• რეკლამა
  • კონტაქტი
13:52, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 მიზეზი, რატომაც ცელსიუსის სერვისი საქართველოში საუკეთესოა– როდემდე გრძელდება ????? ??????–ის აქციები ცელსიუსში?

ალია ავტორი - ალია
18:37 11-29-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,196

გათბობა–გაგრილების კომპანია „ცელსიუსმა“ მეცხრე მაღაზია გახსნა. მაღაზია თბილისში, საბურთალოს რაიონში, ალ. ყაზბეგის 46 ნომერში მდებარეობს და ცელსიუსის მომხმარებელს ტრადიციულად, უკვე ამ ფილიალშიც ელოდება ხარისხიანი პროდუქცია, 30 ნოემბრის ჩათვლით, წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებით.

რატომ ცელსიუსი? რატომ უნდა აირჩიოს იგი მომხმარებელმა და რა დახვდებათ მათ მაღაზიათა ქსელში 30 ნოემბრის ჩათვლით? – ამ კითხვას, ალიასთან ცელსიუსის მარკეტინგის მენეჯერი ავთანდილ მეგრელიშვილი პასუხობს და ამბობს:

–პირველი – ცელსიუსი გთავაზობთ, უმაღლესი ხარისხის პრემიუმ ბრენდებს, ჩვენ ვართ წარმომადგენლები იტალიური კომპანია არისტონის, რომელიც ისეთივე პოპულარული და მოთხოვნადი გახდა საქართველოშიც, როგორც იტალიაშია;

მეორე და უმნიშვნელოვანესი – ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს ექსკლუზიურ, ოფიციალურ სერვისს – ჩვენთან შეძენილი ქვაბის სერვისს ჩვენი კომპანიის წარმომადგენლობა, 5 წლის განმავლობაში ეწევა უფასოდ. უმოკლეს დროში მივდივართ და პირველ რიგში, ვამოწმებთ, რა შეიძლება იყოს პრობლემა, ადგილზე შეიძლება გადაწყვეტა, თუ არა. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენი სერვისი საქართველოში საუკეთესოა და გეტყვით რატომაც:

 ჩვენთან მუშაობენ ოფიციალური სტატუსის მქონე ხელოსნები, ისინი გადამზადებას და სერტიფიცირებას გადიან იტალიაში, არისტონის ქარხანაში;

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ლაბორატორია, რომელიც ასევე დაკომპლექტებულია საუკეთესო გუნდით და აპარატურით, შესაბამისად, დიაგნოსტირება უსწრაფესად ხდება.

რადგან ცელსიუსი არისტორნის ოფიციალური წარმომადგენელია, პროდუქციასთან ერთად მუდმივად შემოგვაქვს ნაწილები და მუდმივად გვაქვს მარაგში, როცა კლიენტს სჭირდება ნაწილი, მაშინ არ ვიწყებთ გამოწერას და ყიდვას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაზიანებული ნაწილის გამოცვლა ხდება ახალი ნაწილებით და არა – მეორადით, მაგალითად, თუ საცირკულაციო ტუმბო დაზიანდა, სხვა ქვაბიდან არ ვიღებთ ამ ტუმბოს, ახალით ვცვლით. არისტონი თავად გვავალდებულებს, რომ ნაწილები მუდმივად გვქონდეს მარაგში.

რაც შეეხება აქციებს: ????? ?????? აქციები გვექნება 30 ნოემბრის ჩათვლით, ეს ფასდაკლებები ეხება ჩვენ ყველა ასორტიმენტს. 500 ლარიდან 1200 ლარამდე ფასდაკლებით შეუძლია ყველა მომხმარებელს სარგებლობა.

–კი ყველაფერზე ფასდაკლება გაქვთ, მაგრამ როგორც შევამჩნიე, იმ პროდუქციაზე ყველაზე დიდი ფასდაკლება გაქვთ, რაც დღეის მდგომარეობით ყველაზე საჭირო და მოთხოვნადია. ხშირად, კომპანიები, ზამთარში, ყველაზე დიდი ფასდაკლებას მთავაზობენ ზაფხულისთვის საჭირო პროდუქციაზე და პირიქით. თქვენთან ასე არ დამხვდა, ფასდაკლებები ისეა გადანაწილებული, რომ ყველაზე დიდი ფასდაკლება სწორედ ზამთრისთვის საჭირო პროდუქტებზეა.

–ახლა არის რეალურად ცენტრალური გათბობის სიტემების, რადიატორების, წყალგამაცხელებლების მთავარი სეზონი, სიცივეები დაიწყო და იწყებენ ადამიანები გათბობის ჩართვას. შესაბამისად, მომხმარებლები რომ კმაყოფილები დარჩნენ, გავაკეთეთ სწორედ ამ პროდუქციაზე ყველაზე მასშტაბური აქცია. 30 ნოემბრის ჩათვლით რა ფასდაკლებაც გვაქვს, ასეთი მთელი წლის განმავლობაში არ გვქონია. მასშტაბური ფასდაკლებები გვაქვს ასევე კონდიციონერებზე, რადგან ხშირად გათბობისთვის მათაც იყენებენ, მით უფრო, რომ ჩვენი ინვიტრო კონდეციონერი 30 პროცენტით უფრო ეკონომიურია და ბევრად კარგად მუშაობს ზამთარში ფართის გასათბობად, ვიდრე სტანდარტული კონდიციონერი.

გარდა ამისა, გვაქვს მუდმივმოქმედი აქცია – შეცვალე ძველი ახლით – შეგიცვლით  ნებისმიერი მოდელის, ფირმის, წლოვანების, გათბობის ქვაბს, და ჩვენ ახალ, ხარისხიან, კომპაქტურ, კომფორტულ და ენერგოეფექტურ ქვაბებზე მიიღებთ: 300–დან 500 ლარამდე ფასდაკლებას, ადგილზე უფასო მიტანას, მონტაჟს და შემდეგ უფასო სერვისს, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრე.

–ვიცი, რომ ონლაინ გაყიდვები საკმაოდ მაღალი გაქვთ, თუ პირს განვადებით სურს ნივთის ყიდვა, ამ შემთხვევაში რა ხდება?

–ჩვენ მომხმარებელს, ჩვენთან პროდუქტის შესაძენად ნებისმიერი განვადებით სარგებლობა შეუძლია, ყველა ბანკის განვადება გვაქვს, გვაქვს ონლაინ განვადებებიც, რათა მაქსიმალურად მოსახერხებელი გავხადოთ შეძება. ერთ–ერთი პირველები ვართ, ვინც ასე აქტიურად მუშაობს ონლაინ გაყიდვებით. თბილისის გარდა მაღაზიები გვაქვს ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, მომავალში კიდევ მეტად გაფართოებას ვფიქრობთ, გვინდა მაქსიმალურად მოვიცვათ რეგიონები. თუმცა, იმ რეგიოენებში, სადაც მაღაზია არ გვაქვს, ჩვენი რეალიზატორები მუშაოებნ, ასე რომ ჩვენი პროდუქცია არის ყველა ქალაქში. ისევე, როგორც მაღაზიაში შეძენის შემთხვევაში, ონლაინ გამოწერისას, ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრებ პირს ადგილზე ესტუმრება ჩვენი წარმომადგენელი, აარჩევინებს პროდუქტს, დაუმონტაჟებს და ასეთივე სწრაფად და ხარისხიანად ექნება წვდომა ჩვენ სერვისზეც.

“ცელსიუსის” წარმატების 2 საიდუმლო და ახალი მაღაზია თბილისში – გათბობის ქვაბის “მეფური” მოდელი

 

თეგები: Businessაქციაცელსიუსელებიცელსიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved