• რეკლამა
  • კონტაქტი
21:01, კვირა, 22 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როდესაც ვკითხულობ დღეს პოსტებს თუ რა უსამართლოდ იქცევა ისრაელი და აშშ სულ მაქვს კითხვა…“ – რას წერს ირაკლი მელაშვილი?

ალია ავტორი - ალია
16:30 06-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,516

პარლამენტის ყოფილი წევრი, ირაკლი მელაშვილი:

„2015 წელს ირანის სულიერი ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ 25 წელიწადში ისრაელის სახელმწიფო არსებობას შეწყვეტდა. 2017 წლის ივნისში ირანის დედაქალაქ თეირანში, პალესტინის მოედანზე დააყენეს ისრაელის განადგურების საათი, რომელიც დროის უკუათვლას ახდენდა ხამენეის განცხადების თანახმად ისრაელის განადგურების საბოლოო თარიღამდე.
როცა განვსჯით ისრაელის ან აშშ-ს ქმედებას, თუ რატომ გამოიყენეს სამხედრო ძალა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ დაბომბეს ირანი, ერთი წამით წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ისრაელის ადგილას.
– რომ, არსებობს ქვეყანა, რომლის გაცხადებული პოლიტიკური მიზანია ჩვენი სახელმწიფოს განადგურება;
– ეს სახელმწიფო აპირებს ატომური იარაღის შექმნას და უკვე გააჩნია ბირთვული იარაღის ტარების შემძლე რაკეტები, რომლებიც თავისუფლად სწვდება ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიას.
– რომ, 30 წლის განმავლობაში არ გაჭრა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, არც ერთი ქვეყნის არანაირმა მოლაპარაკებებმა, არანაირმა გაეროს რეზოლუციებმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციის გაფრთხილებებმა, რათა ამ სახელმწიფოს უარი ეთქვა ბირთვული იარაღის შექმნაზე.
– რომ, ხელში გვაქვს დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს ქვეყანა ძალიან ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნასთან
– რომ, ყველაფერთან ერთად გადაწყვეტილების მიღება დაარტყას თუ არა ატომური იარაღით ჩემ ქვეყანას, დამოკიდებულია ფაქტობრივად ერთ ფანატიკოსზე და მის რელიგიური ფანატიკოსებით დაკომპლექტებულ გარემოცვაზე, რომლებიც ჩემი ქვეყნის განადგურებას ლამის თავიანთ რელიგიურ მისიად მიიჩნევენ.
მაინტერესებს, ჩვენ რას ვიზამდით ისრაელის ადგილას რომ ვყოფილიყავით? ჩვენ, ქართველები გამოვიყენებდით თუ არა ჩვენ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა დაგვეცვა ჩვენი არსებობის უფლება, ჩვენი და ჩვენი შვილების აწმყო თუ მომავალი? თუ მორიგ ჯერზე მივმართავდით გაეროს უშიშროების საბჭოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რათა მათ შეეჩერებინათ ჩვენი განადგურების მოსურნე სახელმწიფოში ბირთვული იარაღის წარმოება, რაც მეოთხედი საუკუნე ვერ მოახერხეს? ძალიან ეჭვი მეპარება.
როდესაც ვკითხულობ დღეს პოსტებს თუ რა უსამართლოდ იქცევა ისრაელი და აშშ სულ მაქვს კითხვა და ამ ხალხის აზრი, სამართლიანი რა იქნებოდა?
– მიეცათ ირანისთვის ატომური იარაღის შექმნის უფლება და ისრაელში მცხოვრები ხალხებს, ებრაელებს, არაბებს და სხვებს ყოველდღიურად ეცხოვრათ ფიზიკური განადგურების საფრთხის ქვეშ?
– საერთოდ შეეწყვიტათ განვითარება და დაბრუნებოდნენ პირველყოფილი წყობილების დონეს? თუ არა და რომელი გიჟი ჩადებს ისეთ ქვეყანაში ფულს, რომელზეც ბირთვული რაკეტები აქვს დამიზნებული რელიგიური ფანატიკოსებს და საათი აქვთ დაყენებული ამ სახელმწიფოს განადგურების დროის ათვლით ?
– თუ საერთოდ, როგორც 26 საუკუნის წინ, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II დაპყრობის შემდეგ მოუწიათ ისრაელის დატოვება და მთელ მსოფლიოში მიმოფანტვა, ატომური დაბომბვის საფრთხისგან გადასარჩენად ასე უნდა მოქცეულიყვნენ?
ირანს მიერ ატომური იარაღის დაუფლების შემთხვევაში ზემოჩამოთვლილის გარდა, რა გზა რჩებოდა ისრაელს?
როდესაც ვინმე ცდილობს საერთაშორისო სამართალი მოიშველიოს ისრაელის და აშშ-ს მიერ ირანზე თავდასხმის დაუშვებლობის დასასაბუთებლად, მაინტერესებს, საერთაშორისო სამართლის რომელი ნორმა აძლევს ერთი სახელმწიფოს ლიდერებს უფლებას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს მეორე სახელმწიფოს არსებობას?
ნამდვილად არ მიმაჩნია არც ერთი სახელმწიფო, მათ შორის არც ისრაელი და არც აშშ, ფრთიან ანგელოზებად, მითუმეტეს არც ვინმეს იდეალიზების მომხრე ვარ, უამრავ რამეზე შეიძლება მოედავო ორივეს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ამ კონფლიქტში, სანამ ამ ორ “აგრესორს” გავაკრიტიკებთ და ანათემას გადავცემთ, იქნებ დავფიქრდეთ ზემოთმოყვანილ საკითხებზე.“
თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved