• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის და რაშია მხილებული “ოცნების” რჩეული ჩინური კომპანია? – ბრალდებათა სია

ალია ავტორი - ალია
15:45 06-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

ანაკლიის პორტს საეჭვო რეპუტაციის ჩინური კომპანია ააშენებს – პორტის მშენებლობისთვის შერჩეულ კონსორციუმში შემავალი კომპანიების შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველო აქვეყნებს და წერს, რომ 2021 წლის ივნისიდან ჩინური კონსორციუმის წამყვან კომპანიას China Communications Construction Company Limited (CCCC) აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული.

 

“პორტის მშენებლობისთვის შერჩეული კონსორციუმში შედიან ჩინური სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) და China Harbour Investment Pte. Ltd, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული, მაგრამ იმავე ჩინური სახელმწიფო კომპანიის შვილობილია. ასევე, კონსორციუმის ქვეკონტრაქტორები არიან China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co.

2021 წლის ივნისიდან ჩინური კონსორციუმის წამყვან კომპანიას China Communications Construction Company Limited (CCCC) აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული. ის აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი ჩინური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილად ყოფნის გამო. ამ სიაში შეყვანილ კომპანიებს არ ეზღუდებათ აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციები, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. აშშ-ის ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, თუ ამერიკულ კომპანიებს სურთ აღნიშნულ სიაში შემავალ კომპანიებთან ტრანზაქციების განხორციელება გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე, მთავრობისგან ნებართვა უნდა მოიპოვონ. ეს ნიშნავს, რომ CCCC-თან თანამშრომლობით საქართველო არ არღვევს სანქციების რეჟიმს, თუმცა Non-SDN სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიას ეკრძალება ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.

CCCC სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიაა, რომელიც ფოკუსირებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე და ოპერირებაზე, მათ შორის პორტების, აეროპორტების და ა.შ. CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია აშშ-ის OFAC-ის სიაში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის არმიისთვის ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო მოხვდა. აშშ-ის შეფასებით, კუნძულების მშენებლობით საერთაშორისო სამართლის ნორმები დაირღვა.

CCCC რამდენიმეჯერ იყო მხილებული კორუფციულ ფაქტებში: 

2009 წელს ფილიპინების მთავრობის გამოცხადებულ ტენდერში თაღლითობის ფაქტების აღმოჩენის გამო მსოფლიო ბანკმა CCCC-ს რვა წლით აუკრძალა მის პროექტებში მონაწილეობა;

2009 წელს ეკვატორულ გვინეაში CCCC-ს შვილობილმა კომპანიამ ქვეყნის პრეზიდენტის შვილს 19 მლნ დოლარის ქრთამი გადაუხადა ტენდერში დახმარების სანაცვლოდ;

2014 წელს ეკვადორში CCCC-ის შვილობილმა კომპანიამ მოწინავე ტექნოლოგიების განათლების ცენტრი ააშენა. აშენებიდან რამდენიმე წელში შენობის 80%-ზე მეტი უსარგებლო აღმოჩნდა უხარისხოდ მშენებლობის გამო;

2018 წელს ბანგლადეშის მთავრობამ CCCC-ის შვილობილ კომპანიას China Harbor Engineering Company-ს ბანგლადეშში საქმიანობა აუკრძალა საჯარო მოხელეების მოქრთამვის მცდელობის გამო;

2018 წელს მალაიზიის მთავრობამ შეაჩერა CCCC-ის სარკინიგზო პროექტი. მიზეზი აქაც კორუფცია იყო.

CCCC-ის შვილობილი კომპანია China Road and Bridge Corporation, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტშიც არის ჩართული, საქართველოში 2018 წლიდან საქმიანობს, კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთს აშენებს. სამშენებლო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) დააფინანსა. 2021 წლის ნოემბრიდან China Road and Bridge Corporation წნორის შემოვლით გზას აშენებს, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში 2020 წლის 10 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია CCCC-თან დაკავშირებით, სადაც აღნიშნავს, რომ ჩინური კომპანიის საქმიანობა განვითარებად ქვეყნებში უხარისხო მშენებლობით, შრომის უფლებების დარღვევით, გარემოს დაზიანებით და არამდგრადი დავალიანებით გამოირჩევა. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მიმდინარე წლის 1 ივნისს. მან დამატებით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „საფრთხე არ დაემუქროს საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ან ქვეყნის ევროატლანტიკური პარტნიორების უსაფრთხოებას”.

„რუსული კანონის“ მიღების პარალელურად, ანაკლიის პორტის პროექტში აშშ-სგან სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიის შემოყვანა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების გაგრძელებაა. ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეკონომიკურ დატვირთვასთან ერთად, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური განზომილება აქვს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩინური კომპანია გამორჩეულია კორუფციული სკანდალებით, რაც ზრდის საქართველოში კორუფციის იმპორტის რისკებს. მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებზე რეპრესიებს ახორციელებს. არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში კორუფციული რისკების კონტროლის და პრევენციის აუცილებელი ინსტიტუტია. ” ნათქვამია TI-ს განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში
ახალი ამბები

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში

14:48 06-24-2025
თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს

13:51 06-24-2025
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

13:48 06-24-2025
#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია
ახალი ამბები

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია

15:51 06-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved