ფასებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა დასრულდა.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა რიჟამაძემ განაცხადა:
ვისაუბრეთ საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც გულისხმობს, მსგავსი ტიპის ურთიერთობებში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ეს კანონმდებლობა და ამ კუთხით რეგულირება, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არსებითად იმ საკითხებს ვერ გადაჭრის, რაც ფასებზე დამატებით კიდევ ზეგავლენას ახდენდეს. ევროპის ქვეყნების ბაზრები მნიშვნელოვნად დიდია და ერთი და იგივე ფასი ვერ იქნება შეთავაზებული მწარმოებლის მიერ, 3 მილიონიან და 60-70 მილიონიან ქვეყანისთვის , და აქ უკვე ფასთა შორის სხვაობა, რა თქმა უნდა, დიდი იქნება.
რაც შეეხება იმას, რომ მაგ დონემდე რაიმე ტიპის ცვლილება მოხდეს, ეს ფიზიკურად და ტექნიკურადაც შეუძლებელი აღმოჩნდება, იმიტომ რომ საბაჟომდე ტრანსპორტირების გარდა, დამატებით, სხვა ტიპის ხარჯებიც არსებობს, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. უბრალოდ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ რეგულირების ფარგლებში, რომელიც ფასს არ არეგულირებს, ეს არეგულირებს მხოლოდ ურთიერთობას და აწესებს კონკრეტულ ზღვრებს და ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, რომ ადგილობრივმა მწარმოებელმა და სადისტრიბუციო კომპანიამ ფასი დაწიოს, – განაცხადა რიჟამაძემ.














კომენტარები