• რეკლამა
  • კონტაქტი
17:02, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდესაც ვამბობთ რომ დღეს საქართველოში საკუთარ თავს უსაფრთხოდ არავინ გრძნობს ეს თქვენი დანაშაულია – გიორგი ვაშაძე პრემიერ გიორგი გახარიას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
15:41 08-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში  კატასტროფული კრიმინოგენური მდგომარებაა და მიაჩნია, რომ “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის ძალისხმევით,  სამართალდამცავი უწყებები სრულიად ჩამოშლილია, საქართველოში ხალხი თავს დაცულად ვერ გრძნობს და ქართული პოლიციის საქმიანობის პრინციპები ფაქტობრივად, დეგრადირებულია.

ვაშაძის თქმით, მიუღებელია,  პოლიცია მხოლოდ პოლიტიკური  დავალებების შესრულებისთვის გამოიყენო და ადამიანების გაუჩინარების, მკვლელების თუ სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულებების გამოძიება არ გაღელვებდეს და გვერდით გადადო.  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ხელისუფლებას ბურუსით მოცული კრიმინალური საქმეების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

“ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენური მდგომარეობაა. დღეს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგად დაზარალებულ ერთ-ერთ  ოჯახში ვიმყოფებოდი, ქალბატონი ლალი 4 წელია ითხოვს საკუთარი შვილის, 24 წლის გოგონას  გაუჩინარების საქმის სრულფასოვან გამოძიებას. უამრავი პასუხგაუცემელიკითხვა და ლაფსუსია გამოძიების ირგვლივ. ეს  უმძიმესი ტრაგედიაა ოჯახისთვის, როცა 24 წლის გოგოა  გაუჩინარებული და კიდევ უფრო  დიდი ტრაგედიაა, როცა გულგრილი დამოკიდებულებაა  სამართალდამცავი  ორგანოების მხრიდან.

მივმართავ პრემიერ მინისტრ გახარიას და შინაგან საქმეთა მინისტრს – რა არის თქვენი ფუნქცია თუ არა ეს კრიმინალური საქმეების გამოძება?  როდესაც ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში საკუთარ თავს უსაფრთხოდ არავინ გრძნობს, ეს თქვენი დანაშაულია, სწორედ ასეთი გამოუძიებელი და ბურუსით მოცული საქმეები იძლევა ამის საბაბს. არ შეიძლება, პოლიცია მხოლოდ პოლიტიკური  დავალებების შესრულებისთვის იქნას გამოყენებული და არ აღელვებდეს ამდენიადამიანის გაუჩინარება,მკვლელობა  თუ ქვეყანაში არსებული ძალადობის ფაქები.

უმძიმესი სურათია რაც დღეს საქართველოში ხდება და ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ  ყველამ ერთად, რადგან სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას თავისი თავის გარდა არაფერი აინტერესებს. პოლიციის სისტემის ასეთი დეგრადირება უკვე  კატასტროფაა,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved