• რეკლამა
  • კონტაქტი
06:56, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როდესაც ექიმები ამბობენ, რომ პაციენტს კიდევ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი, მედიცინაში ჩაუხედავი ხალხი იფიქრებს…” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
18:05 12-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,057
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:
სასამართლო რომ გადაიდებოდა, ეს თავიდანვე ცნობილი იყო ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის. როდესაც ექიმები ამბობენ, რომ პაციენტს კიდევ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი, მედიცინაში ჩაუხედავი ხალხი იფიქრებს, რომ ეს რამდენიმე თვე გარანტირებულია და არ იჩქარებენ.
არადა, ასეთი განცხადება ზუსტად უნდა იყოს ფორმულირებული. სინამდვილეში, როდესაც პაციენტზე იტყვიან რომ მას რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის მაქსიმუმი, რამდენ ხანსაც შეიძლება გაძლოს ამ ადამიანმა, დარჩენილი სასიცოცხლო რეზერვების მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში. თუმცა, რამდენიმე თვის სიცოცხლის ინტერვალში შესვლა პრაქტიკულად ტერმინალურ სტადიაში შესვლას ნიშნავს და ამ სტადიაში სიკვდილი შეიძლება დადგეს ნებისმიერ მომენტში. მითუმეტეს, ამის განცხადება მაშინ, როდესაც არც დიაგნოზი იცი ზუსტად და მხოლოდ კლინიკურ შედეგზე აპელირებ, მიუტევებელი შეცდომაა. ასეთი პაციენტის სიცოცხლე შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ მომენტში და ვერავინ დადებს გარანტიას, რომ რეანიმაციული ღონისძიებები წარმატებული იქნება. ასეთი რამ რომ მოხდეს, იურისტები იტყვიან, რომ ექიმთა განცხადებების თანახმად ეგონათ, მათ განკარგულებაში რამდენიმე თვე იყო.
გარდა ამისა, გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე უპრობლემოდ შეიძლება დასკვნა, რომ პატიმარი პრეზიდენტის სამედიცინო მომსახურება ახლოსაც არ არის საერთაშორისო სტანდარტებთან და უხეში ეთიკური და კლინიკური შეცდომებით გამოირჩევა. (იურიდიულზე საერთოდ საუბარიც კი არ ღირს).
რატომ არის ამ ფაქტის გააზრება მნიშვნელოვანი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის. იმიტომ, რომ პატიმარი პრეზიდენტის მიმართ მოპყრობა პრაქტიკულად ამკვიდრებს სტანდარტებს, რომლებიც ძალიან შორს არის საერთაშორისო ნორმებისაგან; შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებიც ანალოგიურ, საერთაშორისო სტანდარტებისაგან მკვეთრად განსხვავებულ სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებას მიიღებენ.
საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ვერასოდეს შედგებიან ჭეშმარიტ სახელმწიფო ინსტიტუტებად და ქვეყანაც შესაბამისად დარჩება სუბსტანდარტულ, ფსევდო-დემოკრატიულ წარმონაქმნად, სადაც ყოველი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება საერთაშორისო კრიტერიუმებისაგან მკვეთრად განსხვავებული და უხარისხო.
და როდესაც მომავალში თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები აღმოჩნდებით უგულო, უვიცი ექიმებისა და ცინიკოსი, კორუმპირებული იურისტების ხელში, გაიხსენეთ, რომ თქვენი გულგრილობით თავად მიეცით მათ მწვანე შუქი.
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved