• რეკლამა
  • კონტაქტი
01:58, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის და რატომ დაიწყო დაპირისპირება პრიგოჟინსა და რუსეთის გენშტაბს შორის? – “გერასიმოვის დანიშვნა მხოლოდ ეს შიდა გადალაგება არ მგონია”

ალია ავტორი - ალია
20:43 01-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,340

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:

“მთელი ეს დაპირისპირება პრიგოჟინსა და გენშტაბს შორის გუშინ არ დაწყებულა.
2018 წელს, ევგენი ვიქტოროვიჩმა გადაწყვიტა, რომ დეირ ეზ ზორის რაიონში არსებული ნავთობის საბადოები შესანიშნავი შენამატი იქნებოდა მისი ბიუჯეტისთვის და სირიის სამთავრობო ძალებისა და ვაგნერის მონაწილეობით ქალაქ ხაშამის შტურმი დაგეგმა.
მათდა საუბედუროდ, იქვე იყო სირიის დემოკრატიული ძალების შტაბბინა, სადაც ასევე რამდენიმე ათეული ამერიკელი სპეცი იმყოფებოდა.
მდინარის გადაკვეთის პირველი მცდელობისას, ამერიკელებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს და შემტევებმა უკან დაიხიეს.
იმავე ღამეს, უკვე 500-ზე მეტი სირიელი და ვაგნერელი სპეცი გადავიდა მეორე ნაპირზე და ის იყო ქალაქის შტურმი უნდა დაეწყოთ, როცა ამერიკელებმა ესროლეს ყველაფრიდან, რისი საშუალებაც ჰქონდათ: გამანადგურებლებიდან, ვერტმფრენებიდან, დრონებიდან და ასევე, ჩვენთვის კარგად ნაცნობი M777-ებიდან და HIMARS-ებიდან (კი, კი, პრიგოჟინსა და მის ბანდას ბევრად ადრე აქვს გამოცდილი ჰაიმარსის გულთბილი დახვედრა).
საბოლოოდ, რამდენიმესაათიანი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ასადისტებმა ასზე მეტი მკვდარი, ხოლო ვაგნერმა რამდენიმე ათეული კონტრაქტორი დატოვა ბრძოლის ველზე და გაიქცა ისე, რომ ამერიკელებს ერთი ნაკაწრი არ ჰქონიათ.
როგორც აღმოჩნდა, სანამ ამერიკული არმია ცეცხლს გახსნიდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდნენ იმის გასარკვევად, იყვნენ თუ არა შემტევებში რუსი სამხედროები. შოიგუ-გერასიმოვის უწყებამ ხელები დაიბანა, საერთოდ არ ვიცით ეგენი ვინ არიანო და ამერიკელებმაც დაუბაბანეს!
მეორე დღეს კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირ გამოაცხადა, ჩვენები იქ არ ყოფილან, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთო.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უყურა რა შოიგუს უწყებამ, რომ რეგულარულ ნაწილებთან შედარებით, ვაგნერელი ზეკები უფრო ეფექტურად იბრძოდნენ (გათავისუფლების მოტივაციისა და ვაგნერში არსებული ტოტალური დისციპლინის ხარჯზე), ზაფხულის ბოლოს გადაწყვიტა, რომ ციხეებიდან კრიმინალების მოხიკვა და ფრონტზე გარეკვა არც თუ ისე ცუდი იდეა იყო.
ამას მოჰყვა სექტემბერში ხარკივიდან სამარცხვინო გაქცევა და პრიგოჟინმაც ამდენი ხნის ნაგროვები ბოღმა ამოანთხია, შედგა რა გენერალ ლაპინს, რომელიც ფრონტის ამ მონაკვეთის დაცვაზე იყო პასუხისმგებელი და მისი რიგითამდე დაქვეითება და ფრონტის წინა ხაზზე გაშვება მოითხოვა.
ლაპინი მოხსნეს, ხოლო უკრაინაში ოპერაციის ხელმძღვანელად, (როგორც ამბობენ) ვაგნერთან დაახლოებული სუროვიკინი დანიშნეს.
თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ აქტიურად გააგრძელა ციხეებიდან ზეკების გარეკვა. თან ვაგნერზე ორჯერ მეტ ხელფასს, ოფიციალურ კონტრაქტს (ოღონდ დნრ-ლნრ-ის დანაყოფებში), დაჭრის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს საუკეთესო კლინიკებში მკურნალობას და სხვა ბენეფიტებს დაპირდნენ. ბევრმა კრიმინალმა, რომელმაც ვაგნერში წასვლისგან თავი შეიკავა, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებზე უარი აღარ თქვეს.
რუსულ ციხეებში ჯამურად (ქალიან, კაციან, მოხუციან, ავადმყოფიან, არასრულწლოვანიანად) სულ 440 000 დამნაშავე იხდის სასჯელს, მათი 10% უკვე ფრონტზეა და მობილიზების დიდი რესურსი აღარაა დარჩენილი. ამიტომ, ეს ორი კანტორა ერთმანეთს დაეტაკა, ვინ უფრო მეტის წაყვანას შეძლებდა და როგორც ჩანს, ამ ბოლო დროს სასწორი თავდაცვის სამინისტროსკენ იხრება.
გემახსოვრებათ, ორიოდე კვირის წინ, ვაგნერელებმა გერასიმოვს სულ პიდორი ეძახეს – ბიჭები წინა ხაზზე გვეღუპებიან და შენ ჭურვებს არ გვიგზავნი, რომ დავეხმაროთო.
ორიოდე დღის წინ, ეს ჩვენი “პიდორი გერასიმოვი” უკრაინაში ოპერაციის ხელმძღვანელად დანიშნეს და სუროვიკინი დააქვეითეს.
ის პრიგოჟინის ნაგინები ლაპინი დააწინაურეს და შტაბის ხელმძღვანელად დანიშნეს.
ანუ, აწი ლაპინზეა დამოკიდებული რა შეირაღებას და ამუნიციას მიიღებს ვაგნერი. ხოლო “პიდორი გერასიმოვი” გადაწყვეტს ვაგნერი სუიციდურ დავალებაზე გაუშვას და უკრაინელებს ამოახოცინოს, თუ ადეკვატური ამოცანები დაუსახოს.
ამას მოჰყვა პრიგოჟინის სასწრაფო ჩასვლა სოლედარში და ქალაქის აღების ვაგნერის პირად დამსახურებად გამოცხადება. რაზეც მეორე დღეს თავდაცვის სამინისტრომ უპასუხა – ბევრს ნუ ტლიკინებ, სადესანტო ძალების დახმარება რომ არა, ჩემ ფეხებს აიღებდიო.
დღეს კი, ევგენი ვიქტოროვიჩმა პასუხი დაუბრუნა: მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო ჯიუტად ცდილობს ვაგნერის დამსახურებები არ შეიმჩნიოსო.
მოკლედ, ეს კონფლიქტი მხოლოდ გაღრმავდება და შეიძლება, პირველივე წარუმატებლობა, მომდევნო, კიდევ ერთი უკანდახევა, რომელიმე მხარისთვის საბედისწერო გამოდგეს.
ამ ეტაპზე, აშკარად შოიგუს კლანმა მოიგო.
ოღონდ, გერასიმოვის დანიშვნა მხოლოდ ეს შიდა გადალაგება არ მგონია.
გერასიმოვის დაგეგმილი იყო მთელი ეს “ვაზმიომ კიევ ზა ტრი დნია” სპეცოპერაცია, რომელიც კატასტროფულად ჩაფლავდა და ეჭვი მაქვს, ამჯერად უკანასკნელ შანსს აძლევს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი, სიტუაცია კარდინალურად შემოატრიალოს.
ამიტომ მგონია, რომ რუსების კიდევ ერთი დიდი შეტევა თითქმის გარდაუვალია. რომლის ჩავარდნის შემთხვევაშიც (რაშიც მე ეჭვი არ მეპარება), შეიძლება ისე გაუხდეთ რუსებს საქმე, რომ ერთმანეთს ასწრებდნენ ფრონტის ხაზიდან.”
თეგები: ლევან ყურაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved