• რეკლამა
  • კონტაქტი
08:24, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რითი მომწამლეს? – გამომწვევ მიზეზებში წერია ქიმიური ნივთიერებით დაბინძურებული წყალი” – სალი ბაკურაძე

ალია ავტორი - ალია
14:00 12-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
741

სალი ბაკურაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

ვფიქრობდი მომეყოლა თუ არა ეს ისტორია იმიტომ, რომ ეს ფოტოები შემზარავია, არ მინდოდა გამოფენა და მხოლოდ ჩემს ძალიან ახლობლებს აქვთ ნანახი.
პირველი ფოტო გუშინ გადავიღე ჩემი ლამაზი თვალების საილუსტრაციოდ, რომ იმ მახინჯი სურათების ფონზე არ დაგავიწყდეთ რომ ეგეთი არ ვარ
დანარჩენები კი ამ წლის აპრილსა და მაისშია გადაღებული.
პირველად მარტში რომ დამემართა არ მივაქციე ყურადღება დიდად და შემდეგ 10 დღის ინტერვალებით მიმეორდებოდა და ყოველ ჯერზე უარესი ხდებოდა და ეს გაგრძელდა მაისამდე. მისივდებოდა თვალები, მქონდა წვის და ქავილის შეგრძნება.
პიკი იყო 18 მაისს, როცა თეატრში ვიყავი, დამეწყო წვა და ქავილ, წამოვედი მაშინვე და სანამ სახლში მოვედი, ნახევარ საათში, 30 წლით დამიბერდა სახე.
თუ არ შევიშლებოდი არ მეგონა ისე ვინერვიულე.
ამ პერიოდში ვიყავი დერმატოლოგებთან, ოფთალმოლოგებთან, ალერგოლოგებთან და ნევროლოგთან.
ებთან იმიტომ, რომ ვერავინ გაიგო რა მჭირდა და სხვადასხვა სპეციალისტთან მივდიოდი.
საბოლოო დიაგნოზი, რაზეც ვიმკურნალე იყო კერატიტი, მაგრამ გამომწვევი მიზეზი კვლევების და ანალიზების მიუხედავად ვერ დადგინდა. ვივარაუდეთ რომ იყო ინფექცია. კერატიტს მარტივადაც რომ დაგუგლავ გამომწვევ მიზეზებში წერია ქიმიური ნივთიერებით  დაბინძურებული წყალი.
ერთადერთი, ვინც იეჭვა იყო ალექსანდრე თელია, რომელმაც ზაზა თელია შემოიყვანა ჩემს სანახავად გაოგნებულმა და ორივემ მითხრა რომ ეს იყო დაგვიანებული რეაქცია რაიმე ნივთიერებაზე, რომელიც ორგანიზმში მოხვდა, თუმცა მათ არც აქციებზე უკითხავთ თუ დავდიოდი და არც მე მიეჭვია რომ ჭავლს და გაზს 2 თვის შემდეგ ეს შედეგი შეიძლებოდა გამოეწვია.  გავყევი ალექსანდრეს და ჩემი დერმატოლოგის მკურნალობას და ამის შემდეგ ჯერ მსუბუქად მიმეორდებოდა და ივნისის შემდეგ აღარ დამმართნია. მადლობა მათ.
ისეთი დაღლილი ვიყავი ექიმებთან სიარულით.
თან მაშინ პარალელურად თიაქარის ისეთი ჯოჯოხეთური ტკივილები მქონდა, ამაზე გაყოლის თავი აღარ მქონდა. ეს თიაქარიც აქციებზე ყინვაში 8-9 საათი ფეხზე დგომისგან გამიმწვავდა, მაგრამ…
ამ დრომდე საგონებელში ვიყავი ეს ანომალია მე როგორ დამემართა, როცა ყველა ანალიზი მწყობრში მაქვს, რეგულარულად დავდივარ ოფთალმოლოგთან და მოკლედ, ჩემს ჯანმრთელობას ყურადღებას ვაქცევ და იმუნიტეტიც მქონდა გადასარევი. თურმე სად ხარ, სალომე?!
იმით დავამთავრებ რომ აღარ მინდა მოკითხვა, ახლა კარგად ვარ.
არც ვინმესგან ჩუმად მოწერა მჭირდება გასამხნევებლად, ჩემზე თუ გული შეგტკიოდათ ან ხმას ამოიღებდით, ან გარეთ გამოხვიდოდით. თქვენს თავებს გაეცით პასუხი ამაზე რომ დუმხართ, ჩვენი არ გჯერათ და გაჩეჩილ კობახიძეს და აყროლებულ ტვ იმედს უსმენთ. რანაირი ან მეგობრები ხართ, ან ნათესავები, ან მეზობლები ან რა ვიცი, ვინც ხართ, თქვენს თავებში მოძებნეთ პასუხები, მე არაფერში მჭირდებით.
დამიბარონ სადაც უნდათ, გამომკითხონ, მე არაფერი მაქვს დასამალი საერთოდ, ოღონდ გამაგებინონ რითი მომწამლეს?!

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. 

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved