პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ბიჭი ემსხვერპლა. ახლობლები ამბობენ, რომ მის გადმოსვენებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა და ცხედარი უკვე ერთი კვირაა მორგშია.
ოჯახი საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
“არაფერს აკეთებს საქართველოს მთავრობა და ეს ქვეყანა გვეხმარება, ადგილობრივებმა ფულიც გადმოგვირიცხეს და დაგვაფინანსეს. საქართველოდან არანაირი გამოხმაურება არაა. როდემდე გვყავდეს მიცვალებული მორგში. გადმოსვენებას ვერ ვახერხებთ” – ამბობს დაღუპულის ახლობელი.
კომენტარები