• რეკლამა
  • კონტაქტი
18:15, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როდის გახდა წიკლაურისთვის მერაბიშვილი მიუღებელი? არ მახსენდება გაებედა მერაბიშვილზე ზედმეტი ან გადაკვრით” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:11 01-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,526

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილის, ტვ პირველის ეთერით, ნუგზარ წიკლაურს და ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებს ეხმაურება, რომლებიც ამბობენ, რომ მის უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან და ამბობს:

ლევან ხაბეიშვილი:

-ნუგზარ წიკლაური საუბრობს ლამის სისხლიან 9 წელზე ლევან ხაბეიშვილის კონტექტსში, რომ არ მესმოდეს ხმა და კარდი არ მქონოდა, მეგონებოდა, რომ ამაზე საუბრობს ვოლსკი, პროპაგანდირებენ იმედზე, პოსტ. ტვ–ზე, ჩვენ გონიერი ამომრჩეველი გვყავს. პირველი აქცია 2012 წლის დეკემბერში, მე და ჩემმა მეგობრებმა გავმართეთ ივანიშვილის სახლთან… შეიძლება თქვენ სხვა წარმოდგენა გქონდათ ივანიშვილზე, მაგრამ 2012 წელსვე ვიცოდი რომ რუსი იყო, ისიც და მისი მთავრობაც.

როდის გახდა ნუგზარ წიკლაურისთვის ვანო მერაბიშვილი მიუღებელი? მე არ ვყოფილვარ ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში – თუმცა ვამაყობ მისი მხარდამჭერებით და მისი ისტორიითაც და ნუგზარ წიკლაური იყო მთავარიო სპიკერი ნაციონალური მოძრაობის დროს. არ მახსენდება გაებედა ვანო მერაბიშვილზე ზედმეტი ან გადაკვრით ეთქვა, როცა ის პოლიტიკაში იყო. 2012 წლიდან დღემდე, ლევან ხაბეიშვილის გასაშავებლად ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს, ოღონდ არ არსებობს არგუმენტი – მოგისმენიათ, რომ ხაბეიშვილი იყო ჯალათი, კორუმპირებული, ან ვინმეს რამე მოპარა? ეგეთი არგუმენტი არ არსებობს ბუნებაში. ქართულ ოცნებასთან ერთად დაიწყეს პროპაგანდა, თურმე ვანო მერაბიშვილი დგას ხაბეიშვილის უკან, თითქოს კეზერაშვილი დგას ხაბეიშვილის უკან. ვინ ლაპარაკობს? ნუგზარ წიკლაური? გამახსენეთ უკანასკნელ წლებში რა პრობლემები შეუქმნა ბიძინა ივანისვილს, ან ვინ ამხილა? სისხლიანი ცხრა წელიო ლაპარაკობს, ამით შეურაცხყოფას მარტო ვანო მერაბიშვილს კი არ აყენებს, ან ჩემ მხარდამჭერებს…

დიანა ტრაპაიძე:

-ვანოს ექომაგებით?

ლევან ხაბეიშვილი:

-ვანო მერაბიშვილზე ვლაპარაკობ? მომავალ თაობაზე ვლაპარაკობ. ამ ახალგაზრდებზე (ლევან ხაბეიშვილს სტუდიაში მიტანილი ჰქონდა ფოტოები ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა წევრების, საკრებულოებიდან, რომლებიც მას უჭერენ მხარს.) ჩემ უკან ვინ დგას, აი, მაგალითად, ჯუბა მგელაძე, თაკო მეტრეველი, ბონდო თედორაძე, ლაშა რუხაია, ნარგიზა ალიევა, ლაშა კობახიძე, თათია ნიკოლაშვილი, ეკა პაპუაშვილი, ცოტნე აბესაძე, ლადო დანელია და ანიტა ჯოჯუა – საკრებულოების წვერები, ახალგაზრდები. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მომავალი.  ეს ქვეყანა არის ამ ახალგაზრდების ასაშენებლი. ნუგზარ წიკლაურმა ბოლოს როდის ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე, უჩა მამაცაშვილზე, ლილუაშვილზე, ფარცხალაძეზე, ერთი შემთხვევა მითხარით, როცა პირველწყარო იყო რაიმე თემის, რაიმე აქტივობის, გარდა იმისა, რომ არის კომენტარტორი, უძრავი კომენტატორების დრო ნაციონალურ მოძრაობაში არ იქნება. დღეს არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კეზერაშვილი, ნაციონალური მოძრაობის წევრი არ არის ვანო მერაბიშვილი, დღეს არჩევნები არის ლევან ხაბეიშვილის და მე მესვრის ტალახს ბატონი ნუგზარი. რა გგონიათ რისთვისაა ეს ნიაღვარი? ვისაც უნდა ნაციონალური მოძრაობა იყოს მოძრაობაში ყველას მივესალმები. მხარს დამიჭერს ვანო მერაბიშვილი? ცხადია მივესალმევი, ცხადია მივესალმები ვისაც უნდა ამ ქვეყანში ცვლილებები რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. ეს ახალგაზრდები არიან ვანო მერაბიშვილის მართული? ხვალ არ გამიკვირდება, რომ ნუგზარ წიკლაურმა ბანერი მოიტანოს, ეშვებიდან როგორ მოდის სისხლი ვანოს, კეზერაშვილს და ხაბეიშვილს. მე არ ვიცნობდი ვანო მერაბიშვილს, არანაირი შეხება არ მქონია, არასოდროს, ნუგზარ წიკლაური იყო იმ პარტიის სპიკერი, რომლის გენერალური მდივანი იყო ვანო მერაბიშვილი, როგორ შეიძლება ნუგზარ წიკლაური მე მელაპარაკებოდეს სისხლიან ცხრა წელზე? მე ვამაყობ ნაციონალური მოძრაობით, მისი ისტორიით, პრეზიდენტ სააკაშვილის გაკეთებულებით…

დიანა ტრაპაიძე:

-დაშავებულების?

ლევან ხაბეიშვილი:

-უნდა ეგო თუ არა პასუხი ვინც მართლა რამე დააშავა? კი, ოღონდ არა მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოებით, მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლო ვერ იქნება სამართლიანი.

 

 

 

 

თეგები: ვანო მერაბიშვილილევან ხაბეიშვილინუგზარ წიკლაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved