• რეკლამა
  • კონტაქტი
21:24, ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როდესაც პოლიტიკოსი, რომელსაც მხარს უჭერდნენ, კორუმპირებული თუ მატყუარა აღმოჩნდება, ადამიანები იწყებენ მის გამართლებას – “ტყუილია”, “მტრებმა მოუგონეს“ – ზურაბ ფარჯიანი

ალია ავტორი - ალია
19:26 11-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120
დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
„რატომ ვერ ახერხებთ პროპაგანდით მოწამლული ადამიანის გადარწმუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფაქტს დაულაგებთ ცხვირწინ?!
ჩემი აზრით, ამას კარგად ხსნის “კოგნიტური დისონანსის” შესახებ თეორია, რომელიც წარმოიშვა ამერიკულ სექტაზე, სახელად „მაძიებლები“ (The Seekers) დაკვირვებიდან.
სექტას ხელმძღვანელობდა ვინმე დოროთი მარტინი, რომელიც ამტკიცებდა, რომ იღებდა შეტყობინებებს უცხოპლანეტელებისგან პლანეტა კლარიონიდან, რომლებსაც ის “მცველებს” უწოდებდა.
ქალბატონი დოროთი ასევე ამტკიცებდა, რომ წინასწარმეტყველებებს პირადად იღებდა ქრისტესგან, რომელიც ასევე პლანეტა კლარიონზე ცხოვრობდა.
გზავნილების თანახმად: 1954 წლის 21 დეკემბერს შეერთებულ შტატებს ძლიერი მიწისძვრა და უზარმაზარი ცუნამი გაანადგურდებდა, ჭეშმარიტ მორწმუნეებს კი უცხოპლანეტელები გადაარჩენდნენ და კლარიონზე წაიყვანდნენ.
სექტა რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგებოდა – ინჟინრების, დიასახლისების, ოფისის მუშაკებისა და სტუდენტებისგან. ბევრმა სამსახური მიატოვა, ოჯახებთან კავშირი გაწყვიტა და მთელი ქონება გაყიდა, რათა სრულიად დაეთმოთ დრო კლარიონზე გადასახლებისთვის.
სწორედ ამ სექტაში გაწევრიანდა თეორიის ავტორი, ამერიკელი ფსიქოლოგი ლეონ ფესტინგერი და მისი 2 კოლეგა.
“პაციენტების” საკვლევად.
მთავარი კითხვა იყო: რა მოხდებოდა, როდესაც წინასწარმეტყველება არ ახდებოდა?
გააგრძელებდნენ თუ არა ეს ადამიანები სისულელეების დაჯერებას იმის მიუხედავად, რომ რეალობა/ფაქტები დამაჯერებლად დაადასტურებდა მათი რწმენის სიმცდარეს?!
დადგა “სამყაროს აღსასრულის” დღეც.
1954 წლის 21 დეკემბერს ჯგუფის წევრები ლიდერის სახლში შეიკრიბნენ, ყველა ლითონის საგანი მოიშორეს, რათა „უცხოპლანეტელთა ხომალდის რადიაცია არ დაეზიანებინათ“ და მთელი ღამე ელოდნენ ხომალდის მოსვლას.
ბუნებრივია, არც მიწისძვრა და არც ცუნამი არ მომხდარა. არც არავინ მოსულა.
დილის 4:45 საათზე სექტის სულიერმა ლიდერმა უცხოპლანეტელებისგან ახალი „შეტყობინება“ მიიღო: „ჭეშმარიტი მორწმუნეების ამ ჯგუფის გამოვლენილმა რწმენამ დედამიწაზე იმდენი სინათლე გაავრცელა, რომ მოსალოდნელი კატასტროფა თავიდან ავიცილეთ“-ო.
ახლა ხომ გგონიათ, ეს როგორც კი გაიგო, ყველამ დატოვა სექტაო?! ნურას უკაცრავად!
შეცდომის აღიარების ნაცვლად, სექტის წევრების უმეტესობამ გააძლიერა რწმენა.
სექტიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი წავიდა, ვინც ნაკლები მსხვერპლი გაიღო და ნაკლებად იყო ჩართული (მათ არ მიუტოვებიათ სამსახური ან ოჯახი) –
წავიდნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ „წასვლა“ დიდი დანაკარგების გარეშე.
დანარჩენების რწმენა, პირიქით, გაძლიერდა. მათ აქტიურად დაიწყეს ქადაგება, ბროშურების გავრცელება და ახალი მიმდევრების ძებნა.
ფესტინგერის დასკვნით, როდესაც ადამიანი წააწყდება ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება მის ფუნდამენტურ რწმენას და შეხედულებებს, მას წარმოექმნება შინაგანი კონფლიქტი – “კოგნიტური დისონანსი”.
ადამიანის ფსიქიკას არ შეუძლია აიტანოს ეს ლოგიკური წინააღმდეგობა „მე მართალი ვიყავი“-სა და „ფაქტებს” შორის;
შესაბამისად ადამიანი ან იცვლის თავის რწმენას და აღიარებს, რომ ცდებოდა (რაც იშვიათად ხდება), ან რეალობას ხელახლა განმარტავს/აფორმატირებს ისე, რომ ყველაფერი ისევ თანმიმდევრულად დალაგდეს მის ტვინში.
ამ სექტის შემთხვევაში, მსჯელობის ჯაჭვი დალაგდა შემდეგნაირად: სამყაროს აღსასრული არ მომხდარა, რადგან ჩვენმა რწმენამ გადაარჩინა კაცობრიობა. შესაბამისად მართლები ვიყავით და ამიტომ ყველას უნდა ვუთხრათ ამის შესახებ.
როდესაც “რწმენა” თვითიდენტობის განუყოფელი ნაწილი – ადამიანი ირჩევს საკუთარ შექმნილ “იდენტობას”.
ეგ იდენტობა შეიძლება ყველანაირი იყოს, შეიძლება გჯეროდეს “დიფ სტეიტის” და ეგ იყოს შენი “რწმენა”, გჯეროდეს რომ დედამიწა ბრტყელია, რეპტილოიდები გვმართავენ, ელვისი ცოცხალია და ასე შემდეგ.
ასეთი ადამიანები თავიანთ იდენტობას და მათ ტვინში გაბატონებულ რწმენას ფაქტებზე მაღლა აყენებენ.
მათ არ აინტერესებთ ფაქტები და სიმართლე. აინტერესებთ მხოლოდ ის “ფაქტები” ,რომლებიც მათ “რწმენას” შეესაბამება.
და როდესაც პოლიტიკოსი, რომელსაც მხარს უჭერდნენ, კორუმპირებული თუ მატყუარა აღმოჩნდება, ადამიანები იმის ნაცვლად, რომ ფაქტები მიიღონ და დაიჯერონ, რომ მართლა კორუმპირებულია და მართლა ამოუღეს 7 მილიონი, იწყებენ მის გამართლებას “არა, ის ასეთი არ არის”; “ტყუილია”, “მტრებმა მოუგონეს” და ასე შემდეგ.
ასე იქმნება ცარიელ ადგილზე კერპები და ამიტომაა ძნელი მათთან ბრძოლა.
ადამიანების რაღაც ნაწილს უბრალოდ ვერ “მოაბრუნებთ”, რადგან მათ ძალიან ბევრი “ჩადეს” საკუთარ “რწმენაში”.
განსაკუთრებით პროპაგანდის ნიაღვროს გათვალისწინებით“
თეგები: ზურაბ ფარჯიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

18:27 11-24-2025
როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად

14:12 11-24-2025
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო
ახალი ამბები

Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო

13:54 11-24-2025
რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved