• რეკლამა
  • კონტაქტი
07:18, კვირა, 14 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როდესაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაშინ წერენ და როცა არა – არ წერენ” – კახიძე ოდირის დასკვნაზე

ალია ავტორი - ალია
13:37 02-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ოპოზიციონერი დეპუტატი ოთარ კახიძე ეუთო/ოდირის დასკვნიას და მასზე მმართველი პარტიის წევრების კომენტარებს ეხმაურება.

“ევროპული საქართველოს” წევრი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ოდირის მანდატში არ შედის კანონპროექტის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის დადგენა, როდესაც კანონპროექტი არ შეესაბამება კონსტიტუციას ამის შესახებ დასკვნაში მითითებულია ხოლმე.

“როდესაც გაგზავნილ პროექტს კონსტიტუციასთან რაიმე პრობლემა აქვს, ეუთო-ოდირი მიუთითებს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მათ მანდატში მართლაც არ ჯდება კონსტიტუციურობის შეფასება. ასე გააკეთეს, მაგალითად, მოლდოვას შემთხვევაში,”- ამბობს კახიძე.

კითხვაზე, რატომ არ წერია ეუთო-ოდირის დასკვნაში ცალსახად, რომ ის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, ოთო კახიძე განმარტავს, რომ ეუთო-ოდირის კომპეტენცია მთლიანობაში კონსტიტუციურობის დადგენა არაა.

“როდესაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაშინ წერენ და როცა არ არის წინააღმდეგობა, მაშინ არ წერენ. ჩვენს შემთხვევაში, ნათლად წერენ, რომ ამ ცვლილებას ორგანული კანონის ცვლილება სჭირდება,”- ამბობს ოთარ კახიძე.

ამასთან, კახიძის თქმით, ეუთო-ოდირის დასკვნაში ისიც არის აღნიშნული, რომ ნებისმიერი მოდელი, მათ შორის მათ მიერ შემუშავებული, ლეგიტიმურია.

“თუ ქართულ ოცნებას არ სურს ამ არგუმენტების მიღება, მათგან არ მიკვირს, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც არის ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება, რომლისთვისაც ეუთო-ოდირის დასკვნა იქნება ასევე ერთერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ზეწოლა ხელისუფლებაზე გაგრძელდეს”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved