშაო იქნება დასრულებული და იურიდიულად იქნება მზად მშენებელი კომპანია, რომ სამუშაოს შეუდგეს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved