• რეკლამა
  • კონტაქტი
17:14, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის ჩატარდება თბილისობა 2021 და რა ოდენობის თანხაა მისთვის გამოყოფილი?

ალია ავტორი - ალია
17:16 10-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

თბილისის მერია თბილისობა 2021-სთვის ემზადება. მერიამ გამარტივებული შესყიდვით ღონისძიებისთვის საჭირო მომსახურების შეძენა დაიწყო, რაც თბილისის მერიის ბიუჯეტს 498 500 ლარი უჯდება.

ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, თბილისობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 დღით ადრე, 24 ოქტომბერს ჩატარდება, თუმცა მთაწმინდის პარკში თემატურად დეკორირებულ სცენაზე მოწყობილ საზეიმო კონცერტს ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მაყურებელი არ ეყოლება.

ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ, 29 სექტემბერს ისაუბრა. 

“მინდა გითხრათ, რომ გვექნება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიება და პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ამის ნახვა”. – თქვა კალაძემ. 

გამარტივებულ შესყიდვას თან ახლავს კითხვებიც, რომელთაგან ერთ-ერთია, თუ რატომაა ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის, რაზეც თბილისის მერია პასუხობს, რომ ღონისძიების ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურება.

“თბილისობამ უკვე მრავალი წელია დაიმკვიდრა სახალხო დღესასწაულის სტატუსი. სახალხო დღესასწაულებისადმი, მათ შორის თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მათი მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება”. – პასუხობს თბილისის მერია.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved