• რეკლამა
  • კონტაქტი
06:04, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რობერტ სტურუას მიმართვა ამერიკის ელჩს

ალია ავტორი - ალია
11:25 08-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, ამერიკის ელჩ კელი დეგნანს მიმართავს:

“ამერიკა – ჩვენი მეგობარია! მეგობრობა კი მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს!

ამერიკის ელჩის ულტიმატუმების პასუხად მე დავწერ მხოლოდ ერთ რამეს:
“ჯერ ბერძნებმა წაგგვლიჯეს ოქროს საწმისი, მერე ირანმა ომებით დაგვასუსტა,
მერე სელჯუკებმა გადაგვიარეს, შემდეგ მონღოლებმა ჩაგვიქროლეს და სისხლიანი ნაკვალევი დაგვიტოვეს, მერე დამოუკიდებლობა გვაყნოსინეს და მოღალატე ქართველებმა ჩაგვიქრეს იმედის სანთელი!

უეცრად თურქი-ოსმალები! მოულოდნელად კახეთი ირანის ხელში!
მერე რუსები… შემდეგ კი თავისუფალი რესპუბლიკის სამი წელი! ბოლოს კი ქართველი ბოლშევიკები სტალინი და მისი ამქრები ლენინის თხოვნით გვასაბჭოებენ! შემდეგ ოსტატმა ავანტურისტმა, ცრუდემოკრატმა და ცრურეფორმატორმა მიშკამ გვიტირა დედა!

ახლა კი, ევროპის და ამერიკის გარეგნულად გულუბრყვილო და თვითდაჯერებულმა ჩინოვნიკებმა დაგვიწყეს ჭკუის სწავლება, აპრეხილი ამაყი ცხვირით… გაიგეთ, თავისუფლებას ვერ გვაჩუქებთ, პამპერსებს და წყალს რომ გვიგზავნით ისე!

თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თვითონ უნდა მივაღწიოთ: შრომით, თავდადებით, სიყვარულით პროფესიონალიზმით! და გამობრძმედილი, აკანკალებული, მდიდარი და შეშინებული ბიძები ვერ გვაიძულებენ რომ
ნარნარით გადავშენდეთ!

საქართველო დიდ მსხვერპლს იღებს 20-30 წელია, ამერიკის და ევროპის მეგობარი რომ გახდეს. მეგობრობა კი ორმხრივი გამიგია მხოლოდ ორმხრივი! ორმხრივი მსხვერპლის გაღებაა მეგობრობა, ორმხრივი სიყვარული! დროშებს დაწვავენ რადიკალები! ამერიკულ დროშასაც ცეცხლს მისცემენ სხვათაშორის, ყველგან წვავენ, სხვა ქვეყნებშიაც! ეს კი ამერიკის ელჩს არ სურს! არც მე! მე მსურს მეგობრობა! ამერიკასთან, ევროპასთან, ყველასთან! თუ მეგობრად არ გვთვლით მაშინ დაგვანებეთ თავი!

თქვენ რა იცით, რა სჭირდება ქართველ ხალხს, უძველეს ერს? რომ შეგტკიოდეთ გული საქართველოზე, არ მოგვახვევდით თავს შეთანხმებებს ბოროტებასთან!
შეთანხმებებს, რაც მიზნად ისახავს ნაცისტების მობრუნებას და მათი ბელადის დანაშაულების ჩაფარცხვას! ნუ გვახვევთ თავს მოღალატეებთან შეთანხმებას!

ეს არის მეგობრობა?! რატომ გვაიძულებთ, მანიაკი ნაცისტების გამეფებას?!
პატივი ეცით ქართველ ხალხს და მის დამოუკიდებლობას!”- წერს რობერტ სტურუა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved