• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდიდან იგეგმება ავტოსაგზაო ჯარიმებზე ფასების ზრდა? – მინიმალური ჯარიმა 70 ლარიდან დაიწყება?!

ალია ავტორი - ალია
21:43 11-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ანი დვალიშვილი, „ალია“

სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში ზეთის გაყიდვის პროცენტმა დაახლოებით 15-ით იკლო, ანუ მას შემდეგ, რაც ზეთი გაძვირდა, მოსახლეობა ცდილობს,  ნააკლები მოიხმაროს და სავარაუდოდ, შემწვარი კარტოფილისა და კვერცხის ნაცვლად, ამ პროდუქტებს მოხარშულს მიირთმევს. ჰოდა, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ იანვარში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება და ზეთი უფრო ნაკლებად გაიყიდება, რადგან 1-ლი დეკემბიდან მისი ფასი ისევ იმატებს. მარტივად აგიხსნით – როგორც პურის ფქვილის, ისე ზეთის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. ახლა ტონა ზეთის განბაჟების ფასი 194 დოლარია, ხოლო 1 დეკემბრიდან –  277 დოლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ლიტრი ზეთის ფასი დაახლოებით 30 თეთრით გაიზრდება, მაგრამ ქართული ბიზნესის თვისება ხომ იცით, დაამრგვალებენ და საუკეთესო შემთხვევაში,  50 თეთრით გაზრდიან. ამას დაუმაატეთ ასევე დეკემბერში მოსალოდნელი პურის კიდევ ერთხელ გაძვირება, დაამატეთ საწარმოებისთვის ბუნებრივი აირის გაძვირება, რასაც ავტომატურად პროდუქციის გაძვირება მოჰყვება და მიხვდებით, რომ საინტერესო ახალი წელი გველოდება. აბა, როგორ არ გავიხსენოთ, რომ კომუნისტების დროს, კახეთის რეგიონში იმდენი მზესუმზირა მოჰყავდათ, ზეთი საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტს ჰყოფნიდა, მაგრამ 90-იან წლებში სარწყავი სისტემის მილები ჯართად  გავყიდეთ და შესაბამისად, იმ მინდვრებზე ახლა ბალახიც აღარ ამოდის.

დაანონსებული ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, სახელმწიფოს რეალურად ძალიან, ძალიან უჭირს. ამას ისიც მოწმობს, რომ აბსოლუტურად ყველა ექსპერტს, მოსალოდნელი ინფლაციის ეშინია და თუ ეს პროცესი დაიწყება, არ იქნება 5 და 10 თეთრიანი ინფლაცია, ლარი შეიძლება ისე გაიქცეს, ცხენიანი კაცი ვერ დაეწიოს. ეროვნული ბანკი კი ამტკიცებს, მზად ვართო, მაგრამ იმასაც ამბობს, ჩვენი ჩარევა მოკლევადიანი იქქნება და სახელმწიფომ რამე უნდა მოიფიქროსო. სახელმწიფომაც მოიფიქრა და საჯარო მოხელეების ხელფასები გაზარდა, თუმცა საამისო ფული ბიუჯეტში არ აღმოაჩნდა, როგორც ის ფული, რომლითაც ამომრჩეველს გრანდიოზული პროექტების განხორციელებას დაპირდა.

თქვენი აზრით, რას ნიშნავს ციფრი 4.348 მილიარდი ლარი? ზუსტად ამ ოდენობის სესხის აღებას გეგმავს საქართველო 2022 წელს. შეგახსენებთ, რომ არც თუ დიდი ხნის წინ, ევროკავშირისგან შეღავათიან პროცენტში 75 მილიონ ევროზე ვთქვით უარი, აქაოდა, არ გვჭირდება, ყველაფერი რიგზეაო. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ბიუჯეტში, ხელისუფლებამ პანდემიასთან საბრძოლველად 2021-ში გამოყოფილი 850 მილიონი ლარი აღარ გაითვალისწინა, აღარ გვჭირდებაო. არადა, პანდემიასთან ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო ეტაპზე სწორედ ახლაა და ამით მთავრობამ აღიარა, რომ ეს თანხა უბრალოდ არ ჰქონდა. ახლა კი, სავარაუდოდ, სწორედ ამ 4 მილიარდიდან აიღებენ ფულს და კლინიკებს თავს დაანებებენ. კლინიკები რა შუაშია? სწორედ, რომ თავშია. გაზრდილი მოთხოვნის შემდეგ, არაერთმა კლინიკამ საწოლფონდი გაზრდა, რადგან კოვიდ-ინფიცირებულების გარდა, საწოლები სხვა ავადმყოფებისთვისაც დაეთმო და ჯაანდაცვის სამინისტრო სწორედ ამ გაზრდილ საწოლებზე არ აპირებს… საყოველთაო დაზღვევის პაკეტის გადახდას. ამ ნაბიჯით სამინისტროს სწორედ რომ ხარჯების შემცირება სურდა და სავარაუდოდ, მორჩენილი ფული პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა მიემართა, მაგრამ ეჭვი გვაქვს, პანდემიასთან გასამკლავებელი თანხა იმ 4.348 მილიარდში გათვალისწინებული იქნება. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ამ ვალის აღების გარეშე, პენსიონერებისთვის 1-ლი იანვრიდან დაპირებული 20-ლარიანი მატების გადახდაც შეუძლებელი იქნებოდა.

ვალის აღების გარდა, ხელისუფლებამ ააუცილებლად უნდა მოახერხოს და ბიუჯეტის შესავსებად სხვა მეთოდებსაც მიმართოს. ერთ-ერთი ასეთი 2022 წლიდან ავტომობილებისთვის კატალიზატორის ქონის ვალდებულებაა. მართალია, ჯერჯერობით ეს ყველა ავტომობილს არ ეხება, მაგრამ გვეუბნებიან, მომავალი წლის მეორე კვარტლიდან ყველასთვის სავალდებულო გახდებაო. საქართველოში მანქანების აბსოლუტური უმრავლესობა კატალიზატორების გარეშე დადის და თუ ამ ნივთის ფასს გავითვალისწინებთ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი პანიკა დაიწყება საავტომობილო ბაზარზე. ასევე მეორე კვარტლიდან იგეგმება ავტოსაგზაო ჯარიმებზე ფასების ზრდა და ეს განსაკუთრებით ნასვამ მძროლებს შეეხებათ. როგორც გვეუბნებიან, მინიმალური ჯარიმის ფასი 70 ლარიდან დაიწყება და ამდენი ეღირება მაგალითად საჭესთან მობილურით საუბარი.

ზოგადად, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ბოლო ათ წელიწადში ყველაზე მეტად საკვებმა პროდუქტებმა მოიმატა და ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარი წარმოება გააძლიეროს. ყველა, გარდა საქართველოსი, რადგან პოლიტიკური სიტუაციის გადამკიდეთ, აღარ ახსოვთ, რომ არსებობს სხვა სფეროებიც, რომ არსებობს მიწა, რომელზეც შემოდგომაზე ხორბალი უნდა დათესილიყო, რომ გლეხები გადავიდნენ საფურაჟე სიმინდზე და თეთრი სიმინდი სანთლით საძებარია. არადა, ღომი და მჭადი მხოლოდ თეთრი სიმინდისგან კეთდება. სხვათა შორის, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა თქვა, გლეხებს მუშა-ხელის მოძიების პრობლემა უდგათ, დღიურ სამუშაოზე 80 და 100 ლარადაც კი არავინ თანხმდებაო. არადა, გლეხებს ამდენი ფული არ აქვთ და მაქსიმუმ 50 ლარს სთავაზობენ. 50 ლარი კი 15 დოლარზე ცოტა მეტია, ანუ ის თანხაა, რასაც საზღვარგარეთ არალეგალურად მომუშავე ქართველებს საათში უხდიან და ამიტომ, ყველას ევროპაში წასვლა ურჩევნია.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც აუცილებლად ძალიან მალე შეგვახსენებს თავს. საქართველოს მოქალაქეები ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას მექსიკიდან ცდილობენ და სწორედ მექსიკაში მიემგზავრებიან. რამდენიმე ათეულ ადამიანს უკვე შეექმნა სერიოზული პრობლემა როგორც უშუალოდ იმ მექსიკელებთან, რომლებთაც მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავთ, ასევე ამერიკელ სამართალდამცავებთან. ოკეანის გაღმა ქართველთა მასობრივი გადინება კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული და თან შტატებში მექსიკის გავლით შესვლა უდიდეს რისკებთან არის დაკავშირებული. ჰოდა, იქნებ ის სჯობდეს, პოლიტიკური თამაშების ნაცვლად, სამუშაო ადგილების შექმნაზე იფიქროთ და ღირსეულ ხელფასებზე, თორემ საჯარო სამსახურების მოხელეებს რომ ჯამაგირი მოუმატეთ, ბევრი ვერაფერი შვებაა – ისინი არც ისე ბევრნი არიან და ქვედა რგოლისთვის მატება იმდენად უმნიშვნელოა, სათვალავში ჩასაგდებად არც კი ღირს.

თეგები: ჯარიმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved